21

20 წლის რომ ხარ ჯერ კიდევ ეპოტინები თინეიჯერობას. 21 წლის რომ ხდები გიწევს იმის გააზრება, რომ დიდი ხარ. დიდი გოგო გაიზარდეო, რომ გეუბნებოდნენ გაიზარდე უკვე.

ყოველთვის, როცა  10-15 წუთია დარჩენილი 00:00 საათამდე ვფიქრობ იმაზე რა მოხდა მაშინ, როდესაც 20 წლის ვიყავი. ვფიქრობ იმაზე შევიცვალე თუ არა და ა.შ.

რა მოხდა მაშინ, როდესაც 20 წლის ვიყავი?

1. პირველად დავთვერი ისე, რომ მეორე დღეს ნახევარი საღამო არ მახსოვდა;
2. სემესტრი ისე დავხურე, რომ არც-ერთი საგანი არ შემტენვია და არც გადამიბარებია o.O
3. სტუდენტურ დასაქმებაზე ვიყავი და პირველი ხელფასი, 400 ლარი ავიღე;
4. ზღვაზე ვიყავი ძალიან დიდ ხანს, ჯერ ქობულეთში და მერე ბათუმში ფილმის ფესტივალზე;
5. პრავა ავიღე;
6. ჯეოლოზე ისევ დავიწყეთ წერა და აირექსის გრანტი ავიღეთ;
7. რაჭაში ვიყავი პირველად, მართალია მხოლოდ ჰაერი ჩავისუნთქე და წამოვედი, მაგრამ მაინც ხომ ვიყავი.
8. კიდევ ათასი წვრილმანი, რომლის დაწერაც აქ არ მინდა : )

შევიცვალე ამ ერთ წელში? ვგონებ რომ არა.

როგორ შევხვდი 21-ს?

ფეისბუქზე რა თქმა უნდა. ლოგინში ვიწექი, მუხლებზე ლეპტოპი მედო და თითოეულ ახალ პოსტზე, რომელსაც ვოლზე მიწერდნენ, უფრო და უფრო ვხარობდი. მიყვარს ჩემი დაბადების დღე❤

დღის პირველი ნახევარი უნივერსიტეტში გავატარე. მეორე კანუდოსში მეგობრებთან ერთად. it was fantastic![ აუ, აი რომ ვერ დაწერ თუ რა ძალიან მაგარი იყო ყველაფერი ის ტექსი].

ძალიან საჭირო და რაც მინდოდა ის საჩუქრები;
კანუდოსში ტორტით, სანთლებით, შუშხუნებით და კანფეტებით შემოვარდნილი ანა, ალუკარდი და კნუტი❤ ტორტი უგემრიელესი და თან ჩემი საფირმო ფრაზებით ^_^

ყველაზე ტორტი ^_^

კანფეტები, რომლებიც მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი ^_^
მამაჩემს რომ ვუთხარი, პირველად ვჭამე ეს ანფეტი-მეთქი დამცინა. ბავშვობაში როცა ტიროტი ამ კანფეტით გაწყნარებდითო😐

როგორ ვგრძნობ თავს? არაჩვეულებრივად. მიუხედავად იმისა რომ 1 წელი მომემატა და ზოგისთვის ეს კიდვ ერთი ნაბიჯია სიბერისკენ, მე მაინც ბედნიერი ვარ :> მიყვარს ჩემი დაბადების დღე, რომელსაც ვგონებ რომ შუშხუნები არ მოჰყოლია.

პ.ს ახალი ტელეფონი მაქვს :> samsung galaxy s duos, შავი და სექსუალური.

2 thoughts on “21

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s