რა აზრი აქვს მასე ცხოვრებას?

ჩვენ მიჩვეულები ვართ, რომ გვაქვს ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, პირი, ორი ხელი და ორი ფეხი, დავდივართ, დავრბივართ და ვფუნქციონირებთ როგორც ადამიანები. მაგრამ, როგორც კი დავინახავთ ადამიანს, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არ შეუძლია სიარული მაშინვე აღმოგვხვდება “რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას?”, და მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ადამიანს არ შეუძლია ჩვენსავით სრულყოფილად ფუნქციონირება. როდესაც ვხედავთ პიროვნებას, რომელსაც არ აქვს კიდურები ვამბობთ, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ გვგავს ჩვენ და ჩვენსავით ორი ხელი და ორი ფეხი არ აქვს. მაშინ როდესაც ვაწყდებით 80 წლის მოხუცს, რომელსაც სიარულიც არ შეუძლია, რომელიც დამოკიდებულია შვილებზე, და უფრო შვილიშვილებზე, რომელსაც უჭირს საკუთარი ფეხით ტუალეტში წასვლა, ისევ ვამბობთ, რომ რა აზრი აქვს ასე ცხოვრებას. როდესაც ვაწყდებით გონებაშეზღუდულ, ან დაუნის სინდრომით დაავადებულ ადამიანებს თავში ისევ გვიტივტივდება, რომ ასეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს.

ჩვენთვის, ადამიანებისთვის რომლებსაც არ გვაქვს სმენის, საუბრის, სიარულის, მოძრაობის, აღქმის, განსჯის პრობლემა ცხოვრებას აზრი აქვს, ხოლო დანარჩენებისთვის არა. ცხოვრებას ზედაპირულად ვუყურებთ, გვგონია რომ მხოლოდ “სრულყოფილ ადამიანებს” აქვთ არსებობის უფლება და მხოლოდ მათთვის აქვს ცხოვრებას აზრი.

დაფიქრებულხართ ოდესმე რას გრძნობს ის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ან 80 წლის მოხუცი? გიფიქრიათ იმაზე, რომ მათთვის ცხოვრება ისეთივე ტკბილია, როგორც ჩვენთვის? ისინიც ისევე ეკიდებიან სიცოცხლის ყოველივე წუთს როგორც ჩვენ, ისინიც ჩვენსავით ცდილობენ სიცოცხლის ბეწვზე ფრთხილად სიარულს როგორც ჩვენ, “სრულყოფილი ადამიანები”. მათაც ეშინიათ სიკვდილის, არც მათ უნდათ აქ, დედამიწაზე ადამიანების დატოვება, საყვარელი ადამიანების დატოვება. მათაც უყვართ ესოდენ ტკბილი ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ უჭირთ არსებობა და სხვაზე არიან დამოკიდებულები.

ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როდესაც ყველა იმედი გადაწურულია.

10 thoughts on “რა აზრი აქვს მასე ცხოვრებას?

  1. Ekateriné O Niani

    და იმაზე თუ გიფიქრიათ, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები, ყველაფერი რომ აქვთ, იქნებ ასეთებზე, სრულყოფილებზე ფიქრობენ – რა აზრი აქვს ასე ცხოვრებასო :))

    Reply
  2. Moony

    გეთანხმები, თუმცა უფრო ეთიკურია ამ ტიპის ადამიანებზე ინვალიდების მაგივრად ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის პირი იხმარო.🙂

    Reply
  3. Mari

    უბედურება ისაა, როცა ორი ხელით და ორი ფეხითაც არ შეუძლია ადამიანს “ნორმალურად ფუნქციონირება”.

    Reply
  4. agatha

    ცხოვრებას ყოველთვის აქვს აზრი, მაშინაც კი როდესაც ყველა იმედი გადაწურულია.
    ახლა შენ ჩემი გადაწყვეტილება შეცვალე, ძალიან მნიშველოვანი გადაწყვეტილება ^^
    გმადლობ

    Reply
  5. Shawnee

    If some one needs expert view concerning blogging after
    that i propose him/her to pay a quick visit this weblog, Keep up the nice work.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s