მე და ზაფხული

ჩემთვის ზაფხული იყოფა ორ პერიოდად. გამოცდების პერიოდი და დასვენების პერიოდი. თუმცა, წელს summer job_ის წყალობით მესამე ეტაპიც მიემატა – სამსახური.

პირველი ეტაპი მშვიდად და ბედნიერად გადავლახე და ამაში საბოლოოდ გუშინ დავრწმუნდი. 1 საათის შუალედით გამწვამდა 6-ვე საგანი და 2 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ექვსივე საგანი ჩავაბარე გადაბარების გარეშე! თქვენთვის შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად მიღწევაა. მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ერთ-ერთ საგანს მესამედ გავდიოდი და საფრთხე არსებობდა იმისა, რომ სტუდენტის სტატუსი შეეწყვიტათ. 6 საგნიდან ორზე ვვარაუდობდი რომ გადაბარება  და საზიზღარ მაღლივში აბოდიალება მომიწევდა, თუმცა გადავრჩი. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ ამ სემესტრში ლექტორებში საოცრად გამიმართლა. ვიმედოვნებ საშემოდგომო სემესტრიც ანალოგიურად წარმატებული იქნება. ერთადერთი რამ, რის გამოც გული დამწყდა იყო ის, რომ სწავლა 17 სექტემბერს იწყება და ისევ 25 ივლისს დასრულდება. ჩვენ თუ არა, საკუთარი თავები მაინც არ ეცოდებათ?! ჩემი აზრით დიდი უსინდისობაა საერთოდ ზაფხულში სწავლა, მაგრამ ვინ გისმენს 😐

ხანდახან სასწაულებიც ხდება, და ასეთი სასწაული იყო, ის რომ summer job-ზე დავრეგისტრირდი, თანაც საკმაოდ ადვილად. ლუდსახარშ ზედაზენში ვარ, სადისტრიბუციო ქსელში და ერთადერთი რაც მევალება მაღაზიებში ზედაზენის მაცივრების შემოწმებაა, რომ ზედაზენის ლუდის და ლიმონათების გარდა არაფერი იდოს, რაც არც თუ ისე რთული და დამღლელია, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ არაჩვეულებრივად კარგ კადრზე ხარ მიმაგრებული და ცდილობს ყველანაირად ხელი შეგიწყოს. მიუხედავად იმისა, რომ სადისტრიბუციო ქსელში ვარ. დღეს და ხვალ გადაწყვიტეს, რომ ქარხანაში გვამუშაონ, სადაც ბოთლებს ეტიკეტებს ვაკრავთ. ჩვენს მიერ გალამაზებულ ბოთლებს კი ამერიკაში გზავნიან. ზედმეტი მუშახელი დასჭირდათ და გამოგვიჭირეს. თუმცა, როგორც გვპირდებიან ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ 2 დღეს გასტანს. სხვა მხრივ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სხვებთან შედარებით “კარგ პონტში” ვართ.  ანაზღაურება 500 ლარს შეადგენს, თუმცა საშემოსავლო 20% ეჭრება, რის შედეგადაც მხოლოდ და მხოლოდ 400 ლარი გვრჩება. ბევრი არ მიფიქრია იმაზე, თუ რა უნდა მექნა მაგ 400 ლარით, დარეგისტრირების დღესვე ვიცოდი – უნდა დამესვენა!

ვინაიდან და რადგანაც ჩემი ზაფხულის 95% სწავლამ და სამსახურმა წაიღო, ზაფხულში დასასვენებლად მხოლოდ 10 დღე მრჩება, ამიტომაც შემედგომას დავესესხები 25 დღეს და შემოდგომის ნაწილს სწორედ დასასვენებლად და აღებული ხელფასის დასახარჯად გამოვიყენებ. 20 აგვისტოს მუშაობას ვამთავრებ. ძალიან მინდა მეორე დღესვე ჩემს სოფელში წასვლა და ცოტა ხნით მაინც დასვნება. მიუხედავად იმისა, რომ დვალთაში 1 კვირაზე მეტს ვერ ვძლებ, ზაფხულში იქაურობა სამოთხეა! მდინარე, სიგრილე, ჰამაკი, ფიჭვების ტყე… სექტემბრის დასაწყისში სავარაუდოდ თბილისში ვიქნები, სამაგიეროდ 15 სექტემბრიდან-25 სექტემბრამდე ბათუმში წავალ და აღარც ჩამოვალ. რა კარგია რომ ხელფასი ბოლომდე მეყოფა და ვიმედოვნებ დარჩება კიდეც. მერე რა რომ სწავლის პირველი კვირა უნდა გავაცდინო, მე ზღვა და ცურვა მინდა!

ზაფხულში თბილისში ყოფნა და მუშაობა აუტანელია. სწორედ ამიტომ ბედნიერ ვიკენდებს ვიწყობ და ხან აკვა-პარკში მივდივარ, ხან ვპიკნიკობ, ეს ვიკენდი ბიერფესტზე გავატარე და ვარ ბედნიერი რომ ჩემი მეგობრები მაინც არიან თბილისში.

თქვენც ჩემსავით თბილისში ხართ და იხარშებით?

16 thoughts on “მე და ზაფხული

  1. Ibi

    მე მოვასწარი 10 დღიანი დასვენება მეგობრებთან ერთად და ახლა ისევ წავალ მალე…
    რა ცუდი გრაფიკი გაქვთ 😦

    Reply
  2. Mr. Nomad

    მე არ ვიხარშები, ჩემთან სამსახურში ისე გრიიილა ❤ :დ

    Reply
  3. teennewson

    მე გორში ვიხარშები ქუჩაში და თანაც ხალხის გაჭირვების აღწერა მიწევს… : (

    Reply
  4. Butterfly

    ჩემ შემთხვევაში უფრო რთულადაა საქმე : სამერ ჯობის ფარგლებში ახლახანს მოვხვდი “სადღაც” (რეზერვისტების სიიდან) ხოო და ვიწყებ მუშაობას, 20 აგვისტოს შეტენილი საგნის ზაფხულის სკოლა მეწყება. რომელიც 20 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გასტანს. 10 სექტემბერს გამოცდა მექნება.ხოლო 17 სწავლა იწყება :დ ასე რომ მხოლოდ 12 დღე მაქვს დასასვენებლად :დ( 5დან 10 სექტემბრამდე,ანუ როცა ზაფხულის სკოლას მოვრჩები გამოცდამდე :დ და გამოცდიდან სწავლის დაწყებამდე :დ) უუჰუუ რამდენი ვიბოდიალეე 🙂 წავედი მე თავი მოვიკლა :დ

    Reply
  5. salio_ciliegia

    აბიტურიენტის ზაფხული მაინც სულ სხვაა,ფსიქოლოგიური შოკია, გადარჩები თუ არა რომ არ იცი…მშვიდი ძილი მენატრება 😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჰმ, მე მშვიდი აბიტურიენტობის ზაფხული მქონდა. გამოცდების მერე ეგრევე სოფელში წავედი და არ ვდარდობდი არაფერზე. პროსტა რომ მწერდნენ ქულები დაიდოო გული მიფანცქალებდა სანამ გავიგებდი :დ გავიგებდი, წავინერვიულებდი და ვსო :დ

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s