უკაცრიელი კუნძული, ელდარ შენგელაია და ნური ბილგე

როდესაც პროგრამა მომცეს, ჩავუჯექი ანოტაციებით და შემოვხაზე ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა მენახა, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ ვნახავდი და რომლებსაც არ ვიცოდი ვნახავდი თუ არა. როგორც წესი ანოტაციები არ ამართლებს და მისი მიხედვით რომელიმე ფილმის ნახვა/არ ნახვა არ არის რეკომენდირებული. მაგრამ, როდესაც დღის განმავლობაში 5 სეანსია დაგეგმილი რთულია ყველაზე შეხვიდე, უყურო და მერე გადაწყვიტო კარგი იყო თუ ცუდი. ყოველშემთხვევაში ჩემთვისაა რთული.

ჩემი პროგრამა თავისი კომენტარებით😀

ერთ-ერთი ფილმი, რომელსაც ძახილის ნიშანი დავუსვი აუცილებლად უნდა ვუყურო-მეთქი იყო „უკაცრიელი კუნძული“. ფილმი ეხება რამდენიმე ადამიანის ცხოვრებას, რომელთა გზებიც ალაგ-ალაგ იკვეთება. თითოეული მათგანის წარსულში მოხდა რაღაც, რამაც ძალიანაც იმოქმედა და ცდილობენ  აწმყოში რაიმე შეცვალონ ბედნიერი მომავლისთვის. რომ ვთქვა ფილმით ავღფრთოვანდი-მეთქი, მოვიტყუები. არ ჩანს რა მოხდა წარსულში, არც აწმყოში იკლავენ თავს რაიმეს გამოსწორებით. ფილმი ძირითადად დიალოგებით შედგება და ამ დიალოგების საშუალებითაა იმის გამორკვევა თუ რა მოხდა უწინ და რის შედეგებს იმკიან. ერთ-ერთი მთავარი მესიჯი, რაც ფილმიდან დავინახე ალბათ იყო ის, რომ არავინ უნდა დაადანაშაულო მანამ, სანამ არ გექნება ამის უტყუარი ფაქტები. ან კიდევ მეორე მესიჯი, მეგობრობა ყველაზე ძვირფასია, მაშინაც როდესაც საქმეში ქალია გარეული. მოკლედ, არ მგონია რომ ამ ფილმის ნახვა ღირს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ საინტერესო ანოტაცია ჰქონდა.

ფესტივალის ფარგლებში, ფილმების ჩვენებების გარდა, დაგეგმილია ასევე მასტერ-კლასები რადისონ ბლუში. მქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდი ნური ბილგე ჯეილანის და ელდარ შენგელაიას მასტერკლასებს. ისინი ძირითადად პრესკონფერენციის ტიპისაა. რეჟისორები საუბრობენ თავიანთ ფილმებზე, გამოცდილებებზე, შთაბეჭდილებებზე, პასუხობენ დასმულ კითხვებს… ნური ბილგე ჯეილანს პირველი ფილმი საკუთარი სახსრებით, ოჯახის წევრებისა და მეგობრების დახმარებით გადაუღია. და ალბათ ბუნებრივი იქნება ის ფაქტი, რომ ყველაზე კარგად სწორედ ეს ფილმი ამახსოვრდება. ფილმი შეიძლება იმდენად არა, რამდენადაც გადაღების პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ რთულია ოჯახის წევრს, რომელიც უანგაროდ ირგებს მსახიობის ნიღაბს, მოსთხოვო პროფესიონალობა ნური ბილგე მაინც ხშირად იყენებს არაპროფესიონალებს თავის ფილმებში. თუმცა, ერთადერთი ნამუშევარი, სადაც თითოეული მსახიობი პროფესიონალია გახლავთ ერთხელ ანატოლიაში. სამწუხაროდ, “ერთხელ ანატოლიაში”-ს ჩვენებას ვერ დავესწარი და არ ძალმიძს ვთქვა რაიმე მასზე. ნური ბელგეს ფილმები გამოირჩევა დიალოგების სიმცირით და  აქცენი გაკეთებულია სიუჟეტზე. როგორც ნური ბიგლემ თქვა, იგი ფილმზე მუშაობისას არ ფიქრობს საზოგადოებაზე და იმაზე თუ რას იფიქრებს მაყურებელი, მისთვის მთავარია მისი სათქმელი ბოლომდე და ნათლად იქნეს გადმოცემული ყველა ნამუშევარში. ელდარ შენგელაიას მასტერკლასზე აღმოვაჩინე ის, რომ ახალ ფილმზე იწყებს მუშაობის დაწყებას. და ყველაზე გასაკვირი ჩემთვის ის იყო, რომ მისი შემდგომი ნამუშევარი მუნჯური იქნება. ჩემთვის უცნაურია, რატომღაც მგონია რომ ფილმებში დიალოგები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს და რაღაცნაირად უკან, წარსულში დაბრუნებას ჰგავს ეს ყოველივე, თუმცა ვინ იცის.

ელდარ შენგელაიას მასტერკლასი

პ.ს რატომღაც არც-ერთი რეჟისორი არ უყურებს თავის ფილმებს.

4 thoughts on “უკაცრიელი კუნძული, ელდარ შენგელაია და ნური ბილგე

  1. Mari

    რასაც ვკითხულობ, სულ ისეთ ფილმებს ნახულობთ, მგონი დეპრესიაში გიპრებენ ჩაგდებას. ჰოდა, მაქედან რომ ჩამოხვალ, ბერგმანის მემუარების წაკითხვა გაგისწორდება შენ, კაკრას დროული იქნება.

    Reply
  2. გოჩა გაბოძე

    Reblogged this on and commented:
    ნათია დემეტრაშვილი ელდარ შენგელაიასა და ნური ბილგე ჯეილანის მასტერ კლასის შესახებ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s