სურსათი ბაზარში

ბოლო ორი თვეა მე და ჩემს და-ძმას მარტო გვიწევს ცხოვრება. შესაბამისად, ის ყოველდღიური პრობლემები როგორებიცაა სახლის დალაგება, ჩემი ძმის მოვლა-პატრონობა/გაკონტროლება, და რაც მთავარია საკვებზე ზრუნვა ჩემი და ჩემი დის კისერზე გადადის. ერთი შეხედვით საკმაოდ მარტივია კორპუსის ქვეშ მაღაზიაში ჩასვლა და იმ მინიმუმის ყიდვა რაც გჭირდება, თუმცა, მე და ჩემმა დამ ვამჯობინეთ ბაზარში წავსულიყავით და ელემენტარული რაღაცები იქ გვეყიდა გაცილებით იაფად. რადგანაც, მოგეხსენებათ მაღაზიებში და “მინი სუპერმარკეტებში” (მხოლოდ საქართველოში შეიძლება იყოს მაღაზია მინიც და სუპერ-მარკეტიც) ფასები საკმაოდ ძვირი და არახელწამოსაკრავია. გარდა ამისა, რთულია მოიძიო ყველაფერი მხოლოდ ერთ მაღაზიაში, აუცილებლად დაგჭირდება მაღაზიიდან მაღაზიაში სირბილი და ყველაფრის შეგროვება რაც გჭირდება.

  მოკლედ, კვირა დღეს, როდესაც ორივეს გვეცალა, ავიღეთ ჩემი მშობლების მიერ დატოვებული ფული და გავეშურეთ ბაზარში. სხვათაშორის საკმაოდ რთული და შრომატევადია ბაზარში ბოდიალი და კარგი და არაჭიანი და არაგაფუჭებული პროდუქტის ყიდვა. მუდმივად უნდა ადევნო თვალი ცელოფანში რაიმე გაფუჭებული არ ჩააყოლონ “შემთხვევით”, ან ახალი მწვანილის მაგივრად დამჭკნარი მწვანილი არ შეაყოლონ. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია ისიც რომ გამყიდველები მოხერხებულად იტყუებიან წონაშიც. სწორედ ამ პრობლემის გამო მომხმარებელი საკუთარი სასწორით დადის, არავის სიამოვნებს როდესაც ატყუებენ და ფულს პარავენ, ხო, ჩემი აზრით სწორედ რომ ფულის მოპარვაა.

საკმაოდ დატვირთულები წამოვედით შინ, მაგრამ, მაღაზიასთან შედარებით საკმაოდ იაფი დაგვიჯდა ყველაფრი. მინიმუმ 10 ლარი მაინც დავზოგეთ. მაგალითად, თუკი კარტოფილი ბაზარში 1კგ ღირს 1 ლარი, მაღაზიაში 1,5 ლარი ღირს, მწვანე ლობიო ბაზარში – 1,5ლ, მაღაზიაში 2,5 ლარი, პომიდორი – 1 ლარი, მაღაზიაში – 1,5 ლარი. მოკლედ, ეს ის ფასებია რომლებიც დამამახსოვრდა. და ჰო, მაღაზიაში ნაყიდი მწვანილი და ბაზარში ნაყიდი მწვანილი შევადარე, ორივე “კონა” 20 თეთრის იყო, მაგრამ ბაზარში ნაყიდი მოცულობით ბევრად აღემატებოდა.

ბაზარში რომ ვიყავით და ფასის გაგებისას შემთვევით  წამოგვცდებოდა “უი ეს რა ძვირია”, (მაგალითად ბალი 1 კგ 5 ლარი) მაშინვე იწყებდნენ წუწუნს და იმის ახსნა განმარტებას რომ ამ ფასად ამაზე კარგს ვერსად ნახავ და თვითონ თეთრები რჩებად და ამ თეთრების გამო მთელი წელი საშინლად იტანჯებიან და ცდილობენ მოიყვანონ და მოუარონ სურსათს.  საკმოდ შრომატევადია ნებისმიერი პროდუქტის მოყვანა და მოვლა-პატრონობა. იქ, მიწის დამუშავება, აქ დათესვა, გამარგვლა (მგონი ყველაფერს არ სჭირდება), მორწყვა, შეწამვლა (თუ სჭირდება), ყურადღების მიქცევა, მოსავლის აღება და დაფასოება საკმაოდ მაღალ ფასთანაა დაკავშირებული და მომხმარებლის საშუალებით ცდილობენ დახარჯული თანხის ამოღებას და + მოგების ნახვას. განსაკუთრებით წლევანდელ მოსავალზე წუწუნებენ, წვიმა იყო ბევრი და ყველაფერი გაგვიფუჭაო და ამის გამო იყო რომ ერთი პერიოდი მწვანილს სასწაული ფასი ედო.

თითქოს კეთდება რაღაცები იმისათვის რომ სოფელში ცხოვრება გაიოლდეს და გლეხობას მოსავლის მოყვანა სასიცოცხლო ფასად არ დაუჯდეს, მაგრამ რეალურად, მთელი ტვირთი სწორედ გლეხზე გადადის. ესეც რომ არ იყოს სოფლები დაიცალა, ხალხი თბილისისკენ მოდის იმ იმედით რომ “ქალაქში რაღაც იქნება”, მაგრამ აქაც იმედგაცრუებულები რჩებიან და დაბნეულებმა აღარ იციან რა ქნან. ის მცირე ნაწილი რომელიც სოფელში დარჩა, ძირითადად საკუთარ თავზე ზრუნავს და მოსავალიც საკუთარი ოჯახისთვის მოჰყავს, ამის გამო ბაზარზე პროდუქტი უფრო ცოტა და უფრო მაღალ ფასად შემოდის. მაგალითისთვის, დეიდაჩემი და მისი ოჯახი აქვე ახლოს, კასპის რაიონში ცხოვრობს. დიდი ბაღი აქვთ, ამუშავებენ, რწყავენ და მძიმე შრომას დებენ, თუმცა მხოლოდ თავისთვის, რადგანაც ის რასაც აკეთებენ, ისედაც საკმაოდ ძვირი უჯდებათ.

კიდევ ერთი ფაქტორი რის გამოც ბაზარზე მაღალი ფასია, მე ვფიქრობ რომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი სურსათია. მიუხედავად იმისა რომ აქაური, ქართული, ნატურალური და ალაგ-ალაგ ჭიანი სურსათი გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე საზღვარგარეთიდან შემოტანილი არაჩვეულებრი შესახედაობის პროდუქცია მოსახლეობა უპირატესობას სწორედ ამ უკანასკნელს ანიჭებს. რადგანაც, მიაჩნიათ რომ კარგ კარტოფილის (მაგალითისთვის) არაფერი არ უნდა ეტყობოდეს და ოდნავ ჭიანიც არ უნდა იყოს. მოსახლეობის არჩევნი პირდაპირპროპორციულად აისახება ბაზრის გაყიდვებზე. ბაზარში სურსათი არ იყიდება, გაუყიდავი პროდუქტი მალე გაფუჭდება, შესაბამისად იმ მინიმუმს რაც იყიდება ყიდიან ძვირად.  გარდა ამისა, სურსათზე მაღალი ფასი კიდევ იმითაა განპირობებული რომ გლეხს უწევს იმ დახლის საფასურის გადახდა, სადაც პროდუქტს ყიდიან. ყოველშემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს და შეიძლება მოგვატყუეს კიდეც.

ბაზარზე სურსათის ნაკლებობაა, რაც ალბათ იმითაა გამოწვეული, რომ გლეხს არ აქვს საშუალება და საკმაო ფინანსები იმისთვის რომ პროდუქტი მოიყვანოს. პროდუქტის მოყვანას კარგი გარემო სჭირდება, ამინდის ხშირი ცვლილება და ბევრი წვიმა კი სურსათისთვის სავალალო შედეგების მომტანია. ეს სავალალო შედეგები კი ისევ ფასზე აისახება. რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ: 1. იყოს ბევრი პროდუქტი; 2. იყოს დაბალი ფასი? პასუხი ალბათ მარტივია, გლეხს უნდა მიეცეს საშუალება იცხოვროს სოფელში მშვიდად და არ უნდა ისწრაფვოდეს თბილისისკენ. ქალაქში ქალაქელებიც უსამსახუროდ არიან და მიწაზე მომუშავე კაცს მითუმეტეს გაუჭირდება თბილისში ცხოვრება და სამსახურის მოძებნა. თანაც მოგეხსენებათ როგორი ცხვირაწეულები ვართ ქართველები და როგორ კაი კაი თანამდებობები გვინდა მიუხედავად იმისა შევეფერებით იმ თანამდებობას თუ არა.

აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც რომ სურსათი და ნებისმიერი საჭირო პროდუქცია რუსთავში გაცილებით იაფი ღირს ვიდრე თბილისში. რამ განაპირობა ეს ყოველივე მაგის თქმა კი ნამდვილად მიჭირს. რატომ უნდა ღირდეს 1 კილოგრამი რაღაც 30-40 თეთრით იაფი? მოგეხსენებათ როდესაც ბევრი რაღაცის ყიდვა გსურს იმ 30-40 თეთრსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

მოკლედ, ბაზარში ვოიაჟი მშვიდობიანად დასრულდა, ვიყიდეთ სურსათი იმაზე იაფად ვიდრე მაღაზიაში ვიყიდდით 15 წუთში და ოჯახს დავანაყრებთდით.

p.s  არის ესეთი კომპანია ოქსფამი, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია რეაგირებს სურსათის კრიზისებზე და მოუწოდებს მთავრობებს შეიმუშაონ უფრო სამართლიანი და სურსათით უზრუნველყოფის მდგრადი სისტემა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების გაზრდით, მსოფლიო ბუნებრივი რესურსების სათანადო გამოყენებით და ა.შ. იმედი მაქვს, რომ ოქსფამს საქართველოში დიდი წინსვლა ექნება და როგორმე დაბალანსდება ბაზარზე არსებული სურსათის უკმარისობით გამოწვეული მაღალი ფასები.

21 thoughts on “სურსათი ბაზარში

  1. ადო

    სურსათის მონიტორინგი ჩაგიტარებია :დ
    ხვალ თუ რომელიმე ტელევიზიაში ექსპერტის ამპლუაში გიხილე არ გამიკვირდება :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      :დდდდდ მიხარია თუ მოგეწონა ჩემი პოსტი :დ მაგრამ ერთი დღე ბაზარში საკმაოდ დამღლელია :დ მითუმეტეს რომ ბევრი რაღაც გაქვს საყიდელი :დ ყველაზე ცუდი რა არის იცი? აი ამდენს რომ იწვალებ, ივლი, იყიდი, ფულს დაზოგავ, მოხვალ, გააკეთებ საჭმელს და ორ დღეში აღარ არის :დ

      Reply
      1. Butterfly

        მოხვალ გააკეთებ საჭმელს და მერე შენ ჭამის სურვილიც კი აღარ გაქვს ისეთი დაღლილი ხარ :დ

      2. siyvarulovna Post author

        გეგონოს :დ ჩემი გაკეთებული ისეთი გემრიელია რომ სულ რომ არ გშიოდეს მაინც მოგინდება ჭამა :დ

      3. Butterfly

        მე კი შევჭამ სიამოვნებით მაგრამ, როცა მე ვაკეთებ ხოლმე რამეს(ნუ მოხდა ერთი-ორჯერ ეს :დ) არაფრის თავი აღარ მაქვს და მადაც მეკარგება :დ

  2. ketusi.com

    ხო,მართალი ხარ,ნათია,წახალისება და მხარდაჭერა არ აქვს გლეხს,სამწუხაროა,მაგრამ ადგილობრივი პროდუქტის ხელოვნური ჩანაცვლება ხდება იმპორტირებულით,რაც მთავრობას უფრო აწყობს:ან მათი ბიზნესია,ან განბაჟებიდან შედის ბიუჯეტში ფული.
    ისე, კაი ხანია არ ვყოფილვარ ბაზარსი,არადა მართლაც გაცილებით იაფია იქ ყველაფერი.

    Reply
  3. Mari

    შენ და ანამ მონიტორინგის სამსახურში დაიწყეთ მუშაობა თუ რა ხდება? სადაც წახვალთ, ყველაფერს თავიდან ბოლომდე ზვერავთ😀
    ჰოდა, თემას რაც შეეხება, ქართული პროდუქტი მაინც მგონია რომ ვერასოდეს გაუწევს კონკურენციას მაგალითად თურქულს. ძვირი ჯდება წარმოება, აქაურ სოფლებს არც ტექნოლოგია გააჩნიათ სათანადო და ძვირი ჯდება წარმოება. შესაბამისად ცოტა იწარმოება და ძვირიც ღირს. იმპორტის გარეშე დეფიციტი იქნებოდა და ფასები კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ახლა არჩევანის საშუალება მაინც გვაქვს, ჩვენი ვიყიდოთ თუ შემოტანილი.

    Reply
      1. Mari

        ICO სერთიფიკატი არც ერთს არ აქვს და ვიზუალის გარდა მაინც არაფერზე ეტყობათ ხარისხი. მაგას კიდე ჩემი მტერი ენდო😀

  4. Ulyric

    გამარჯობა.

    შეგიძლია დამეხმარო? მეც მინდა ტოპ.ჯის მთვლელი დავაყენო და სად ჩავწერო html კოდი? ახალი ვარ და აზრზრე არ ვარ. ბოდიში რომ გაგიოფე))

    Reply
  5. watching panda

    რასაც ბაზარში ვიხდით პროდუქტში, სულაც არ მიდის ის გლეხის ჯიბეში. გლეხისგან გადამყიდველები იმ 5 ლარიან ბალს თეთრებში ყიდულობენ ისე, რომ მას ავტობუსიდან ფეხის ჩამოდგმის საშუალებასაც არ აძლევენ და მერე 200-300%-იანი ფასნამატით გააქვთ ბაზარზე. არც ერთი გამყიდველი, ვინც დღეს ბაზარში გვხვდება გლეხი არ არის – გადამყიდველები არიან, რომლებიც ცეცხლის ფასად ყიდიან გლეხისგან თეთრებში შეძენილ სურსათს

    Reply
  6. Pingback: No Hands SEO

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s