ბათუმის კინოფესტივალის დასასრული და მე

რამდენიმე წუთის წინ რომ გავიღვიძე, პირველი წამები ისევ ბათუმში მეგონა თავი. საკუთარი ოთახი მეუცხოა და პროგრამაზე დავიწყე ფიქრი. პროგრამაზე, რომელიც აღარ მჭირდება და ცოცხალი თავით არ ვაგდებ. თითქმის 24 საათია თბილისში ვარ და ბუნებრივია, რომ ისევ ბათუმს მივტირი. მომწონდა ბათუმის ქუჩებში ბოდიალი დიდი ზურგჩანთით, ბეჯით და საქმიანი იმიჯით. აპოლოდან რედისონში, რედისონიდან პრესკაფეში, პრესკაფედან ისევ აპოლოში და  ა.შ. მთელი ფესტივალის განმავლობაში. ისეთი შეგრძნება მქონდა რომ რაღაც საქმეს ვაკეთებდი, უქმად არ ვიჯექი, სულ სადღაც მივდიოდი, სულ სადღაც მაგვიანდებოდა… დამღლელი დღის ბოლოს მხიარული ღამე იწყებოდა, ზოგჯერ შემოდგომის თბილი ზღვა, ზოგჯერ სასმელი და გართობა, ზოგჯერ სერიოზული სჯა-ბაასი სხვადასხვა საკითხებზე და ბოლოს დასიებულთვალებიანი დილა, ფილმებზე ჩათვლემა, სეანსებს შორის ფეისბუქზე 15 წუთიანი შეძრომა, მცდელობა რომ ყავით გამოვფხიზლებულიყავით, კარგი ფილმის შედეგად გამოწვეული ემოციების ყველასთვის გაზიარება და ეს ყველაფერი სულ რაღაც 1 კვირას გაგრძელდა და 1 წლით მორჩა.

ფილმის ფესტივალი 16 სექტემბერს დაიწყო და 23-ში დასრულდა. მთელი 1 კვირა თავიდან ფეხებამდე შიგნით ვიყავი ჩართული და მსიამოვნებდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ისეთი ფილმი ვნახე რაც არ მომეწონა, ბევრი ისეთი ფილმი გავმაზე რაც არ უნდა გამემაზა, მაინც საოცრად კმაყოფილი ვარ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ 1 კვირაში 1 წლის მარაგი ფილმები ვნახე. ნანახი ფილმებიდან, რა თქმა უნდა ფავორიტიც მყავდა, რომელსაც ჩემის აზრით უნდა გაერმარჯვა, რომელიც იმსახურებდა გრან პრის.

ბიაფის დახურვის ცერემონიალი სასტუმრო შერატონში გაიმართა. ფესტივალის ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში:

• მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი:

საუკეთესო რეჟისურა – ემინ ალპერი – მთებს მიღმა, თურქეთი/საბერძნეთი, 2012,

საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი – ალირეზა აკხაგანი, ფილმში – ბოლო ნაბიჯი, ალი მოსაფა, ირანი, 2012

საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი – გოლშიფტეჰ ფარაჰანი, ფილმში – ქათამი ქლიავით, ვინსენტ პარონო, მარიან სატრაპი, საფრანგეთი/გერმანია, 2011 წ.

ჟიურის სპეციალური პრიზი – სახლი კოშკურით, ევა ნეიმანი, უკრაინა, 2011 წ

• დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი:

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – “არგენტინული გაკვეთილი”, ვოიცეხ სტარონი, პოლონეთი, 2011წელი. რეჟისორმა განაცხადა “ვინ იცის, იქნებ ქართული გაკვეთილიც გადავიღოო”.

ჟიურის სპეციალური პრიზი – “იძულებითი რევოლუციონერი”, შონ მაკალისტერი, დიდი ბრიტანეთი/ირლანდია, 2012 წ.
• მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი:

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი – “საზამთრო”, ტატო კოტეტიშვილი, პოლონეთი/საქართველო, 2012წ.

ჟიურის სპეციალური პრიზი – “თავისუფლების სამი დღე”, ლუკაშ ბოროვსკი, პოლონეთი, 2011 წ.
კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე BIAFF ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ.Lifetime Achievement Award) გადაეცა ცნობილ უნგრელ რეჟისორს – ბელა ტარს.

ბელა ტარი, რომელმა გაგვაფრთხილა ჩემს ფილმს არ უყუროთო და დატოვა დარბაზი. დაუჯერე ადამიანო როცა რეჟისორი გაფრთხილებს😐

და ბოლოს, batumi international art-house film festival-ის გრან პრის მფლობელი გახდა – “სიბნელეში”, აგნეშკა ჰოლანდი, კანადა/გერმანია/პოლონეთი, 2011 წ; სწორედ ის ფილმი, რომელსაც ვგულშემატკივრობდი, რომელიც ძალიან მომწონდა და რომელიც იმსახურებდა.

ბათუმი სწორედ ის ქალაქია სადაც ფილმის ფესტივალი უნდა ჩატარდეს, სექტემბერი ის პერიოდია, როდესაც უნდა ჩატარდეს და ეს ის ფესტივალია, რომელსაც უნდა დაესწრო.

შერატონში, ბიაფფის დასკვნით საღამოზე

გუშინ, 6-ის 20 წუთი იყო, ბოლოჯერ რომ შევავლე ბათუმს თვალი. 1 წელი აღარ ჩამოვალ. ვიცი რომ ბათუმი მხოლოდ ფილმის ფესტივალი არ არის, რომ წვიმიანი თუ თოვლიანი ბათუმიც ისევე ბათუმობს როგორც სექტემბერში. მაგრამ დღეს უკვე უნივერსიტეტშიც ვიყავი და მიწევს ფეხი ავუწყო თბილისის ცხოვრებას და ყოველდღიურობას დავუბრუნდე.

7 thoughts on “ბათუმის კინოფესტივალის დასასრული და მე

  1. Mr. Nomad

    ყველაფერი, ყველაფერი და ცოტა მეტი კრეატივი და ესთეტიკა მინიმუმ სცენის გაფორმებაში, მთლად უკეთესი იქნებოდა.🙂 ისე ესეთი “ნიუანსები” ნებისმიერ ქართულ შოუს აკლია:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      პრინციპში ეგ იმდენად წვრილმანია რომ სიმართლე გიტხრა ყურადღება არ გამიმახვილებია. საერთოდაც, შარშან დახუვა აპოლოში ჩატარდა და იმის მერე შერატონის სააქტო დარბაზში დახურვის ცერემონიალის ჩატარება უკვე ძაააალიან წინ გადადგმული ნაბიჯია.

      Reply
      1. Mr. Nomad

        რა არის ნათია წვრილმანი არ გადამრიო:/ არ მესმის იმ ხალხის შოუს გაფორმება რომ კიდიათ და იძახიან ზატო ფილმები ისეთი იყო დაგლიჯაო. კანი რომ სარდაფში ტარდებოდეს, 100%ით ვიტყვი, რომ კანი არ იქნებოდა

      2. siyvarulovna Post author

        ოუქეეეიი. პროსტა მე არ გამიმახვილებია ყურადღება და ჩემთვის იმ ეტაპზე წვრილმანი აღმოჩნდა თორემ არ მითქვამს წვრილმანია და შოუს ეფექტი არ უნდა ჰქონდეს-თქო.

      3. Mr. Nomad

        შერატონი რა ცუდი იდეა კი არაა დახურვის ცერემონიალისთვის (თან ეს დარბაზი ძალიან მომწონს) პროსტა ზუსტად ასეთივე სცენები იდგა ჩემს ბავშვობაში ხალხური ანსამბლების გამოსვლის დროს🙂 კინოს გადაღების გარდა, მის დაჯილდოებასაც შემოქმედებითად უნდა მიუდგე🙂

  2. khatia

    როგორ მინდოდა და ვერ დავრჩი ამ არჩევნების და “აქტიური პოლიტიკური სეზონის” გადამკიდე:/
    ხოდა, რა მაინტერესებს იცი? რა სჭირდა ბელა ტარის ფილმს? დავინტრიგდი🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბელა ტარის ფილმს არაფერი პრინციპში. უბრალოდ მე არ მიყვარს ეგეთი ფილმები, ნახევარი საათი რომ მხოლოდ ცხენის სიარულია მაგალითად.

      საჭირო იყო რომ ორ საათნახევარი გაგეძლო და საბოლოო ჯამში იდეაში კმაყოფილი დარჩებოდი. ართჰაუსია რა.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s