მე და ლექტორი

კონსტიტუციურს უკვე მეორედ გავდივარ, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა რომ მიღირდა  მეორედ გავლა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი სემესტრის განვალობაში ჩემს ლექტორთან მქონოდა ურთიერთობა რომელიც ძალიან მომწონს.

შაბათობით, როგორც წესი ვწყევლი ყველა სემინარს თუ ლექციას, დაუშვებლად და უსამართლოდ მიმაჩნია შაბათს სწავლა. მაგრამ, მის სემინარს არასდროს ვაცდენდი თუ რაიმე მნიშვნელოვანი არ ხდებოდა. ამ შაბათს ბოლო სემინარი მქონდა, რომელიც გავაცდინე რაღაც ტრენინგის გამო და გული დამწყდა. მინდოდა მენახა. მაგრამ it’s ok, უნივერსიტეტშია ისიც და მეც, უბრალოდ აღარაფერს აღარ წამიკითხავს, მგონი.

არ ვიცი რატომ მომეწონა. ჩვეულებრივი მაღალი ბიჭია, უბრალოდ რაღაცნაირად კარგი და ლამაზი თვალები აქვს, ხანდახან ბევრი ლაპარაკი უყვარს და ვერ ხვდება თემიდან როდის უხვევს, მაგრამ აღმოაჩენს რომ გადაუხია და ისევ უბრუნდება ხოლმე. დებილი შეყვარებული ბავშვივით ყოველთვის წინ ვუზივარ და ჯასთ ვუყურებ.

პირველ ეტაპზე ეგრევე ფეისბუქზე დავუწყე ძებნა. მისი სახელი და გვარის ათასი ვარიანტი ვსინჯე მაგრამ მაინც ვერ ვპოულობდი და დავნებდი. თუმცა 2 კვირის მერე ისევ დავტესტე, იქნება და ამჯერად მაინც ვიპოვნო-მეთქი და აღმოვაჩინე რომ ფრენდებში მყავდა. ძალიან გამიკვირდა და ეგრევე მის ვოლს გადავუარე. დიდი ვერაფერი, აქტიური არაა ფეისბუქზე, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ როგორც ყველა კაცს მასაც ფეხბურთი უყვარს, და ამ ევროპაზე იტალიას გულშემატკივრობს. ხანდახან შევუვლი ხოლმე ვოლზე, მაგრამ არაფერი სანტერესო და იმედგაცრუებული უკან ვბრუნდები საკუთარ თაიმლაინზე.

როდესაც აღმოვაჩინე, რომ ფრენდებში მყავდა რამდენიმე დღე ვფიქრობდი იმაზე მიმეწერა თუ არა. რომ მიმეწერა რა უნდა მეთქვა? არაფერი მქონდა სათქმელი. ხოდა გაჩუმება და შორიდან თვალთვალი ვამჯობინე. სემესტრი დამთავრდა, ბოლო სემინარი გავაცდინე და იმდენად დამწყდა ამაზე გული რომ დამესიზმრა.

დამესიზმრა, რომ ბათუმში შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს, ვსეირნობდით და ნელ-ნელა გამოვუტყდი იმაში რომ დიდხანს ვეძებე ფეისბუქზე და ბოლოს როდესაც დავაპირე იმის თქმა, რომ ძალიან მომწონდა მითხრა ვიციო, შენს ვოლს ვადევნებ თვალ-ყურსო და ძალიან გამიხარდა. იმ სტატუსზეც მკითხა, ადრე ფეისბუქზე რომ მეწერა ჩემი ლექტორი მომწონს-მეთქი, ხომ ჩემზე იყოო, კი-მეთქი და ის ის იყო ერთმანეთისთვის უნდა გვეკოცნა, რომ კარზე ზარმა გამაღვიძა, საარჩენო სიებს ამოწმებდნენ.

მოკლედ, არც სიზმარში გამიმართლა. იმედია, ეს აჟიტირებულობა ცოტა ხანში გამივლის 🙂

38 thoughts on “მე და ლექტორი

    1. siyvarulovna Post author

      შენ ჩემი გემოვნება ბიჭებში უნდა ნახო როგორი იდეალურია :დ

      Reply
  1. karamelka

    უხ მე მაგათი… :/

    ეხლა რომ კითხულობდეს შენი ლექტორი :დ:დ ო,სოუ რომანტიკაა:)

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        “მუჟიკი” ჩემთვის ცუდთან ასოცირდება, რატომღაც :>
        არადა, მშვენიერი იქნებოდა თუნდაც რომ გამესირნა ^^:დ კოცნაზე აღარაფერს ვამბობ

    1. siyvarulovna Post author

      თსუ-ში თუ არ სწავლობ, იურიდიულზე და კონსტიტუციას არ გადიოდი ამ სეემსტრში არამგონია იცოდე :დ

      Reply
      1. ცეტი

        თსუ-ში ვსწავლობ, იურიდიულზე, ოღონდ პირველ სემესტრშ გავიარე კონსტიტუცია…

        ნუ მე პირადად კვერენჩხილაძეზე მივიტანდი ეჭვს… თანაც ფეხბურთი უყვარს…
        “იკითხეთ კონსტიტუცია, ტაიმებს შორის შესვენებაში მაინც, რა უნდა, ბროშურასავითაა” :DDD

      2. siyvarulovna Post author

        ისწავლეთ ეხლა თორემ ზაფხულში ფეხბურთი იწყება და დაგერხევათ :დ “აბა, როგორა ხართ უსაქმურებოო” :დ
        კვერენჩხილაძე ლექციაზე მყავს : ) და პირველად რომ გავდიოდი კონსტიტუციურს მაშინ მყავდა სემინარზე. ეხლა სემინარზე სხვა მყავს :პ

    1. MrsMarch

      ხო ქეით, აშკარად ღია წერილით გამოუტყდა, მეც ამაზე ვფიქრობდი კითხვისას :დ

      Reply
  2. Ti_ko

    ვაიმე ასე მეგონა, მე ვწერდი :)) ზუსტად ასეთ მდგომარეობაში ვიყავი 1 წლის წინ, მარა დღეს უკვე ყველაფერი კარგადაა, შენც გაგივლის ნუ გეშინია. ნუ, თუ არ გინდა რომ გაგიაროს, მაშინ წარმატებები :))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გამივლის ვიცი :> მაგრამ, რომც არ გამიაროს არ იქნება პრობლემა :დ

      Reply
  3. Nann

    ჩემი ისტორიის მასწავლებელი ლამაზი თითებით როგორ მომწონდა ❤
    გამიარა მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინე, რომ "ქალი იცის ქუხნაში" და დესპოტია :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ვაიმე ვაიმე, ჩემი ლექტორის თითები ^^ გრძელი და ნატიფი, ეგ სულ დამავიწყდა ❤

      Reply
  4. Mr. Nomad

    სექსი გქონდათ უკვე? :დ (სიზმარში)

    პ.ს. “აქტიური არაა ფეისბუქზე” – შენ რა იცი, იქნებ რესთრიქთიდ ლისტში ყავხარ და გიმალავს ვოლის აქტივობებს? :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არამგონია :დ არა,სექსიც არ გვქონია, სიზმარში :დ სამწუხაროდ :დ

      Reply
  5. niniTo

    წარმოვიდგინე შენი ლექტორის ბედნიერი/გაბადრული სახე კითხვისას : )
    მის ადგილას რომ ვიყო, სადმე დაგპატიჟებდი 🙂

    Reply
      1. siyvarulovna Post author

        ვაიმე :დ გააამორიცხულია :დ პმ ვერ მიმიწერია და დაულინკეო :დ

      2. niniTo

        მაშინ ირიბი გზით უნდა გაიგოს მისამართი :დ
        აუცილებლად! 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s