ავტობუსის უსინდისო მძღოლები

ავტობუსები გაიფიცნენ რამდენიმე დღის წინ და მე ისევ გაცოფებული ვარ.

ე.ი ავტობუსის მძღოლები მუშაობენ თვეში 12 დღეს. მათი შემოსავალი შეადგენს 800-900 ლარს.  სამუშაო საათები – 6-დან 23-24 საათამდე. ხელფასი არის იმდენი, რამდენიც უნდა ჰქონდეთ.

ვიცი რომ საშინელ პირობებში არიან, რომ 14 საათი სკამზე ჯდომა და ალაგ-ალაგ ტერფების მოძრაობა არის საშინელება. ამას დაუმატეთ, მუდმივად შეწუხებული მგზავრის ბუზღუნი, რომელიც ყველა პრობლემაზე მძღოლს ლანძღავს. მაშინაც, როცა კონტროლიური აჯარიმებს და მაშინაც, როცა ავტობუსში იმაზე მეტი ხალხია ვიდრე გათვალისწინებულია. მძღოლი ილანძღება არაადამიანობისთვის, მაშინ როდესაც გაჩერებიდან-გაჩერებამდე შუა გზაში არ უღებს კარებს არავის. გასაგებია რომ სტრესულ სიტუაციაში არიან.

მაგრამ,
ისინი ავტობუსებს მართავენ საშინლად. ზოლიდან-ზოლში ყოველგვარი “პავაროდნიკის” გარეშე გადაადგილდებიან. არ იყურებიან სარკეში როდესაც მგზავრი ჩადის ან ამოდის და ძალიან ბევრჯერ გავხმდარვარ იმის მოწმე, თუ როგორ მოიყოლა ავტობუსის კარებმა ჩამავალი ან ამავალი მგზავრი. ასეთი მძღოლი, საერთოდ გასაგდებია სამსახურიდან. მაგრამ სანაცვლოდ 12 დღეში 800 ლარი აქვს. კარგი, დავაბრალოთ ყველაფერი ნერვებს, რომლებიც 14 საათიანმა სამუშაო გრაფიკმა გააუარესა.

მე ძალიან მარტივი და უბრალო კითხვა გამიჩნდა, სად გინახავთ დასაქმებული ადამიანი, რომელსაც 12 დღეში 800 ლარი აქვს? ხომ არიან პირები, რომლებიც 24 საათი მუშაობენ იმიტომ რომ 500 ლარი აიღონ? 500-იც კარგ შემთხვევაში, თორემ ისე უფრო ნაკლები აქვთ. დავიჯერო 6-დან 11 საათამდე უფრო ადვილია მუშაობა, ვიდრე ღამის 11-დან დილის 10-მდე?  ან თუნდაც მიმტანები, რომლებიც 10-დან ბოლო კლიენტამდე დღეში 10 ლარად მუშაობენ, დავიჯერო იმაზე ნაკლებად იღლებიან, ვიდრე მჯდომარე და საჭის მტრიალებელი მძღოლები?

კარგი, დავუშვათ ისინი ყველაზე მძიმე პირობებში არიან და მათზე უარეს დღეში აღარავინ აღარ არის, ხომ შეიძლება რომ მოითხოვო ადეკვატური რამ და არ გაღორდე? ხომ შეიძლება მხოლოდ პირობების გაუმჯობესება მოითხოვო და დღეში ერთი კაცის ნაცვლად ორმა რომ იმუშაოს? ან მხოლოდ ხელფასის 50%-ით გაზრდა და პირობები იგივე დარჩეს? შეიძლება ადამიანი ასე გაღორდე და შენი სიღორის და უსინდისობის გამო ამდენ ათას მგზავრს შეუზღუდო გადაადგილების უფლება? ქალაქში სიარული კატასტროფაა. მიკრო ავტობუსები სავსეა და ფანჯარაზე აჭყლეტილიც კი ვერ იმგზავრებ იმიტომ რომ ადგილი არ არის ფიზიკურად, განსაკუთრებით დილით და საღამოთი. მეტროთი ვიმგზავროთ? ვინც ახლოს არ ცხოვრობს ან მუშაობს მეტროსთან იმან რა ქნას? ფეხით იაროს? და იმისთვის რომ ვიღაც-ვიღაცებს იმაზე მეტი მოუნდათ ვიდრე იმსახურებენ 2 საათით ადრე გაიღვიძონ?!

უსინდისოები არიან.

მათი მოთხოვნები, რომ იყოს აკედვატური ვიდგებოდი მათ გვერდზე.

8 thoughts on “ავტობუსის უსინდისო მძღოლები

  1. ARGO

    გეთანხმები ნათია თბილისელი არ ვარ მაგრამ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ მიხვდი რაში იყო საქმეე….

    Reply
  2. tami

    martla usindisoebi arian da sabotajs atyoben me tu mkitxav 500 laric zedmetia magattvis.ar arian martlebi, xalxi ki namdvilad daichagra shedarebit iafi transportis gareshe

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      არ არის 500 ლარი ზედმეტი და 800 ლარი არის ნორმალური ანაზღაურება, მაგრამ პირობები აქვთ გასაუმჯობესებელი. არ შეიძლება 14 საათიანი სამუშაო გრაფიკი ჰქონდეთ.

      Reply
  3. Lord Vader

    რავი ყველა გაიფიცა და ამ ბლოგერებს რა გვჭირს ეგეთი გაუფიცავი? 🙂
    ყოველკვირა პოსტვა გაგონილა? რაღაც უნდა ვქნათ რა… პროფკავშირი მაინც შგვექმნა.

    Reply
  4. მარი !

    გეთანხმები ნათია ყველაფერში.
    თან არ მესმის რატომ ითხოვდნენ მაინცდა მაინც ეხლა ყველაფერს,აქამდე არ იყო ცუდი პირობები ? 😐

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s