მე და დასვენება

მთელი 12 დღეა უკვე შემოდგომაა. ისევ 9 თვე უნდა ველოდო ზაფხულს, ისევ 9 თვე უნდა ამომხდეს სული ზაფხულის ლოდინში და ბოლოს ისევ დავჯდე და მოვთქვა, რომ ამისთვის ველოდებოდი-მეთქი?

ყველაზე მშვიდობიანი და წყნარი ზაფხული რაც კი 20 წლის განმავლობაში მქონია, ალბათ წლევანდელი ზაფხული იყო. მიუხედავად იმისა, რომ  ჩემს ზაფხულში მხოლოდ აგვისტო ზაფხულობდა მაინც მაქსიმალურად გამოვიყენე და მაქსიმალურად დავისვენე. ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ერთი კიდური არ გამიტოკებია ზედმეტად.

ზაფხულში რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ზღვა და რუჯია. ზაფხულში მიყვარს-მეთქი კი დავწერე, მაგრამ ამჯერად შემოდგომით მომიწია წასვლა მხოლოდ 5 დღით და ისეთი კამკამა ლურჯი წყალი და ისეთი უღრუბლო ცა იყო, რომ სერიოზულად დავფიქრდი აგვისტოს ნაცვლად სექტემბერში ხომ არ ვიარო ზღვაზე-მეთქი. ჩემი ზღვაზე ყოფნა პენსიონერის ზღვაზე ყოფნას ჰგავდა. ხუთივე დღე ანალოგიური იყო ერთმანეთისა. 9-საათზე გაღვიძება, საუზმობა და სანაპიროზე გადასვლა, 1-საათზე სახლში დაბრუნება, სადილობა, ცოტა ძილი, ცოტა კითხვა და 4 საათზე ისევ სანაპიროზე გადასვლა, 7-საათზე სახლში დაბრუნება, წყლის გადავხლება, ვახშმობა და კითხვა. 11-საათზე უკვე მეძინა. რაღა მე და რაღა პენსიონერი?! დაჟე, ისინი ჩემზე უკეთ ერთობოდნენ დარწმუნებული ვარ, თუმცა, ტყუილად კი არ აღვნიშნე ზევით, დავისვენე ამ სიტყვის სრული და პირდაპირი მნიშვნელობითთქო.

კამკამა ზღვა ❤

ყველაზე პროდუქტიული აგვისტო იყო ალბათ ამ წელს. თუნდაც იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ კარგი წიგნის წაკითხვა მოვახერხე. 1. სიდნეი შელდონის ნიღაბჩამოხსნილი სახე; 2. სიდნეი შელდონის უცნობი სარკეში; 3, ჯორჯ ორუელის 1984; 4. იულიამ თეკერეის ამაოების ბაზარი.

ამაოების ბაზარი – წიგნი რომლის პირველი ნაწილიც ძალდატანებით და წუწუნ-ჯუჯღუნით წავიკითხე. ვკითხულობდი იმიტომ, რომ მაინტერესებდა გმირებს საბოლოოდ რა ბედი ეწეოდათ. ვკითხულობდი ნელა, იმიტომ რომ შიგადაშიგ ავტორის ჩართვები და მისი აზრის გამოთქმები ნერვებს მიშლიდა. სასტიკად არ მომწონდა და ვოცნებობდი ვინმეს მოეყოლა დასასრული და ჩემი ცნობისმოყვარეობა დაეხშო. ბოლოს გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურებინა, მაგრამ როგორც კი მივედი იმ ნაწილამდე სადაც პირველი ტომი დასრულდა გამოვრთე. გამოვრთე იმიტომ, რომ ყველასთვის, და მათ შორის ჩემთვისაც, ცნობილია რომ ფილმი წიგნისგან ბეევრად განსხვავდება და რომ წიგნი უკეთესია, შევწყვიტე იმიტომ, რომ რასაც ვუყურე ძალიან განსხვავდებოდა წიგნისგან. მოკლედ, გადავწყვიტე რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა წამეკითხა ბოლომდე. წიგნის სულ ბოლო ფურცელი როცა გადავფურცლე, სულ ბოლო სიტყვა როცა წავიკითხე და დავხურე, მაშინ მივხვდი რომ ამაოების ბაზარი, ერთერთი must read წიგნია. წაიკითხეთ და გაიგებთ.

როდესაც კითხულობ და სხვამ არ იცის რითი გაერთოს :d

ჩემი სიმწრით დალაგებული, დამშვიდებული და დასვენებული ნერვები 10 სექტემბერს დილის 12-დაათიდან 5-საათამდე sms.tsu.ge-ს რეფრეშმა აურია. 5 საათი ველოდებოდი ბაზების გახსნას, 5 საათი ვიჯექი კომპიუტერთან და მხოლოდ ვწუწუნებდი. მაგრამ, თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამხელა ბედნიერებაა როდესაც ამხელა ტანჯვის შემდეგ იმ საგნებს და იმ ლექტორებს აირჩევ ვინც გინდოდა და ვინც განზრახული გქონდა. ეხლა უფრო მეტად მინდა რომ დაიწყოს სწავლა. ახალი საგნები, ახალი ლექტორები, უნივერსიტეტის წინ ახალგაღვიძებული დგომა, პირველის ეზოში დროის გაყვანა, უამრავი ნაცნობი, ბოდიალი რუსთაველისკენ და უკან…

დღეს მივხვდი, რომ ერთადერთი რის გამოც 15-ში ბათუმში წასვლა მეზარება, ისაა რომ სწავლის პირველ კვირას ვაცდენ. შემიძლია გავაცდინო მთელი სემესტრი, მაგრამ არაფრის დიდებით პირველი კვირა. მაგრამ არაუშავს, მთელი წელი ვოცნებობდი იმაზე რომ biaff-ზე წავსულიყავი და ვყოფილიყავი 1 კვირა თბილისიდან და მშობლებისგან შორს და აუცილებლად წავალ და გავიყვან დროს ფილმების ყურებაში და დაუღალავ გართობაში.

მე ❤

პ.ს სწავლის დაწყებაში ყველაზე მეტად ახალი ბლოკნოტის ყიდვა მიყვარს ❤

Advertisements

8 thoughts on “მე და დასვენება

  1. Ibi

    გართობის მხრივ კარგად გავერთე ამ ზაფხულს, დასვენებითაც რავი, დავისვენე ცოტაც…
    არასდროს გამიცდენია სკოლის პირველი კვირა, იმიტომ, რომ სანამ ყველაფერი დალაგდება, მანამდეა “სწავლა” მაგარი :დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მიყვარს პირეველი კვირები :ს
      მე ეხლა გავერთობი, ბათუმში ❤ დაიცა წავიდე<3

      Reply
  2. ▲ Natsy

    მეც მიყვარს პირველი კვირა…
    ყველაზე მაგარია ახალი რვეულები, კალმები, ბაზრობაზე ბოდიალი რვეულების შესარჩევად.. წელს დედაჩემი მიდის მაგ საყიდლებზე და ვიცი, მანქანებიანი და “უბედური” რვეულები მომიწევს, მარა არაუშავს, ამოვხევ ფურცლებს და მალე დაიცლება :დდ
    ხალხნო, მაინტერესებს, კალმებზე მარტო მე მაქვს გართულება?
    აუცილებლად მე უნდა ვიყიდო, და თან ერთი საათი ვარჩევ
    1.უნდა წერდეს კარგად
    2.ხელში მოხერხებულად უნდა მეჭიროს…
    ვერ გებულობენ ამ მოთხოვნებს ჩემი მშობლები და რა ჯანდაბა ვქნა?

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კალმებზე არ მაქვს გართულება :დ
      და რვეულებს ყოველთვის დდედაჩემი ყიდულობდა და ყოველთვის მომწონდა ❤

      Reply
      1. ▲ Natsy

        ნამდვილად პირველად მყიდულობს დედა, და მაგიტომ არვიცი რასიზავს 🙂

  3. მარი !

    მე დავისვენე ძალიან,ძალიან კარგად. ძალიან კმაყოფილი ვარ წლევანდელი ზაფხულით :))
    პირველი კვირა არასდროს არ გამიცდენია. ასე მგონია უჩემოდ ვერ მოეწყობიან თქო 🙂
    ზოგადად არ მიყვარს სკოლის გაცდენა,მაგრამ პირველი დღეები ოქროს დღეებია ჩემთვის 🙂
    პ.ს კარგად გაერთე ❤

    Reply
  4. Nuca Nikolishvili Stavrogina

    მე მეძახიან პენსიონერს :დ
    დასვენება არის ეგ, ყველფრისგან რო დაისვენებ, თორემ თუ ისევ იტროკე, დალიე, გაგიჟდი და ცა დაიმხე თავზე დასვენება კი არა გადაღლა გამოვა :დ
    დასვენება არის დასვენება-სულით, ხორცით და ბუმბულით(რავი თუ გაქვს სადმე:დ) რომ ისვენებ, ტყეში, სიჩუმეში და უსაქმურობაში, ვოტ :პპ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s