რატომ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე (იდეა)

პირველი ოქტომბერი ახლოვდება და საარჩევნო ციებ-ცხელება უფრო და უფრო აქტიურ ფაზაში შედის. ძალიან აქტუალური ხდება კითხვა “ვის აძლევ ხმას?” და ამ დროს მთავარი კითხვა – მიდიხარ თუ არა არჩევნებზე? გვერდზე რჩება.

ძალიან ბევრის პოზიციაა, რომ “რატომ უნდა წავიდე არჩევნებზე შედეგი მაინც იგივე იქნება რაც იმათ უნდათ”. შეიძლება მართლებიც არიან და შედეგი ის იყოს რაც “იქ”, “ზევით” აწყობთ, მაგრამ ჩემი აზრით, თუ ვინმე არ მიდის არჩევნებზე, აღარ აქვს რაიმე შანსი, თუნდაც 0.0001%, რომ გააპროტესტოს შედეგი. შედეგების გამოცხადების შემდეგ კარგად იცით კაკანი და წივილ-კივილი რატომ გაიმარჯვა ამანო (მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიმარჯვა) და ამ დროს აღმოჩნდება რომ არჩევნებზე სულაც არ მისულხართ.  მიზეზი კი უამრავია, გარდა იმისა რაც ზემოთ დავწერე, არსებობს კიდევ “რაიონში ვარ ჩაწერილი და იქ ვერ ჩავალ”, “ვმუშაობ მაგ დღეს” (არადა საარჩევნო უბანი 7 საათზე იღება და 8-ზე იხურება), არადა ყველა მიზეზს ერთი სათავე აქვს – ე ზ ა რ ე ბ ა თ! ეზარებათ საკუთარი აზრის დაფიქსირება, ეზარებათ თავი იგრძნონ სრულუფლებიან მოქალაქეებად და ეზარებათ მონაწილეობა მიიღონ ყველაზე დემოკრატიულ პროცესში – არჩენებში. რამდენად დემოკრატიულად და კარგად და წესების დაცვით ტარდება ყველაფერი ეგ ცალკე და სადაო საკითხია. ყველაზე საინტერესო მიზეზი რაც მსმენია ესაა, რომ საარჩევნო უბანზე თვალყურს ადევნებენ ვის მისცემენ ხმას და რომელ ნომერს შემოხაზავენ, რის შემდეგადაც წყდება მათი ბედი. ხალხნო, არავის არ აქვს უფლება კაბინებში, სადაც ის საბედისწერო ციფრი უნდა შემოხაზოთ, გადევნონ თვალყური, სამართალდარღვევაა ეგ და ყურით მოთრეულ მიზეზებს კი სჯობს გულწრფელად აღიაროთ რომ გეზარებათ თავის შეწუხება და არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

შე დალოცვილო, გაქვს შანსი წახვიდე, ხმა მისცე ვისაც გინდა და მაგ შანსსაც არ იყენებ? მხოლოდ იმიტომ რომ “ქვეყანაზე აღარაფრის გწამს და გჯერა”?  18 წლის რომ გავხდი სრულწლოვანება იმიტომ მიხაროდა, რომ 1. მართვის მოწმობას ავიღებდი და 2. არჩევნებში მივიღებდი მონაწილეობას.  მახსოვს, 2010 წელს, არჩევნებში რა კმაყოფილი და ბედნიერი ვმონაწილეობდი.   თავი ქალი მეგონა და მჯეროდა, რომ მონაწილეობას ვიღებდი დიდ და მნიშვნელოვან რაღაცაში. პრინციპში, მართალიც ვიყავი, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის ალბათ დამეთანხმებით.

კიდევ ერთი მიზეზი რის გამოც არ მიდიან და არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში სასურველი კანდიდატურის არ არსებობაა. აღარც მთისა სჯერათ და აღარც ბარისა. ყველა კანდიდატი ერთმანეთზე უარესი ან უკეთესია (იშვიათ შემთხვევებში) და არჩევანის გაკეთება უჭირთ. ან არ უნდათ ვაის გაეყარონ და ვუის შეეყარონ.

მე მაქვს ერთი, ძალიან კარგი იდეა თუ რატომ უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე. დარწმუნებული ვარ ბევრს ახსოვს მეშვიდე კლასელი ვასო, რადიო 105-დან, და თუკი ვასო გახსოვთ, ისიც გემახსოვრებათ რომ საარჩევნო უბანზე 7 საათზე მივიდა, თუმცა ამ ყველაფერში აღსანიშნავი მისი ჭოჭმანი (მისცეს თუ არ მისცეს) და საბოლოო გადაწყვეტილებაა. ბიულეტინზე Mother fucka დაწერა და ვაჟკაცური საქციელი ჩაიდინა. ხოდა, ჩემო თანამოქალაქეებო, რომლებიც არ ხართ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, კეთილი ინებეთ და მოიხადეთ თქვენი მოქალაქეობრივი ვალი, მიდით საარჩევნო უბანში, აიღეთ ბიულეტინი, კარგად და კომფორტულად მოთავსდით კაბინაში და შემოხაზეთ/დაწერეთ ის რაც გულით გსურთ, მოიქეცით ისე როგორც მოიქცა ვასო და იყავით ბედნიერები. რატომ კარგავთ შანს აირჩიოთ ის ვინც გსურთ?

ვისაც ვასო არ ახსოვს, ან არ იცის, შეუძლია ამ სიმღერით გაიხსენოს:

იმედია, ჩემი იდეა ცოტათი მაინც მოგწონთ და ოდნავ მაინც დაგაფიქრებთ იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება სასურველი კიარა, სავალდებულოა ყველასთვის. თუნდაც ბიულეტინზე მაზა ფაქა დაწეროთ. ან, თუ მსგავსი უმსგავსო საქციელის ჩადენა არ გსურთ და არც ის იცით ვის მისცეთ ხმა (ან არ გსურთ ხმის ვინმესთვის მიცემა) გადახაზეთ, ან შემოხაზეთ ყველა კანდიდატი.

14 thoughts on “რატომ უნდა წახვიდეთ არჩევნებზე (იდეა)

  1. Mari

    omg.. ნათია, უზომოდ გამიხარდა, რომ ამ პოსტს იუმორის კუთხით მიუდექი😀

    Reply
      1. Mari

        გელა უნდა მიაწეროდა შემოხაზო😀 თუ შეგიძლია, ტროლიც მიახატო😀

    1. siyvarulovna Post author

      :დდდდდ
      ბებიის იდეაც გენიალურია❤ დავფიქრდები მაგაზეც :დ

      Reply
      1. siyvarulovna Post author

        4 წელში საპარლამენტო არჩევნები მოგიწევს ეგრევე❤

    1. siyvarulovna Post author

      რაღაც ამბავი რომ გველოდება ვიცი, მაგრამ რამდენად კარგი იქნება ეგ აღარ ვიცი :დ

      Reply
  2. kisoki

    აუ როდის გავხდები სრულწლოვანი რა :დ
    მე ბიულეტინზე დავხატავ რამეს

    Reply
  3. აქსიომა

    კარგი, გასაგებია და გაყალბების პერსპექტივას გამორიცხავ? თუ მაინც გააყალბებენ რა მნიშვნელობა აქვს რას დავაწერ ბიულეტენს ან რას მივახატავ? კიდევ გჯერა კეთილი ლიბერალური დემოკრატიის დედამიწაზე არსებობის? აფსურდია ყველანაირი არჩევნები!!! ძალა ხნავს აღმართს.🙂

    Reply
  4. miko

    და მაინც, მე არ მინდა არჩევნებზე წასვლა. ნეიტრალური ვარ. პოლიტიკაში ჩემზე დაუინტერესებელ ადამიანს ვერ იპოვით. კი ბატონო მაღელვებს ქვეყნის ბედი მაგრამ კითხვაზე რატომ არ აპირებ არჩევნებში მონაწილეობაას მარტივი პასუხი მაქვს. მომავალი ექიმი ვარ და მედიცინა ის ნეიტრალური ზონაა, რომელშიც კატა და თაგვი თანასწორია. ანუ პოზიციაც და ოპოზიციაც პაციენტია. მე ამ ნეიტრალურ ზონას ვეკუთვნი. პოსტი საინტერესოა, ისევე როგორც ყველა დანარჩენი და ძლივს პირველად ვაკომენტარებ შენს ბლოგში. ჩემი სახით სტაჟიანი მკითხველი გყავს იცოდე :)))))))))))))))))))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიკო, მიხარია რომ დააკომენტარე და რომ ჩემი მკითხველი ხარ❤

      რაც შეეხება დანარჩენს, კი, გეთანხმები რომ მედიცინა და პოლიტიკა ძალიან შორსაა ერთმანეთისგან, მაგრამ, ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენს ტყავზე არ გადატყდება მოსალოდნელი ცუდი ამბები. ყველას ერთნაირად ეხება სახელმწიფო მოწყობა და არჩეული კანდიდატები რადგან ისინი განაგებენ უკვე მერე ვინ უნდა იაოს ექიმობა, ექიმმა თუ იურისტმა.

      მე თვლი რომ არჩევნებსი მონაწილეობის მიღება უფლება კიარა ვალდებულება უნდა იყოს.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s