Monthly Archives: November 2012

იქ

არ ვიცი იქ რისთვის მივდივარ ხოლმე.
გარშემო სიცივე, ბევრი ნაძვი, სიჩუმე და რაღაცნაირი უხერხული გარემოა.
ხალხი კანტიკუნტად. ძირითადად შავებში ჩაცმული.

მხოლოდ შავი მიწა, ქვები და ხეები. ვგრძნობ რომ ტკივილია, დიდი დოზით თან.
მივდივარ და მგონია შვებას იქ ვიპოვნი. იქ გადამივლის მონატრება.
ვჯდები და არ ვიცი რა ვქნა.
მარტო ვარ. აქ შემიძლია თავისუფლად ვიტირო. ვერავინ დამინახავს, არ მომიწევს ცრემლების და აწითლებული თვალების დამალვა. იმის ახსნა და თამაში რომ I’m ok.

ვზივარ ერთ ადგილზე გაყინული, ხელში ერთჯერადი სალფეტკით და არ ვფიქრობ არაფერზე. ვერც ის ტკივილი მოვიშორე, რომელიც 6 თვის წინ ვიგრძენი. ვერც ის მონატრება, რომელიც უფრო და უფრო ძლიერდება, ვერც დანაშაულის გრძნობა, რომელიც უადგილოა და არ ვიცი საიდან მოვიდა. ვერც სიმშვიდე ვნახე.

ალბათ აქ იმისთვის მოვდივარ, რომ თავისუფლად ვიტირო. რომ არავინ დამინახოს.

21

20 წლის რომ ხარ ჯერ კიდევ ეპოტინები თინეიჯერობას. 21 წლის რომ ხდები გიწევს იმის გააზრება, რომ დიდი ხარ. დიდი გოგო გაიზარდეო, რომ გეუბნებოდნენ გაიზარდე უკვე.

ყოველთვის, როცა  10-15 წუთია დარჩენილი 00:00 საათამდე ვფიქრობ იმაზე რა მოხდა მაშინ, როდესაც 20 წლის ვიყავი. ვფიქრობ იმაზე შევიცვალე თუ არა და ა.შ.

რა მოხდა მაშინ, როდესაც 20 წლის ვიყავი?

1. პირველად დავთვერი ისე, რომ მეორე დღეს ნახევარი საღამო არ მახსოვდა;
2. სემესტრი ისე დავხურე, რომ არც-ერთი საგანი არ შემტენვია და არც გადამიბარებია o.O
3. სტუდენტურ დასაქმებაზე ვიყავი და პირველი ხელფასი, 400 ლარი ავიღე;
4. ზღვაზე ვიყავი ძალიან დიდ ხანს, ჯერ ქობულეთში და მერე ბათუმში ფილმის ფესტივალზე;
5. პრავა ავიღე;
6. ჯეოლოზე ისევ დავიწყეთ წერა და აირექსის გრანტი ავიღეთ;
7. რაჭაში ვიყავი პირველად, მართალია მხოლოდ ჰაერი ჩავისუნთქე და წამოვედი, მაგრამ მაინც ხომ ვიყავი.
8. კიდევ ათასი წვრილმანი, რომლის დაწერაც აქ არ მინდა : )

შევიცვალე ამ ერთ წელში? ვგონებ რომ არა.

როგორ შევხვდი 21-ს?

ფეისბუქზე რა თქმა უნდა. ლოგინში ვიწექი, მუხლებზე ლეპტოპი მედო და თითოეულ ახალ პოსტზე, რომელსაც ვოლზე მიწერდნენ, უფრო და უფრო ვხარობდი. მიყვარს ჩემი დაბადების დღე ❤

დღის პირველი ნახევარი უნივერსიტეტში გავატარე. მეორე კანუდოსში მეგობრებთან ერთად. it was fantastic![ აუ, აი რომ ვერ დაწერ თუ რა ძალიან მაგარი იყო ყველაფერი ის ტექსი].

ძალიან საჭირო და რაც მინდოდა ის საჩუქრები;
კანუდოსში ტორტით, სანთლებით, შუშხუნებით და კანფეტებით შემოვარდნილი ანა, ალუკარდი და კნუტი ❤ ტორტი უგემრიელესი და თან ჩემი საფირმო ფრაზებით ^_^

ყველაზე ტორტი ^_^

კანფეტები, რომლებიც მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი ^_^
მამაჩემს რომ ვუთხარი, პირველად ვჭამე ეს ანფეტი-მეთქი დამცინა. ბავშვობაში როცა ტიროტი ამ კანფეტით გაწყნარებდითო 😐

როგორ ვგრძნობ თავს? არაჩვეულებრივად. მიუხედავად იმისა რომ 1 წელი მომემატა და ზოგისთვის ეს კიდვ ერთი ნაბიჯია სიბერისკენ, მე მაინც ბედნიერი ვარ :> მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რომელსაც ვგონებ რომ შუშხუნები არ მოჰყოლია.

პ.ს ახალი ტელეფონი მაქვს :> samsung galaxy s duos, შავი და სექსუალური.

ავტობუსის უსინდისო მძღოლები

ავტობუსები გაიფიცნენ რამდენიმე დღის წინ და მე ისევ გაცოფებული ვარ.

ე.ი ავტობუსის მძღოლები მუშაობენ თვეში 12 დღეს. მათი შემოსავალი შეადგენს 800-900 ლარს.  სამუშაო საათები – 6-დან 23-24 საათამდე. ხელფასი არის იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონდეთ.

ვიცი რომ საშინელ პირობებში არიან, რომ 14 საათი სკამზე ჯდომა და ალაგ-ალაგ ტერფების მოძრაობა არის საშინელება. ამას დაუმატეთ, მუდმივად შეწუხებული მგზავრის ბუზღუნი, რომელიც ყველა პრობლემაზე მძღოლს ლანძღავს. მაშინაც, როცა კონტროლიური აჯარიმებს და მაშინაც, როცა ავტობუსში იმაზე მეტი ხალხია ვიდრე გათვალისწინებულია. მძღოლი ილანძღება არაადამიანობისთვის, მაშინ როდესაც გაჩერებიდან-გაჩერებამდე შუა გზაში არ უღებს კარებს არავის. გასაგებია რომ სტრესულ სიტუაციაში არიან.

მაგრამ,
ისინი ავტობუსებს მართავენ საშინლად. ზოლიდან-ზოლში ყოველგვარი “პავაროდნიკის” გარეშე გადაადგილდებიან. არ იყურებიან სარკეში როდესაც მგზავრი ჩადის ან ამოდის და ძალიან ბევრჯერ გავხმდარვარ იმის მოწმე, თუ როგორ მოიყოლა ავტობუსის კარებმა ჩამავალი ან ამავალი მგზავრი. ასეთი მძღოლი, საერთოდ გასაგდებია სამსახურიდან. მაგრამ სანაცვლოდ 12 დღეში 800 ლარი აქვს. კარგი, დავაბრალოთ ყველაფერი ნერვებს, რომლებიც 14 საათიანმა სამუშაო გრაფიკმა გააუარესა.

მე ძალიან მარტივი და უბრალო კითხვა გამიჩნდა, სად გინახავთ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც 12 დღეში 800 ლარი აქვს? ხომ არიან პირები, რომლებიც 24 საათი მუშაობენ იმიტომ რომ 500 ლარი აიღონ? 500-იც კარგ შემთხვევაში, თორემ ისე უფრო ნაკლები აქვთ. დავიჯერო 6-დან 11 საათამდე უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე ღამის 11-დან დილის 10-მდე?  ან თუნდაც მიმტანები, რომლებიც 10-დან ბოლო კლიენტამდე დღეში 10 ლარად მუშაობენ, დავიჯერო იმაზე ნაკლებად იღლებიან, ვიდრე მჯდომარე და საჭის მტრიალებელი მძღოლები?

კარგი, დავუშვათ ისინი ყველაზე მძიმე პირობებში არიან და მათზე უარეს დღეში აღარავინ აღარ არის, ხომ შეიძლება რომ მოითხოვო ადეკვატური რამ და არ გაღორდე? ხომ შეიძლება მხოლოდ პირობების გაუმჯობესება მოითხოვო და დღეში ერთი კაცის ნაცვლად ორმა რომ იმუშაოს? ან მხოლოდ ხელფასის 50%-ით გაზრდა და პირობები იგივე დარჩეს? შეიძლება ადამიანი ასე გაღორდე და შენი სიღორის და უსინდისობის გამო ამდენ ათას მგზავრს შეუზღუდო გადაადგილების უფლება? ქალაქში სიარული კატასტროფაა. მიკრო ავტობუსები სავსეა და ფანჯარაზე აჭყლეტილიც კი ვერ იმგზავრებ იმიტომ რომ ადგილი არ არის ფიზიკურად, განსაკუთრებით დილით და საღამოთი. მეტროთი ვიმგზავროთ? ვინც ახლოს არ ცხოვრობს ან მუშაობს მეტროსთან იმან რა ქნას? ფეხით იაროს? და იმისთვის რომ ვიღაც-ვიღაცებს იმაზე მეტი მოუნდათ ვიდრე იმსახურებენ 2 საათით ადრე გაიღვიძონ?!

უსინდისოები არიან.

მათი მოთხოვნები, რომ იყოს აკედვატური ვიდგებოდი მათ გვერდზე.

სანამ წერას დავიწყებდი:

საწერ მაგიდაზე ლეპტოპი მიდევს, მარცხენა ხელი ლოყის ქვეშ მაქვს შეყუდებული, ოდნავ მარცხნივ ვარ გადახრილი, წამოწოლილივით და მარჯვენა ხელით ვსქოლავ ნიუს ფიდს. არაფერი საინტერესო, ძირითადად გამოცდები, სახალხო დამცველი, არაფრის მთქმელი სტატუსები და ლინკები.

დილით იმის ხათრით ავდექი, რომ სახლში დაბრუნებული აუცილებლად დავიძინებდი. მაგრამ ეგეც მეზარება. მინდა რამე გავაკეთო, ან წავიკითხო, ან ფუტურამას ვუყურო, ან არ ვიცი… რამე, კარგი, მაგრამ მეზარება.

გამოცდების კვირაა. ორი გამოცდაც დამრჩა.

ახსნა-განმარტებითი ბარათი

ნოემბერი ისე სწრაფაფ შემოიპარა ვერც შევამჩნიე.
რომ არ ელოდები, კალენდარს დახედავ და აღმოაჩენ რომ ნოემბერია, შენ კიდევ გაოცებულს აღმოგხდება dafuq?

რა დამამახსოვრდა ოქტომბრიდან:

1. არჩევნები;
2. დემოკრატიული გზით შეცვლილი მთავრობა (!);
3. დავიწყე ვარჯიში, ისევ, თიდანში;
4. ზუსტად 1 წლის შემდეგ ვიყავი ექსკურსიაზე ცხვარიჭამიაში ❤ ცხვარიჭამია ის ადგილია, სადაც შემოდგომით აუცილებლად უნდა წავიხვიდე ;

ცხვარიჭამია

5. bifaff-ის ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გავიმარჯვე და მერგო ტურ-კომპანია „ვონდერლენდის” პრიზი (250 ლარიანი ვაუჩერი – კომპანიის მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი რომელიმე ტური) და აჭარის ტურიზმის სააგენტოს პრიზი – სააგენტოს მიერ აჭარაში დაგეგმილი 3 ერთდღიანი ტური. ხოდა, ზამთარში ისეთ ადგილს ვესტუმრები, სადაც ჯერ ნამყოფი არ ვარ. მაგალითად სვანეთს, რაჭას… რავიცი კიდევ.
6. როგორც იქნა ისევ დავიწყეთ იურიდიული ბლოგის, http://geolaw.wordpress.com/ – ის აღორძინება, ამუშავება და გააქტიურება. პერიოდულად ვდებთ სხვადასხვა სახის კაზუსებს, საინტერესო ამბებს, კანონის განმარტებებს და მოკლედ, ყველაფერს რაც იურისპრუდენციას ეხება.

სულ ეგ არის : )