ვორქშოფი და კინოფესტივალის გახსნა

15-ში, დილის 8-საათზე ახალი, ჩქაროსნული მატარებელი მახინჯაურისკენ დაიძრა და ერთი ვაგონი ბლოგერები ბათუმში წავჩანჩალდით. როგორც უწინ აღვნიშნე წელს ბათუმში მეშვიდედ იმართება ბათუმის კინოფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილი იყო ორდღიანი ვორქშოფი ბლოგერებისთვის. პირველ დღეს გათვალისწინებული იყო დისკუსია, რომელიც ეხებოდა სოციალურ მედიას და კულტურულ ღონისძიებებს. ვსაუბრობდით, ვმსჯელობდით და განვიხილავდით ყველა იმ ქეისსა და შესაძლო ვარიანტებს, რომლებიც სოც.მედიასა და კულტურულ ღონისძიებების კავშირს ეხებოდა. მეორე დღეს გათვალისწინებული იყო პრეზენტაციები, რომლებიც შეეხებოდა კულტურული ღონისძიებების გაშუქებას სოციალური მედიის საშუალებით ქართული და უცხოური ქეისებით. 15-დან დაახლოებით რვა ბლოგერმა განიხილა საკუთარი გამოცდილებით რომელი კულტურული ღონისძიება გაუშუქებია სოციალური მედიის საშუალებით და რა შედეგისთვის მიუღწევია. მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიაც და პრეზენტაციებიც დაახლოებით 4 საათს გაგრძელდა (ქოფი ბრეიქითურთ) მინდა აღვნიშნო, რომ არც თუ ისე დამღლელი იყო. პირადად ჩემთვის დისკუსიის ნაწილი გაცილებით საინტერესო და იოლად გასაძლებლი აღმოჩნდა.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ დაახლოებით  2 საათი გვქონდა იმისთვის, რომ დაგვესვენა, ზღვაზე წავსულიყავით და გამზდებულიყავით ბიაფის გახსნისთვის.

ჩემი ბეჯი❤

უკვე მეორე წელია ფილმების ჩვენება კინოთეატრ აპოლოში იმართება. როგორც დღეს გავიგე აპოლო 102 წლისაა. ცერემონიალის დაწყებისას სპეციალური პრიზი კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა რეჟისორ ელდარ შენგელაიას. გახსნაზე ნაჩვენები იყო იერჟი ჰოფმანის ფილმი “ვარშავის ბრძოლა” . ფილმის დასრულების შემდეგ, მაყურებელთა უმეტესობა ამბობდა, რომ ფილმი იყო საშინელება და იგი არ შეესაბამებოდა ბიაფფის პროგრამას. ვაღიარებ რომ ფილმებში ყველაზე არაკომპეტენტური ადამიანი ვარ, მაგრამ ჩემის აზრით არც ისეთი ცუდი და საშინელი ფილმი იყო როგორც აღწერდნენ. იყო ბანალური დასასრულით და უწი-პუწობით, მაგრამ საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ჩვეულებრივი ფილმია ომზე, რომელიც ასახავს პოლონეთ-საბჭოთა კავშირის ომის პერიოდში ჯარისკაცების,ცოლ-ქმრის და ლიდერების ცხოვრებას და მათ განცდებს. როგორც იცით,  შეიარაღებული კონფლიქტი ოთხ სახელმწიფოს შორის მიმდინარეობდა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპაში, სადაც ერთ მხარეს იბრძოდნენ საბჭოთა რუსეთი და უკრაინა, ხოლო მეორე მხარეს პოლონეთის მეორე რესპუბლიკა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკა. ომის მიზეზი იყო მოწინაღმდეგე მხარეების სურვილი, გაეზარდათ ტერიტორიები და გავლენის სფეროები, რაც არაჩვეულებრივად ჩანს ფილმში. მე რომ პოლონელი ვყოფილიყავი სიამაყით აღსავსე დავტოვებდი კინოდარბაზს, ალბათ. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი რაც შევნიშნე კინოდარბაზიდან გამოსულმა იყო, რომ  “ვარშავის ბრძოლას” ადარებდნენ “აგვისტოს 5 დღეს” და ამბობდნენ, რომ იგივე ხარისხის ფილმი იყო, მაგრამ “აგვისტოს 5 დღეზე” გაცილებით ემოციური. ამასთანავე ის მუხტი, რაც “აგვისტოს 5-მა დღემ” ვერ მოიტანა ქართველებში, აუცილებლად მოიტანდა პოლონელებში “ვარშავის ბრძოლა”.

p.s ბიაფის პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე.

p.p.s ბონუსად ფოტო:

2 thoughts on “ვორქშოფი და კინოფესტივალის გახსნა

  1. გოჩა გაბოძე

    Reblogged this on and commented:
    ნათია დემეტრაშვილის ბლოგ პოსტი კინოფესტივალის გახსნის ცერემონიალისა და ბლოგერების ვორქშოფის შესახებ

    Reply
  2. Pingback: Ashley Oms

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s