ორი დღე საავადმყოფოში

არ ვიცი რას დავაბრალო მაგრამ, ჩემს და-ძმას მაშინ უნდებათ მოწამვლა როდესაც სახლში ჩემს გარდა არავინაა და დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ მომდევნო რამდენიმე დღე არც არავინ იყოს. ასე, 2-3 კვირის წინ ჩემი ძმა მოიწამლა, რომელიც ავად თუ კარგად ერთ დღეში დასრულდა. ძირითადად სუხარით, მოხარშული კარტოფილით, ნაბეღლავით და ძილით ვუმკურნალეთ, რამაც შედეგად გამოიღო ის, რომ გაღვიძებისთანავე ეზოში ჩასვლა მთხოვა და პასუხად დიდი “არა” მიიღო.

რამდენიმე დღის წინ ჩემი და გახდა ცუდად, როგორც ჩანს წინა დღისით ნაჭამმა სოკოს ღვეზელმა აწყინა. ვიფიქრეთ მასაც მალევე გადაუვლიდა და საღამომდე გაუმჯობესების მაგივრად გაუარესება რომ შევატყვეთ და აფთიაქშიც სასურველი წამლის ნაცვლად გვითხრეს სასწრაფო გამოიძახეთო, ისღა დაგვრჩენოდა 112-ზე დაგვერეკა და სახლის მისამართი გვეთქვა.

სასწრაფომ ინფექციურში გადაიყვანა, გადასხმები გაუკეთეს, ნემსები დაარჭეს და უთხრეს: ამაღამ აქ უნდა დარჩეო. ვინაიდან და რადგანაც ჩემი მშობლებიდან არც-ერთი გახლავთ თბილისში მომიწია ღამე იქ დარჩენა. საბედნიეროდ, ის პალატა არ გავსებულა და ცარიელ ლოგინზე მშვიდად მეძინა. პრინციპში, რამდენად მშვიდი იყო ჩემი ძილი ვერ გეტყვით.

ინფექციურში მისვლისას პირველი რაც გვკითხეს იყო “დაზღვევა გააქვთ?” და აი როდესაც საქმე თანხის გადახდასთან მივიდა კიდევ ერთხელ დავინახე რომ დაზღვევა საჭირო კი არა აუცილებელია. მთავარია პაკეტი შეარჩიო სწორად და იცოდე რას აგინაზღაურებს კომპანია და რას არა. 6 პაციენტიდან მხოლოდ ერთს აღმოაჩნდა დაზღვევა და ყველაზე მშვიდადაც ის იწვა.

ინფექციურში არის სულ 3 პალატა, ერთი ქალების, ერთი კაცების და ერთიც ბავშვების. მიუხედავად იმისა,რომ ამხელა ინფექციური საავადმყოფო ჰქვია, 6 კაციან პალატაში 20-მდე ადამიანი ირეოდა და “თუ შეიძლება ფეხი გაწიეთ უნდა გავიარო” სიტუაცია იქმნებოდა დღის განმავლობაში. ცარიელი ლოგინიდან საჯდომი არ ამიწევია, იმის შიშით რომ ვინმეს არ ეხია და ღამე სკამზე მჯდომარეს არ მომწეოდა ღამის გათენება. ასევე ვოცნებობდი, რომ ღამის განმავლობაში არავინ შემოეყვანათ პაციენტი და არ ეთხოვათ ჩემთვის “უკაცრავად, მაგრამ აბრძანდით ლოგინიდანო”. მერე რა, რომ ზუნზლიანი ლოგინი იყო, მთავარია ვიწექი ავად თუ კარგად და მეძინა.

ორი დღე საკმაოდ ბევრია იმისთვის, რომ მთელი დღე იჯდე და სუხარის ჭამის მეტი არაფერი აკეთო. ამ დალოცილ საავადმყოფოებში ერთი wi-fi რა გაუხდათ კი მაგრამ? ან პავლოვზე აქამდე რატომ არ დააყენეს “უფასო ვაიფაი მთელს ქალაქში”?. ყველაზე მოსაბეზრებელი ალბათ მაინც ნათესავ-ახლობლების ვიზიტი საყვედურნარევი კილოთი “რატომ არ დაგვირეკეთ გოგო” იყო. მესმის მათი, ნერვიულობდნენ, მაგრამ რა ვიცოდით ჩვენ თუ ასე სერიოზულად იქნებოდა მოწამვლა? საერთოდაც ვფიქრობდით ერთი გადასხმა დასჭირდებოდა 6-ის ნაცვლად და იმ ღამეს გაგვიშვებდნენ და ორ ღამეს არ გაგვაჩერებდნენ, მაგრამ ჰა.

ღამით აფთიაქი და მაღაზია დამჭირდა, ამისათვის კი ღამის პირველ საათზე პავლოვზე 15 წუთიანი ბოდიალი, მანქანებისთვის მზერით და თვალებით იმის ახსნა რომ “ოე, ვინმეში ხომ არ გეშლები ბიჭო!” და მეძავისა და სავარაუდო “კლიენტის” ჩხუბისთვისთვის თავის არიდების მხრივ ქუჩის საპირისპირო მხარეზე გადასვლა დამჭირდა. ყველაფერ ამის შემდეგ შევდივარ აფთიაქში და მეუბნებიან რომ 5-ლარიანის ხურდა არ აქვთ და არ მომცემენ იმას რის გამოც ეს ყველაფერი გამოვიარე. ათამდე დავითვალე, არ ვაგინე, დავმშვიდდი და გზა განვაგრძე. ჩემს ბედად იქვე ახლოს იოლი იყო და მედიკამენტებიც იყიდებოდა. მიხარია რომ 24 საათიანი დიდი მაღაზიები არსებობს❤ მერე რა რომ 4 სიგარეტი ვიკითხე და არც-ერთი არ ჰქონდათ.

მეორე დღეს პალატაში ერთი მოხუცი ქალბატონი შემოიყვანეს, რომელიც ასაკთან შედარებით საკმაოდ მოტეხილი იყო და მუდამ რაღაცის ეშინოდა, რის გამოც ყოველთვის იყო პალატაში ექთანი, რომელიც მუდმივად ჩხუბობდა ამდენი ხალხი ნუ ხართო. ერთ პალატაში ცოტა პაციენტები შეიყვანეთ გეთაყვა და ამდენი ხალხიც აღარ იქნება იქ! მოხუც ქალბატონს საშინლად წიკვინა გოგო დაემატა. რომელიც ყველა მოძრაობაზე წუწუნებდა და კვნესოდა. ხან ისტერიკას აწყობდა გადასხმისას ნემსის გაკეთებაზე და ხანაც დარდობდა რომ კათეტერი ძილში ხელს უშლიდა. ალალი იქნებოდა მასზე ერთი შემოლაწუნება❤ ყოველთვის მიკვირს, როგორ უნდა მოახერხო დედამ და გაზარდო ასეთი ჭირვეული შვილი?!

მეორე ღამესაც მეძინა, კიდევ კარგი და საბედნიეროდ დილით მამაჩემი ჩამოვიდა და სახლში წამოსვლა და წყლის გადავლება და იმ სიბინძურის ჩამორეცხვა მოვახერხე.

ინფექციურში მომეწონა ის, რომ პალატებში სისუფთავე იყო. არ მომეწონა ის რომ 1. ექთნები და ექიმები მუდამ ჩხუბობდნენ; 2. ტუალეტი ძალიან შორს იყო და ერთადერთი საკმაოდ ბევრი ხალხისთვის; 3.დამლაგებელი დილის 7-საათზე იწყებდა პალატის დალაგებას და ჩემს გაღვიძებას; 4. ერთი პალატისთვის საკმაოდ ბევრია 6 პაციენტი და მათი მნახველები, რომელთა რაოდენბოდაც მთლიანობაში საკმაოდ ბევრს შეადგენს.

ვიმედოვნებ, რომ ძალიან დიდი ხანი აღარ მომიწევს საავადმყოფოში ვიზიტი.

22 thoughts on “ორი დღე საავადმყოფოში

  1. lashaworld

    მიყვარს შენი ასეთი პოსტები❤
    თან ბევრს ვიცინი და ბევრ რაღაცას ვიგებ ^^

    Reply
      1. lashaworld

        😀 ასეთ პოსტებში წუწუნის მეტს არაფერს არ აკეთებ

  2. kevana

    ვაიმე … თან მეცინება :დდ
    ჭირი მაგათ, 6 გადასხმა რად უნდოდა ნეტა.. აღარ ვენდობი ექიმებს, თუ თვალებში არ ჩავხედე, მარა ზოგი თვალებში გიყურებს და მაინც გატყუებს😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ვაფსემ ვფიქრობ რომ მეორე ღამეს დარჩენაც არ უნდოდა, მაგრამ ჰა😐

      Reply
      1. Butterfly

        ბევრამა ექიმმა იცი ”ხელზე დახვევა” , გამორჩენის მიზნით :დ თუმცა თუ მეორე დღესაც დატოვეს დიდი შანსია, რომ უბრალოდ თავი დაიზღვიეს მარიამის მდგომარეობის გამო🙂

      2. siyvarulovna Post author

        ნუ ჰო, თავი დაიზღვიეს თან სახლში არავინ იყო და მაგიტომ არ გავიგიჟეთ თავი და არ გამოეწერა.

      3. Butterfly

        თან მართლა სერიოზულია სოკოთი მოწომვლა,მართლა (მიუხედავად იმისა,რომ მეორე დღეს კარგად იყო ვიზუალურად)… ასეეე , რომ congrat🙂 გადარჩა მარიამი :)))

      4. siyvarulovna Post author

        ხო :დ და ეხლა ტვინს იმას შვრება შუქი ჩააქრე ვიძინებო :მად:

  3. Emily Smith

    ყველას ერთი და იგივე აზრი როგორ უნდა ქონდეს სავადმყოფოებზე? :დ :დ :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ყველა ხომ ვერ სევცდებით? :დ ხოდა ე.ი საავადმყოფოები გვაქვს ცუდი

      Reply
      1. Emily Smith

        აუუ მაგაში გეთანხმები 100% ით. ისე პალატაში 1 ტელევიზორი რა გახდაა? მოწყენილობამ მომკლა კინაღამ. მე ბავშვთა საავადმყოფოში ვიყავი და ამიტომ ექთნები და დამლაგებლები კარგები იყვნენ. მაგრამ სავარაუდოდ სხვა საავადმყოფოებში ეგენიც საშინლები იქნებოდნენ

  4. karamelka

    არცერთ სავაადმყოფოში არ შემხვედრია კეთილგანწყობილი ექიმ-ექთანი რა:/ და ისაა ხოლმე კიდე, მახაველი რომ გყავს და დამლაგაბლი რომ შემოდის, აფერისტულად წმენდს და შენს მნახველს თვალებში შესციცინებს “ერთი-ორი ლარი გახადა პალატას გილაგებთო” სახით:/

    Reply
  5. akunkula

    ჰმ. ჯანდაცვის სფერო სანამ მოწესრიგდება ვირიც ავა ხეზე და ბიძინაც :)))
    დამეწყება კურაციები და მოვივლი მთელი თბილისის საავადმყოფოებს🙂 დაგიწერთ მერე რევიუებს, სად მიხვდიდეთ, სად არ მიხვიდეთ🙂

    Reply
  6. ekaterine

    kargia magram dazgvevis reklamas upro gavs…… tumca mesmis da tvalcin midgeba kvelaperi. rac sheexeba dazgvevas koveli misvla chxubit da nerviulobit mtavrdeba, miuxedawad imisa rom vici rac mekutvnis da sabolood gamodis is rom chems kutvnilebas zalit, kbilebit vicav.
    ase rom didi araperi dagikargavs tu dazgveuli ar xar.
    :DDDD

    Reply
    1. ნანიტა

      მითუმეტეს თუ ალდაგში ხარ დაზღვეული,ალდაგი და აისი ჯგუფი ორივე ერთი ჭირია მე თუ მკითხავ, რამდენი დაზღვევაც კი მქონია ჯიპიაიზე კმაყოფილი არსად ვყოფილვარ..

      Reply
    2. siyvarulovna Post author

      რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ამბავი რეალურია. და პოსტის დაწერის შემდეგ გამახსენდა რომ მონაწილეობა მიმეღო კონკურსში.

      რაც შეეხება დაზღვევას და ჩხუბს, არ ვიცი:/ ვერაფერს გეტყვი. არ ვარ დაზღვეული, ჯერ, და არასდროს მქონია სეხება. თუმცა, ეჭვი არ მეპარება რომ ეგრე იქნება

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s