დიდუბის ოლქი, საარჩევნო უბანი #18

ერთ-ერთ მოქალაქეობრივ ვალდებულებად არჩევნებში მონაწილეობა მიმაჩნია. პირველად როდესაც არჩევნებში მივიღე მონაწილეობა 2010 წელი იყო, ცოტა ხნის გამხდარი ვიყავი 18-ის და ძალიან მიხაროდა. იმდენად აღტკინებული ვიყავი, რომ საარჩევნო უბანზე დილით ადრე მივედი და არჩევანიც დაუფიქრებლად გავაკეთე.
დღეს ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი. არჩევანს სანამ გავაკეთებდი ბევრი ვიფიქრე. რეალურად არ არსებობს არც-ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც იმსახურებს ჩემს ხმას, მითუმეტეს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თუ გავითვალისწინებთ. ყველგან ერთი ნაგავია.
საარჩევნო უბანზე შუადღისკენ მივედი, მეგონა რიგი უფრო ნაკლები იქნებოდა, მაგრამ შევცდი. ხალხს რიგ-რიგობით უშვებდნენ, სულ 3 “კაბინა” იდგა და ოთახშიც 3-3ს უშვებდნენ. როდესაც ჩემი ჯერი დადგა, პირადობა მთხოვეს, შემდეგ ხელზე დამანათეს და პირველი მაგიდისკენ მიმითითეს. ოთახი მოვათვალიერე, კედლებთან დამკვირვებლები იყვნენ მიმსხდარნი, ერთი ყუთთან იჯდა და ისე ჩაბღაუჯებოდა ვიფიქრე ვინმემ წართმევა დაუპირა-მეთქი.  სიაში ადვილად მიპოვეს, ბიულეტინი მომცეს და ხმის მისაცემად წავედი. პირველი წამები, კალმით ხელში როცა ვიდექი, ისევ ვფიქრობდი რა მექნა, რომელი ნომერი შემომეხაზა, ბოლოს ყველა გადავხაზე. ბიულეტინი გადავკეცე და ყუთისკენ გავერთე, კონვერტები იქვე ელაგა, საგულდაგულოდ ჩავდე დაკეცილი ბიულეტინი კონვერტში და ფრთხილად ჩავაცურე ყუთში.


გზაში ნაცნობები შემხვდენ, საკუთარი კალმებით მიდიოდნენ და იმ მითის სჯეროდათ, რომ მელანი 1 საათში წაიშლებოდა.  ინებეთ კაწიე.ჯი-ს მიერ გადაღებული ქაღალდის ფოტო, რომელზეც ჯერ კიდევ გაუმქრალი ცესკოს მელანია.

2 thoughts on “დიდუბის ოლქი, საარჩევნო უბანი #18

  1. M.K.

    პირველი არჩევნები იყო ეს ჩემთვის და აშკარად უკეთესი შეიძლებოდა… იმედი მაქვს, რომ ჩმს არჩევანს არც მე და არც ქვეყანა არ ვინანებთ : ))

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s