biaff – დღე პირველი

16 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე ოფიციალურად გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო ფილმების არტ ფესტივალი. დააჯილდოვეს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ელდარ შენგელია და აჩვენეს “ვარშავის ბრძოლა”. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად 16 სექტემბერს გაიხსნა ბიაფფი, პირველ დღედ მაინც 17 სექტემბერს მივიჩნევ. დღევანდელ დღეს დაგეგმილი იყო 5 ფილმის ჩვენება – 1. “ისევ მოედანზე”, 2. “ვარშავის ბრძოლა”, 3. “სიბნელეში”, 4. “სახლი კოშკურით” და 5. “ზეციური მანქანა”.

ვინაიდან და რადგანაც პეტრ ლომის “ისევ მოედანზე” 12 საათზე იყო და ამ დროს მე სულ ახალთახალი გაღვიძებული ვიყავი  და + ამას სასტუმროდან ჩექაუთს ვაკეთებდით, სწორედ ამიტომ იძულებულები შევიქმენით რომ აღნიშნული ფილმი “გაგვემაზა”. “ვარშავის ბრძოლა” გუშინ ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ მე ისეთი საშინელი რეაქცია არ მქონია როგორც სხვებს, მეორედ ნამდვილად აღარ ვნახავდი. მესამე ფილმი, რომელიც საკმაოდ დიდი იყო, 2 საათი და 20 წუთი, აგნეშკა ჰოლანდის “სიბნელეში” იყო. აგნეშკა ჰოლანდი კინორეჟისორის გარდა სცენარისტიც ყოფილა. მისმა 1990 წლის ფილმმა, „ევროპა ევროპა”, ამერიკის კინოაკადემიის ნომინაცია მიიღო საუკეთესო სცენარისათვის.ასევე მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ნიუ-იორკის კრიტიკოსთა პრიზი. „ოსკარის” ნომინაციაზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი, ჰოლანდის 1895 წლის ნამუშევარი, „ძნელი მოსავალი“ (Angry Harvest) იქნა წარდგენილი. ფილმი in  darkness გადაღებულია 2011 წელს და ეძღვნება გერმანელების მიერ ოკუპირებულ ლვოვში განვითარებულ მოვლენებს, გეტოებს და ებრაელთა დევნას.  როგორც ვიცი ფილმი  „სიბნელეში“ მოგვითხრობს ნამდვილ ისტორიას იმის შესახებ თუ როგორ გადაარჩინა ჯიბის ქურდმა ებრაელები დახოცვას. ფილმის დასასრული ძალიან ემოციური აღმოჩნდა , განსაკუთრებით მაშინ როდესაც მთავარი გმირი, სოჩა ამბობს “ჩემი ებრალები, ჩემი ებრაელებიო”. ძალიან იშვიათად მომწონს ფილმები, და კიდევ უფრო ძალიან იშვიათად ისეთი ფილმები, რომლებიც ომს ეხება. ყველაზე არასაჩემო ფილმების კატეგორიაში სწორედ ომის თემატიკაზე შექმნილი კინოები შედის. მაგრამ, “სიბნელეში” იყო ძალიან კარგი და ერთ ერთი must see ფილმი, რა თქმა უნდა ჩემის აზრით.

ფილმის ტრეილერი:

შემდეგი ფილმი ევა ნეიმანის “სახლი კოშკურით” იყო. ტრეილერი როდესაც ვნახე ავიჩემე, ყველაზე მეტად ამ ფილმის ნახვა მინდა-მეთქი და დიდი მოლოდინით ველოდებოდი. თუმცა, ფილმის დაწყებიდან 20 წუთში კინოთეატრი აპოლოს ფოიეში ვიჯექი და ამ პოსტის წერა დავიწყე. რატომღაც არ დამაინტერესა, თუმცა დარბაზიდან გამოსულთა უმეტესობამ აღნიშნა რომ საყურებლად ღირდა.

შემდეგი ფილმი, “ზეციური მანქანები” 10 წუთში დაიწყება. თუმცა, იმდენად დაღლილი ვარ რომ დარჩენას ვერ ვახერხებ.

2 thoughts on “biaff – დღე პირველი

  1. Pingback: ბათუმის კინოფესტივალის დასასრული და მე « სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s