მე, ფილმები და ბიაფი

როდესაც მეკითხებიან ფილმები მიყვარს თუ არა ყოველთვის ვპასუხობ რომ არა, მე ფილმები არ მიყვარს და არც ვუყურებ. თუმცა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს ასე თუ ისე ბევრი ფილმი მაქვს ნანახი და ბევრიც მიყვარს. უბრალოდ მოძებნა და ყურება მეზარება. ხო, საშინლად ზარმაცი ადამიანი ვარ და თუ მოხდა სასწაული რომ რამე ფილმი ჩავრთე და უნდა ვუყურო, აუცილებლად ფრჩხილის მოვლის საშუალებებთან ერთად ვუჯდები და ისე შევცქერი. საბოლოოდ გამოდის რომ ნახევარი ფილმი არ მიყურებია და შინაარსიც ვერ გამიგია.  დღეს ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ იმისათვის რომ მე ფილმს ვუყურო აუცილებელია გამორთული ფეისბუქი, დიდი ეკრანი და სიმშვიდე.

ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ფილმების სახელების, მსახიობების, რეჟისორების და მისთანების დამახსოვრებაა. ერთადერთი ალბათ ჯიმ ქერი ვიცი😐 რატომღაც ფილმის ყურებისას არ ვფიქრობ იმაზე თუ ვინაა ამა თუ იმ როლში და რას წარმოადგენს რეალურად ეს მსახიობი, მთავარია თავისი როლი კარგად შეასრულოს. არადა ამ დროს, ჩემს გარშემო ზეპირად იციან ყველა მსახიობის სახელი და გვარი, ასაკი, დაბადების ადგილი და ა.შ, რომელმა რეჟისორმა სად რა გადაიღო და რამდენი ოსკარი და ჯილდო მიიღო, რომელ ფილმს რა ჰქვია თავის წერტილ-მძიმიანად და მე ამ დროს თავს ვგრძნობ დაჩაგრულად, იმიტომ რომ არაფერიც არ ვიცი ხოლმე.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს 15 სექტემბერს ბათუმის კინო ფესტივალზე მივდივარ და 23-მდე იქ ვაპირებ ყოფნას. “დავაკანონე” რომ მე ფილმები არ მიყვარს და ჩემი ეს გადაწყვეტილება ძალიან ბევრს გაუკვირდა, ორმაგად გაუკვირდათ როდესაც ამ ყველაფერში ფული უნდა გადამეხადა და საკუთარი ხარჯებით ვყოფილიყავი 1 კვირა ბათუმში. დღეში რამდენიმე ფილმი, ზოგი ცუდი, ზოგი უინტერესო და ზოგიც ძალიან კარგი, მასტერკლასები, პრესკონფერენციები… მხოლოდ ის ხალხი ვისაც ფილმები უყვარს და მე. მე, რომელმაც ამოვიმეჩემე რომ არ მიყვარს ფილმები, მაგრამ სიამოვნებით დავდივარ კინოთეტრებში. როგორც ჩანს შესაფერისი გარემო მჭირდება იმისათვის, რომ რამე ფილმს ვუყურო გემრიელად და განხილვის შემდეგ გადავწყვიტო მომწონს თუ არ მომწონს. თუმცა, დარწმუნებული ვარ სახელებს (ფილმებისას თუ მსახიობებისას) მაინც ვერ დავიმახსოვრებ.  როგორც ვიცი წელს ძირითად პროგრამაში  იქნება 50-მდე  სრულმეტრაჟიანი ფილმი, ხოლო ახალგაზრდულ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში – 30 ფილმი.

გარდა ამისა, ბათუმის კინოფესტივალის ფარგლებში იგეგმება ორ დღიანი ვორკშოფი ბლოგერებისთვის,  მიზანი კულტურული ღონისძიებების მარკეტინგში, სოციალური მედიის გამოყენების მნიშვნელობის განხილვაა. ფორქშოფის პირველ დღეს ბლოგერების მიერ წარმოდგენილი იქნება პრეზენტაციები – სიციალური მედიით კულტურული ღონისძიებების გაშუქების წარმატებული ქართული/უცხოური ქეისების შესახებ. ვორქშოფის მეორე დღე დაეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც განხილული იქნება შემდეგი თებები: რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში, როგორ შეიძლება გააქტიურდეს სოც. მედიის როლი ამ სფეროში, როგორ შეიძლება გავზარდოთ  სოციალური მედიით  დაინტერესება- კულტურის სფეროში არსებული ორგანიზაციებისა და ფესტივალის ორგანიზატორების მხრიდან.

გარდა ბლოგერებისთვის გამართული ვორკშოფისა, ასევე ტარდება ვორკშოფი დოკუმენტურ კინემატოგრაფიაში.   ვორკშოფი ხორციელდება „ბრიტანეთის საბჭოს“ მხარდაჭერით და მიზნად ისახავს  ახალგაზრდა კინემატოგრაფების ტალანტების აღმოჩენასა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას.  ასევე პროექტის ფარგლებში მოხდება „ღია ბარათი“-ის ტიპის  ფილმების სერიის შექმნა, რომლებიც რეგიონებში და საერთაშორისო მასშტაბით გავრცელდება  და ესტაფეტის სახით გაგრძელდება.

ასეა თუ ისეა, ერთი სული მაქვს როდის გავა 2 კვირა, ჩავჯდები მახინჯაურის მატარებელში და გეზს ავიღებ ბათუმისკენ. ვემზადები იმისთვის რომ ვნახო ბევრი ფილმი, გამოვიტანო მათგან ლოგიკური დასკვნა, განვიხილო ისე როგორც მე მინდა და როგორც მე მაწყობს და არა ისე როგორც რეჟისორმა თუ სხვა ჩემმა მეგობრებმა დაინახეს, ვიყო აქტიური ბიაფის კვირაში და თავი მოგაბეზროთ ბევრი ფილმით ჩემს ბლოგზე.

თქვენც გაქვთ შანსი მოხვდეთ ბათუმის კინოფესტივალზე ძალიან მარტივად. ჩაალაგეთ ბარგი და 16-23 სექტმებერი გაატარეთ ბათუმში, ან ცოტა იწვალეთ და მიიღეთ მონაწილეობა ბიაფის ფეიჯზე გამართულ კონკურსში “მოიწვიე მეგობარი“.

7 thoughts on “მე, ფილმები და ბიაფი

  1. გოჩა გაბოძე

    Reblogged this on and commented:
    ბათუმის კინოფესტივალის დაწყებამდე 15 დღე რჩება. ქართული ბლოგერები წელს აქტიურად გააშუქებენ კინოფესტივალის მიმდინარეობის პროცესს. კინოფესტივალის დაწყებამდე შეგიძლიათ წაიკითხოთ მათი წინასწარი განწყობები ფესტივალის შესახებ და გაიგოთ სხვა მნიშვნელოვანი ამბების შესახებ.

    Reply
  2. amnesiac

    ბიაფი კარგი რამეა, შარშანწინდელი საუკეთესო იყო, შარშანდელი – ისე რა )) ერთი პატარა რჩევა მინდა მოგცე: ეცადე, ნაკლებად გამოიყენო “წარმოდგენილი იქნება”, “განხილული იქნება”, და მსგავსი სიტყვათშეთანხმებები, ტექსტს ინდივიდუალურობას უკარგავს და პროტოკოლის სახეს აძლევს, მითუმეტეს, რუსული კალკია და იმ ენის სტრუქტურაში არ ჯდება, რომელზეც წერ. რატომ “იქნება”, როცა შეგიძლია თქვა მარტივად და ბუნებრივად – განიხილავენ, წარმოადგენენ და ა.შ. )))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ე, სხვათაშორის ძალიან კარგი და ყურადსაღები რჩევაა❤ მადლობა. არასდროს დავკვირვებივარ მაგას.

      Reply
  3. ♥ Miss.Catalan.. ♥

    ,,ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ფილმების სახელების, მსახიობების, რეჟისორების და მისთანების დამახსოვრებაა.”-ეგრე ვარ მეც.ის კი არა,პერსონაჟების სახელებსაც ძლივს ვიმახსოვრებ,ისიც იმ შემთხვევაში სერიალი თუა.

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s