almost man

რთულია ილაპარაკო შენს პრობლემებზე, განცდებზე, იმაზე თუ რა გაწუხებს. პირადად მე ვსაუბრობ ყველაფერზე, ყველგან, მაგრამ  არა ჩემს ემოციებზე და განცდებზე. მიჭირს გადმოვცე, მიჭირს ვილაპარაკო, თუნდაც ვწერო. მაგრამ, ამავდროულად ისიც ვიცი რომ თუ მინდა ამ ყველაფრისგან დავიცალო უნდა ვილაპარაკო, ან რამენაირად გამოვხატო კიდეც. არ მაქვს საუბარი მხოლოდ ნეგატიურ ემოციებზე და განცდებზე, დადებითზეც ეგრე ვარ. მხოლოდ ღიმილი, ან მხოლოდ Pokerface-ია ჩემი შინაგანი მღელვარების გამომხატველი ხოლმე. მაშინაც, როდესაც რაიმე განსაკუთრებულ და ძალიან მაგარ საჩუქარს მჩუქნიან მხოლოდ ვიღიმი და ვერ ვამბობ “აუ რა მაგარია”,  ვერ ვკივი სიხარულისგან, ვერ ვტირი მაშინ როდესაც ცუდად ვარ და ა.შ. დღევანდელი ფილმის გმირს ვგავარ, რომელსაც უჭირს პრობლემებზე საუბარი.

ერთ საათიანი ცურვის შემდეგ პირდაპირ კინოთეატრ აპოლოში აღმოვჩნდი ფილმ “almost man”-ზე. “თითქმის მამაკაცის” რეჟისორი მარტინ ლუნდია, რომელიც ასევე სცენარისტიც ყოფილა.  ფილმი გადაღებული 2012 წელს და მოგვითხრობს 35 წლის ჰენრიკის განცდებს. ჰენრიკი თავის შეყვარებულ, ტონისთან, ერთად ახალ სახლში გადადის და მაშინ იწყება მისი შინაგანი მღელვარება. იგი თავისი მღელვარების დამალვას  გართობით ცდილობს, რომელიც შეიძლება ითქვას მისთვის შეუფერებელია. ფსამს ვიღაცის მანქანაში, აივნიდან, ურტყამს თავის თანამშრომელს, ცდილობს დროის უმეტესი ნაწილი მეგობრებთან გაატაროს და გაურბის ტონისთან საუბარს. თავს დედამისთან აფარებს და ცდილობს ყველა განცდა გულში შეინახოს. არ შეუძლია ილაპარაკოს თავის გრძნობებზე, განცდებზე, ემოციებზე, არ შეუძლია ეს ყველაფერი გამოხატოს და ამოისუნთქოს. ტონი თავის მხრივ მუდმივად სთხოვს იყოს გულწრფელი და როგორმე ალაპარაკდეს. თანაც ისინი უკვე ბავშვს ელოდებიან.

ტონი სხვა ადამიანია, განსხვავდება ჰენრიკისგან. უფრო სერიოზული, დასტოინი, მომხრეა ჭიქა ღვინით და საღამოს კაბებში გატარებული საღამოებისა. ჰენრიკი კი პირიქით, უყვარს ლუდი, აქტიური ცხოვრება და გიჟობა. ასე მგონია, ჰენრიკი ჭკუამხიარული ადამიანია, მაგრამ უწევს თავი შეინიღბოს და სერიოზული, საქმიანი კაცის იმიჯი შეინარჩუნოს. მის ჭკუამხიარულებას მისი მეგობრების გარდა ვერავინ აფასებს და ვერავინ უგებს.

ფილმი მოულოდნელად დამთავრდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის მოულოდნელად. ჰენრიკი თავს აიძულებს ალაპარაკდეს და ბოლო ფრაზა რაც ფილმში ითქვა იყო “hi”. მინდოდა გაგრძელებულიყო, რამე მომხდარიყო კიდევ.  მაგრამ ძალიან ლოგიკური დასასრული იყო. ჰენრიკი ალაპარაკდა თავის გრძნობებზე და ფაქტობრივად ახალი ერა დაიწყო მისი და ტონის ცხოვრებაში.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s