მზადება ქორწილისთვის

ჩემი ქორწილისთვის არა, ანნას  და ყვავას  ქორწილისთვის სადაც მეჯვარე/ხელისმომკიდე/მოწმე ვიყავი.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც ანნამ მითხრა მე და ყვავამ გადავწყვიტეთ ხელი მოვაწეროთო. ქორწინება ჩემთვის იმდებად ბუნდოვანი თემაა, რომ ცოტათი მაფრთხობს კიდეც. ასე მგონია სტანდარტულ, ფქვილიან ქალად იქცევა ყველა ვისაც ცოლი/მეუღლე ქვია. თუმცა, აქვე ისიც ძალიან კარგად ვიცი, რომ გათხოვებამდეც და გათხოვების მერეც იქნები ის, რაც გინდა რომ იყო შენ. ანას ქორწილის ამბავიც თავიდან ეგოისტურად აღვიქვი, როგორია უახლოესი დაქალი მითხოვდება, თუმცა შევეგუე ფაქტებს და რეალობას და პირველი გილოცავ-ის შემდეგ რაც ვთქვი “მეჯვარე მე ვარ დაგასწარით ყველას” იყო.  რაც სისრულეში 14 ივლისს მოვიყვანე, როდესაც ანნას და ყვავას ქორწინება დავუწმე აჩოსთან ერთად.

ქორწინებისთვის მზადების პირველი ეტაპი პატარძლისთვის საჩუქრის შერჩევა იყო. ისეთი საჩუქარი უნდა მეყიდა რაც გაუხარდებოდა, გამოადგებოდა, გამოიყენებდა და ერთჯერადად მოსახმარი არ იქნებოდა. ჩემი ფანტაზიის წყალობით არჩევანი საკმაოდ მწირი მქონდა ტვინში. ამიტომ, ხან ვინ შევაწუხე მირჩიეთ რა წყალს მივცე თავი-მეთქი, ხან ვინ. საბოლოოდ ლამაზ და კარგ თეთრეულზე ჩამოვყალიბდი. თუმცა, საყიდლად მისულმა სულ სხვა რაღაც შევამჩნიე, შევამჩნიე და მივხვდი რომ სწორედ ეს უნდა მეყიდა, სწორედ ეს იქნებოდა ის, რაც გაუხარდებოდა, რასაც გამოიყენებდა და რითითაც უზომოდ კმაყოფილი და ბედნიერი იქნებოდა. ეპილატორი ვუყიდე! და ემოციებიც ზუსტად ისეთი ჰქონდა როგორსაც ველოდებოდი. დარწმუნებული ვარ გოგოების 90%-ისთვის სასურველი საჩუქარია და ანნაც იმ 90%-ში გადიოდა.

ეპილატორი და ანნას ფრჩხილები

შემდეგი ეტაპი ქორწილის წინა დღის ლოდინი და თავის მოწესრიგება იყო. პირველ რიგში უნდა მეყიდა კაბა. თანაც ისეთი რომ 1.კარგად მქონოდა; 2. უფრო მსუქანი არ გამოვეჩინე და 3.მომხდომოდა. სხვათაშორის ყიდვა არ გამძნელებია და სულ რაღაც 40 ლარად ძალიან საყვარელი კაბა ვიყიდე, გრძელი, შავი წითელში და საკმაოდ მომიხდა. შემდეგი პრობლემა თმა იყო. 3-4 თვეა ვიზრდი და ხელი არ დამიკარებია ჩემი თმისთვის, თუმცა ვინაიდან ვერაფერი მოვიფიქრე რა შეიძლებოდა მექნა ქორწილისთვის და როგორი ვარცხნილობა გამეკეთებინა, ავდექი და შევიჭერი, მშობლიური ვარცხნილობა გავიკეთე, მაკიაჟი უცებ უცებ სალონში  წავითხიპნე და გავუყევი გზას ყვავასკენ. საბოლოო ჯამში კი ასე გამოვიყურებოდი:

სანამ ანასთან მივდიოდი თაიგულის ყიდვა მინდოდა, აი ისეთის, პატარძლევს მთელი ცერემონიალის განმავლობაში ხელში რომ უჭირავთ და მერე ისვრიან ხოლმე. ვინაიდან ანამ გვიან გამოთქვა სურვილი, რომ მსგავსი თაიგული ჰქონოდა ძლივს და ნაჩქარევად ავარჩიე, თუმცა სასროლად გამოდგებოდა. ამჯერად ალუკარდმა დაიჭირა, ვნახოთ თუ გამართლდება მითი თაიგულის შესახებ.

ყვავასთან აცრემლებული და ანერვიულებული ანა დამხვდა, თმის კულული გამიფუჭდაო და ბიგუდებით ცდილობდა ვარცხნილობის გამოსწორებას. თუმცა, ტირილის ხასიათმა უცბად გაუარა, მაკიაჟიც შეისწორა და ჩამოშვებული ცხვირიც ასწია. ბიგუდების მოხსნის შემდეგ აღმოაჩინა, რომ იმაზე უკეთ აქვს ვიდრე მანამდე, სანამ დაეშლებოდა და კიდევ უფრო გამიხარულდა და დარწმუნდა რომ ლამაზი პატარძალი იქნებოდა.

მზადების პერიოდში

მე და ბიგუდებმოხსნილი ანნა

ამასობაში ის დრო მოახლოვდა ქორწინების სახლში (ა.კ.ა კონკასთან რომ ქორწინების სახლია იქ) წავსულიყავით და მათი სურვილი სისრულეში მოგვეყვანა და კანონის წინაშე ოფიციალურ ცოლ-ქმრად გამოცხადებულიყვნენ. ხელის მოწერის ცერემონიალი სულ 5 წუთიანი იყო. ისიც არ უკითხავთ, თანახმა ხართ თუ არაო, იქნება და გადაიფიქრეს?! უბრალოდ უთხრეს, აქ მოაწერეთ ხელიო, შემდეგ მეჯვარეებს დაგვამოწმებინეს და განუცხადეს კანონიერი ცოლ-ქმარი ბრძანდებით, გილოცავთო. რაღა უნდა გვექნა? ავიკარით გუდა-ნაბადი და გავუყევი გზას იკითკენ, სადაც ოჯახის ყველაზე ახლო ნათესავები გველოდებოდნენ რათა ესოდე ღირსშესანიშნავი მოვლენა აღენიშნათ.

აწ უკვე მეუღლეები (რა საშინელი სიტყვაა ისე მეუღლე)

ყველაზე მეჯვარეეებიიიი :X:X :დ

Advertisements

20 thoughts on “მზადება ქორწილისთვის

    1. siyvarulovna Post author

      სამაგიეროდ ახალი კარგი მწვანე პილატორი :დ ნუ მწვანე გაფორმებით :დ

      Reply
    2. Kate

      :დდდდდ

      გილოცავ კიდევ ერთხელ, ბედნიერებას გისურვებთ ორივეს.

      Reply
  1. karamelka

    მართლა მაგარი საჩუქრი აგირჩევია 🙂

    და კაბაც კარგი შეგირჩევია, გესმის რა:))

    Reply
  2. Jason Evans

    ორი ბლოგერი ერთად.. ცემი ოცნება :დდ გილოცავ ანნა და ყვავასაც ( ანას ასე თუ სიე ვიცნობ მაგრამ მეუღლეს არა… ხოოაა ვაჟკაცი? :დ )

    Reply
  3. MrsMarch

    საუკეთესო მეგობრის ქორწილი^_^

    მეგობრის ქორწილის სამზადისი არის ყველაზე სასიამოვნო ❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s