მე და ავტოსპორტი

გუშინ გამოფენაზე (ეს ის გამოფენაა არაა თვალწინ რომ წარმოგიდგათ, წერეთელზე რომ დიიიდი ბაღი/სკვერი/პარკია იქ) ვსეირნობდი და ერთ ბავშვს მოვკარი თვალი, რომელიც მანქანით სეირნობდა. აი იმ მანქანით, ბავშვებზე რომაა გათვლილი და პედლებიც რომ შესაბამისი აქვს, ფაქტობრივად სათამაშოთი და გამახსენდა, რომ მთელი ჩემი ბავშვობა ვოცნებობდი მქონოდა მანქანა, რომლითაც გამოფენაზე წრეებს დავარტყამდი, ექნებოდა შესაბამისი სიგნალი და ვიქნებოდი “კაი ტიპი”. სამწუხაროდ, იმ სათამაშოს ფასიდან გამომდინარე ჩემი ოცნება დღემდე აუსრულებელი დარჩა. შემდეგ ჩემი ძმა დაიბადა და გადავედი მშობლების შებმაზე, რომ აი, ის მანქანა  რომაა, სათამაშო და კარგი რაღაც, ეგ უყიდეთ-მეთქი, თუმცა ამაოდ. მიყვარდა მანქანები, და გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა მართვის მოწმობა ამეღო, რაც სისრულეში მხოლოდ 20 წლის ასაკში მყოფმა მოვიყვანე.

კარგი ტიპები არიან ავტომობილები, განსაკუთრებით მაშინ როდესაც სწრაფად დადიან. მიყვარს სიჩქარე. ბავშვობაში მახსოვს, ბებიაჩემი გამწარებული უყურებდა ხოლმე ფორმულა 1-ს და ფავორიტი მრბოლერიც ჰყავდა. მეც მივუჯდებოდი გვერდზე და მზესუმზირის კნატუნით ვგულშემატკივრობდით ბებიის ფავორიტს,რომელიც ხშირ შემთხვევაში იგებდა. მომწონდა სწრაფად მოსიარულე მანქანები, წარმომიდგენია რამხელა ადრენალინი გამოიყოფა როდესაც ძალიან ცუდ მოსახვევში ძალიან მაღალი სიჩქარით შედიხარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვეძებ ადრენალინს, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრემის მოყვარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ სიჩქარე მიყვარს, მაინც მგონია რომ ვერასოდეს გავბედავ რალში მონაწილეობის მიღებას. პრინციპში ვინ იცის, იქნება და იმდენად მომინდეს ადრენალინის მაღალი დოზით მიღება, რომ მოყვარულთა რალში მაინც მივიღო მონაწილეობა. ვინც არ იცის რა არის მოყვარულთა რალი მოკლედ აღვწერ, მრბოლელები გადიან მონაკვეთებს, სადაც ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ აქვთ შეზღუდული მოძრაობა, მათ ყოველგვარი წესთა დაცვით უნდა გაიარონ მოცემული ადგილები და შეეცადონ მოცემულ დროში მივიდნენ “finish”–თან საჯარიმო ქულების გარეშე.

პირველად რალის მრბოლელები ისევ ბავშვობაში და ისევ გამოფენაზე ვიხილე. სტარტს იღებდნენ იქიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ექსტრემალი შეგროვდა. სპეციალურად დამონტაჟებულ “ბარდიურზე” (ვერ მოვიფიქრე სხვა რა ერქვა იმ შემაღლებულ ადგილს და პოდიუმს ისევ ბარდიური სჯობდა) მანქანებით ადიოდნენ და ხელს გვიქნევდნენ და ტოვებდნენ ტერიოტიას. სასიამოვნო სანახავი იყო. რატომღაც მგონია, რომ რალში მონაწილეები კარგი ტიპები არიან, იმიტომ, რომ არ უშინდებიან საფრთხეს და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალური სიჩქარით მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ.

One thought on “მე და ავტოსპორტი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s