ქობულეთში

-გაიღვიძე, ქობულეთში ვართ უკვე.

ძლივს ჩამეძინა, მატარებლით მივდიოდით და კუპეში ერთი უცხო ბიჭი იყო, რომელიც სასწაულ ხმაზე გაუჩერებლად ხვრინავდა. ხან როგორ პოზაში ვცადე დაძინება, ხან როგორ პოზაში და ის ის იყო ჩავიძინე რომ მეგობარმა გამაღვიძა მოვედითო. მატარებლიდან რომ ჩამოვედით აჭარისთვის დამახასიათებელი სინესტე მეცა, თანაც გვაწვიმდა, ცრიდა და ღრუბლები იყო. სულ 5 დღით ვარ აქ და ნამდვილად არ მინდა ღრუბელი, წვიმა, მწვანე და აღელვებული ზღვა და მაშინვე ბუზღუნს მოვყევი.

ვიცოდი სადაც უნდა წავსულიყავი და სად უნდა დავბინავებულიყავი, სწორედ ამიტომ “ბინა ხომ არ გინდათ, იაფად” ხალხი ადვილად მოვიშორე. თუმცა, ცოტა ხნით რომ მათზე დავფიქრდი შემეცოდნენ. რთულია წელიწადის განმავლობაში მხოლოდ 2 თვე გქონდეს შემოსავალი და ისიც დილის 6 საათზე ადგომად და მატარებლის დახვედრად გიჯდებოდეს. თუმცა, ყველას თავის ტვირთი აქვს საზიდი.

დავბინავდით და სანამ დავიძინებდი ზღვას გადავხედე. წვიმდა, თუმცა ზღვა წყნარი იყო. მოდი და იცურავეო მეძახდა, მაგრამ სწორედ მაგ მომენტში ცხელი ყავით პირის ღრუ სასტიკად დავიწვი და არაფრის ხალისი არ მქონდა. სახლში დავბრუნდი, ლოგინზე მოვკალათდი და წავუძინე. 10-საათისთვის ჩემმა დამ გამაღვიძა, მზე გამოვიდა და არ გავიდეთ ზღვაზეო? სანამ გავიღვიძე, სანამ გამოვფხიზლდი 11-საათი გახდა, მზეც უკვე კარგად გამოსულიყო ღრუბლებიდან და სანაპიროზე წავედით. ზღვა წყნარი და ლურჯი იყო, ტალღები თითქმის არა, ხალხი ბევრი. რატომღაც მეგონა, რომ სექტემბერში, თან ქობულეთში, ცოტა დამსვენებელი იქნებოდა. ხალხი ხელს არ მიშლის რომ გავიხადო და სასწრაფო წესით ზღვაში შევიდე. ცივ წყალს უცბად უნდა ეძგერო, თუ არადა მთელი ერთი საათი მუხლებამდე წყალში დგომა და “ვაიმე რა ცივიას” ძახილი მოგიწევს. ცოტა ხანს წყალში ვიფართხალე, ცურვით გული ვიჯერე და მზეზეც გავგორდი.

სანაპიროზე დრო უცბად გადის, თანაც მაშინ როდესაც გარშემო ხალხს ათვალიერებ და დამწვარ ენაზე დარდობ. მოვითენთე და ძილი მინდოდა, თუმცა რომ დამეძინა ვიცოდი ღამე ვეღარ დავიძინებდი. ხან რა საქმეს მივედე ხან რა საქმეს და პარალელურად “ინეტრნეტი მინდა, ინტერნეტი მინდა”ს გავიძახოდი. საღამოს, ცოტა რომ აგრილდა ლამის მთელი აღმაშენებლის კაფეები მოვიარე wi-fiს ძებნაში, თუმცა ინტერნეტ კაფეები იცოცხლე ოხრად არის, მაგრამ ვაიფაიანი კაფე მხოლოდ ერთი. ისინიც მეზობლის ვაიფაიზე სხედან და ჩუმად მითხრეს პაროლი. ეტყობა ზედმეტად დიდი მწუხარება მეხატა სახეზე.

“შტეფსელთან” (მგონი ქართულად დენცხვიტა ჰქვია) მოვკალათდი და ამ პოსტს ვწერ. პარალელურად ფბ-ზე ერთი-ორ ადამიანს ვწერ და სულ ეგაა ჩემი ინტერნეტი. ფოტოებსაც ვერ ვტვირთავ, მაგრამ ის რომ ეხლა მე ამას ვკრეფ უკვე მაბედნიერებს. ცოტა მოღრუბლული ცაა, მაგრამ ჰორიზონტი სუფთაა ღრუბლებისგან, მზეც სასიამოვდო ჩავიდა და ხვალინდელი დღის იმედით ცოტა ხანში დავიძინებ.

დავიღალე.

10 thoughts on “ქობულეთში

  1. Mari

    დენცქვიტა ჰქვია. ჰოდა ტალღებში არ იბოდიალო რა, შენი სიკვდილის თავი არ მაქვს ახლა.😀😀

    Reply
  2. MrsMarch

    აწწ რა კარგია.
    გოგო, არადა ვაიფაი არის თითქმის ყველგან. მე “პონტო”-ში ვიჯექი ხოლმე, გემრიელი საჭმელი აქვთ, ნორმალური ფასები და ვაიფაი) გირჩევ შეიარე და აჭარული თუ გიყვარს გასინჯე:)

    Reply
      1. MrsMarch

        აუ 380-400 შორის არის დაახლოებით. ზუსტი არ მახსოვს მაგრამ მგონი რომ იკითხო ყველას ეცოდინება. ისე “კაპუჩინოში”, “მარლიში”, და ა.შ ბევრგან არის ვაიფაი. გააჩნია შენ ცენტრიდან რამდენად შორს ხარ
        p.s პონტოში სიმპათიური მიმტანიც ყავთ და გაიარე რავი…:D

  3. მარი !

    ყავით დამწვარი პირი😐
    დამბურძგლა😐
    ბევრჯერ მომსვლია და საშინელი გრძნობაა😐

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s