5 დღე

5 დღეა თბილისში ვარ. ჯერ ისევ მიჭირს თბილისურ ყაიდაზე გადმორთვა და ფეხის აწყობა. მზარავს იმის წარმოდგენა, რომ 10 თვე ზუუუსტად, ზუსტად ერთი და იგივე იქნება ჩემ გარშემო. ერთი და იგივე ხალხი, ერთი და იგივე სიტუაცია, მხოლოდ უნივერსიტეტი, სახლი, მეგობრები, ბიბლიოთეკა.

რთულია დასვენების, არაჩვეულებრივი დასვენების, შემდეგ ეგრევე უნივერსიტეტში გამოცხადდე და  4 საათი ლექციაზე იჯდე. ორშაბათს, ღამის 11-საათზე ჩამოვედი და სამშაბათს 10-საათზე უკვე უნივერსიტეტში ვიყავი. ვერ ვისვენებდი სკამზე, ვწრიალებდი, მუდმივად საათს ვუყურებდი, ლექტორის ერთი სიტყვაც არ მესმოდა, 15 წუთი რომ გავჩერებულიყავი ეგეც მიჭირდა. მეორე ლექციაზე საერთოდ ჩამეძინა. მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გავუძლო და ავიტანო😐

უნივერსიტეტში ჯერ ისევ არეულია სიტუაცია. დღეს ლექციაზე 2 ბავშვი ვისხედით, ლექტორის გარეშე. ლექციებს რომ თავი დავანებოთ ყველგან პოლიტიკაზე მიდის სჯა-ბაასი. ლექციებიდან ლექციებამდე სასურველი 10 წუთის გაყვანა სიმშვიდეში რომ გსურს, გამოხვალ გარეთ, გგონია მოწევ, არ იფიქრებ არაფერზე და ამ დროს კიბეებთან გხვდება 2-3 კაციანი ჯგუფები და მუდმივად პოლიტიკაზე მოლაპარაკეები. მუდმივად იმის კითხვაში მიდიან თუ არა არჩევნებზე, ვის აძლევენ ხმას, ვის გააცოცხლებს ბიძინა და ა.შ. ზაიბალა რა. არ მინდა პოლიტიკა, არც აქციები, არც მუდმივი წივილ-კივილი ქუჩაში მიშა/ბიძინას ძახილით, არც მანქანების გრიალი უბანში დროშებით. ყველაზე ცუდი ისაა, რომ 2003 წელი მახსენდება, აი ის პერიოდი მიშამ რომ აქციები დაიწყო, ხალხის 97% რომ გვერდზე ამოუდგა და პარლამენტი, ჩაითურთ, დაიპყრო. ეხლა ისევ ეს ხალხია გამოსული, ისევ აქეთ-იქით დარბიან და ისევ მთავრობის შეცვლა უნდათ, და ამ დროს მე დარწმუნებული ვარ 3-4 წელში ზუუსტად ის ხალხი, ვინც ეხლა ოცნების გვერდზე დგას, გამოვა და ისევ მოითხოვს მშვიდობიან და დემოკრატიულ საქართველოს. დავიღალე.

ბათუმში მინდა, ზღვის ნაპირას ჯდომა და ზღვის ყურება მინდა. სიმშვიდე მინდა.

დავიღალე😐

 

 

One thought on “5 დღე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s