წარმოიდგინეთ სიტუაცია “ფული”

“ფული ჯოჯოხეთს ანათებს”

სიტუაცია #1:

წარმოიდგინეთ, ვიღაც მოდის თქვენთან, გამჭვირვალე პარკში კუპიურებით, გეუბნებათ რომ იმ პარკში არის 5 მილიონი და გაძლევთ. არ გიხსნით არაფერს, არ გეუბნებათ რატომ მოგცათ, რის მიღწევას ცდილობს, რას ელოდება შემდგომ თქვენგან. უბრალოდ ფულს გიდებს მაგიდაზე და ამბობს რომ ეს ფული კანონიერია და რომ ამისთვის არავინ  მოგხთოვთ პასუხს, უბრალოდ მისი სურვილია რომ ეს ფული მოგცეთ. როგორი იქნება თქვენი რეაქცია? თავს შეურაცხყოფილად იგრძნობთ? უბრალოდ გამოართმევთ, მადლობას გადაუხდით და თქვენს გზაზე გააგრძელებთ სიარულს?

სიტუაცია #2:

წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ საჭირო ოთახში და გხვდებათ ძალიან ბევრი ფული, აქამდე რომ არასდროს გინახავთ იმდენი. ან, მიწას თხრით და უცბად ფულს ნახავთ და ამ დროს, ზუსტად იცით რომ ის ახალი დადებულია და ისიც იცით ვინ დადო იქ, მაგრამ არ იცით რატომ და არც არაფერს გიხსნით. რას იზამთ?

სიტუაცია #3:

ამჯერად წარმოიდინეთ, რომ ხართ სასაფლაოზე, მარტოდ მარტო და თხრით საფლავს თქვენი 1 დღის შვილისთვის. მოდის ვიღაც ტიპი, გეუბნებათ რომ მოგცემთ 10 მილიონს იმ შემთხვევაში თუ მიცვალებულს დატოვებთ იქ, ცხოველების საჯიჯგნად მხოლოდ იმიტომ, რომ ის ტიპი ცხოველების გამოკვებაზე ფიქრობს. ამ დროს თქვენ სახლში მშიერი 3 შვილი გელოდებათ. რას იზამდით?

ზემოთ აღწერილ სიტუაციებში, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თქვენი შემოსავალი კაპიკებიც კი არაა. ცხოვრობთ მიყრუებულ სოფელში. ისეთ სახლს, რომელიც გაქვთ, ჯობია სულ არ გქონდეთ. როგორ მოიქცეოდით? პრინციპში, რთულია გასცე ამ კითხვას პასუხი თუკი არ აღმოჩნდები ზემოთ აღწერილ სიტუაციებში. მაშინ როდესაც გშია, თავზე გაწვიმს და შვილები თვალებში გიყურებენ მომუდარე სახით “ერთი ლუკმა გვაჭამეო” , სიამაყე და ამპარტავნობა სადღაც იკარგება.

ამ სიტუაციების წარმოდგენის, კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ, აუცილებლად მოგეწონებათ მანი ჰაგიგის  “მოკრძალებული წვეულება”. ჩემის აზრით,  biaff-ის ფარგლებში წარმოდგენილი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფილმი იყო. აუცილებლად ნახეთ.

4 thoughts on “წარმოიდგინეთ სიტუაცია “ფული”

  1. karamelka

    #1. ფულს ისე, უბრალოდ არავინ იძლევა. მერე მაინც სამაგიეროს მოითხოვს და აქ დავფიქრდებოდი.

    #2.ვინ დადო თუ ვიცი ეგ ცოტა ართულებს საქმეს, თორე სხვა შემთხვევაში არც დავფიქრდებოდი ისე ავიღებდი :პ

    #3. ეს ყველაზე რთული ვარიანტია. მაგრამ ალბათ ცოცხალ და მშიერ 3შვილს ავირჩევ/დი ამ შემთხვევაში:/

    Reply
  2. Mr. Nomad

    სამივე სიტუაციაში მშვენივრად ავიღებდი ფულს ^_^ :მილიონებზედახამებულიმატერიალისტინაბოზვარი:

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s