4 დღე

როგორც კი თავისუფალი 4 დღე გამომიჩნდა და დაიმედებული ვიყავი, რომ სამსახურიდან არ დამირეკავდნენ ბარგის ჩალაგება დავიწყე. ბევრი არაფერი მჭირდებოდა, მთავარი იყო, რომ გრძელმკლავიანი მაისური და საგულდაგულოდ გადანახული ჟაკეტი არ დამვიწყოდა.

ჩემს სოფელში ტრანსპორტი არ დადის და ეს პრობლემა პირველად სწორედ ამ მგზავრობისას გავაცნობიერე. ვერ ჩაჯდები მიკრო ავტობუსში და 2 საათის შემდეგ წყნარად ვერ მიხვალ საკუთარ სოფელში. აუცილებელია რომ სოფლის ასახვევთან ვინმე მანქანიანი დაგხვდეს და აგიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში 5 კილომეტრის ფეხით გავლა და მთაზე ასვლა მოგიწევთ.

დვალთა – ჩემი სოფელი, რომელიც ძალიან პატარა და რომელიც ხეებშია ჩაკარგულია❤

ასე იყო თუ ისე მშვიდად ვიმგზავრე, ჯერ კიდევ მაშინ მივხვდი რომ სოფელში საოცრად ეგრილებოდა როდესაც თბილისიდან გავედი და სახეში ცხელი ნიავის ნაცვლად გრილი სიო მიბერავდა. სოფლის ასახვევთან მშობლები მანქანით დაგვხვდნენ, გზიდან ჩამოგვხსნენ და ალგეთზე იდეაში საჭყუმპალაოთ და გასაგილებათ წავედით. საღამოსკენ უკვე სახლში ვიყავი, ბარგით ხელში და ვცდილობდი ორიოდე ხელი ტანსაცმელი დამებინავებინა. თუმცა, სანამ დაბინავებას დავიწყებდი ჩემს ეზოს უნდა შევგუებოდი. 3 თვეში რადიკალურად შეიცვალა. დიიდი მწვანე ეზოს ნაცვლად დიდი სახლი და ორიოდე ხე დამხვდა, იმ ორიოდე ხეზე კი ჰამაკი გაბმული. მე თუ მკითხავთ ძველი, პატარა, ნახევრად დანგრეული სახლი და დიდი ეზო მირჩევნია დიდ სახლს და უეზოობას, თუმცა ალბათ შეგუება სჭირდება ყველაფერს. ჩემი სოფელი ერთადერთი ადგილია სადაც ზაფხულში საბანში გახვეულს მძინავს. ჭოტის კივილი კი მისი განუყოფელი ნაწილია. სასიმოვნოდ ჩაძინებულს დილის 8 საათზე გამეღვიძა.

ახალი სახლი, რომელიც დასასრულებელია

შაბათი დილა სასიამოვნოა. განსაკუთრებით მაშინ თუკი ცივილიზაციას ხარ მოწყვეტილი, არც მანქანების ხმაურია, მზეც სასიამოვნოდ ათმობს არემას და ჰამაკი და წიგნი გელოდება. წიგნის შერჩევისას ბევრი ვიბოდიალე, არ მინდოდა ისეთი რამ წამეღო რაც არ მომეწონებოდა და 4 დღე სრულ უსაქმურობაში გამეტარებინა. სწორედ ამიტომ თვეების წინ დაწყებული 1984 წავიღე და როგორც იქნა დავასრულე. კარგი წიგნია, თუმცა ვხვდებოდი რა, როგორ და რატომ იქნებოდა. ჰამაკში, ნეტარებაში გატარებული რამდენიმე საათი უცბად გავიდა. ე.წ “ბირჟისკენ” ავლისა და დამსვნებელთათვის თვალის შევლების დრო იყო, თუმცა, ვის გინდა თვალი შეავლო როცა არავინ არაა და ფაქტობრივად სამიოდე კაცი სხედხართ და ზაფხულის და დასვენების გეგმებს აწყობთ.

ჰამაკი და ნეტარება

კვირა დილა იმით დაიწყო რომ ალგეთზე ჩახტომის შემდეგ დავიწყე გამოფხიზლება. ყველაზე უკეთ კი მაშინ გამოვფხიზლდი როდესაც მწვადების სუნმა იწყო ტრიალი. ბევრი მწვადი, ცოტა არაყი, მდინარეში გაგრილება, შეფხიზლება, ტყეში წამოწოლა და კითხვა არის ძალიან კარგი. მერე რა, რომ ძალიან იღლები და ძილის გარდა აღარაფერზე ფიქრობ, თანაც მაშინ როდესაც მეორე დღეს თბილისში ხარ წასასვლელი.

როდესაც ცდილობ თავი გაირთო

როდესაც დღეს დილით ჩემს ბარგს ისევ უკან, ზურგჩანთაში ვალაგებდი და თბილისში გამოსამგზავრებლად ვემზადებოდი, დიდხანს ვფიქრობდი დავრჩენილიყავი თუ დავბრუნებოდი დედაქალაქს. საბოლოოდ ინტერნეტის და შხაპის სიყვარულმა მძლია და უკვე თბილისში ვარ. მანგლისამდე მამაჩემის მანქანით გადავედი ისე, რომ საჭესთან მე ვიჯექი (!) და თბილისშიც მშვიდობით ჩამოვაღწიე. თუმცა, ჯერ კიდევ წყნეთში მაწუხებდა ცხელი ნიავი და ვგრძნობდი რომ საშინელი ღამე მელოდებოდა.

სოფელში არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა რომ სახლები უფრო და უფრო ძველდება, მოსახლეობა უფრო და უფრო მცირდება, ბავშვები ელვის სისწრაფიდ მრავლდებიან და ვეღარ ვხვდები ვინ ვისია და ვინ ვისი გორისაა.

პარასკევს ისევ ვუმიზნებ რომ შაბათ-კვირა დვალთაში გავატარო, იქ სადაც ცივა, სადაც კაკლის ჩრდილში გაკიდული ჰამაკი და დასვენება მელოდება.

სამოთხე ^^

13 thoughts on “4 დღე

  1. Mari

    ეს “ორიოდე” რომ არ არსებობდეს, ნეტავ როგორ შეაფასებდი ყველაფრის რაოდნობას😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მერე საქმეები?:/ სამსახური? პარასკევს წავალ. და მერე 21-დან აქ ჩამომსვლელი აღარ ვარ.

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      summer job-ის ფარგლებში, ლუდსახარშ ზედაზენში ^^ 20 აგვისტომდე მხოლოდ

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      მანგლისთან არის ახლოს. დვალთა ჰქვია❤
      სოფელი კი არა სამოთხეა.
      არა მანქანები, არა ტელევიზორი, არა ინტერნეტი, არა ბევრი ხალხი და ცივილიზაციის სხვა ნიშნები.
      მაგრამ, ამ უყვლეაფროდ მხოლოდ 4-5 დღე ვარ კმაყოფილი. მერე უკვე ისტერიკა და წუწუნი მეწყება ხოლმე :დ

      Reply
      1. karamelka

        აი ეგაა ძაან მაგარი ხოდა:დ მალე მეც ეგრე ვიქნები, რაჭაში მივდივარ, ოღონს ჰამაკი არის თუ არა ეგ არ ვიცი. აი მთელი ზაფხული სადაც სოფლებში ვიყავი არსად არ ჰქონდათ ჰამაკი, მომკლეს რა:დ

      2. siyvarulovna Post author

        ვაიმე რას ამბობ. ყველანაირი ჰამაკი გამომიცვლია :დ ფეხებს და ზურგს რომ გტკენს და მაინც ამაყად რომ წევხარ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s