ისღა დამრჩენია ზურგის ქარი ვუსურვო

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო რამდენიმე  ყმაწვილი. ყმაწვილები გამოირჩეოდნენ ისეთი თვისებებით, როგორებიცაა: ენერგიულობა, მზრუნველობა, შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია ახალგაზრდობით, თუმცა ეს უკანასკნელი თვისებებში ნაკლებად შედის.

მოკლედ, ერთ მშვენიერ, არც თუ ისე მზიან, დღეს გადაწყვიტეს შეექმნათ ტოლერანტობის სახლი, რომლის მიზანიც იქნებოდა უმცირესობების ინტეგრაცია საზოგადოებასთან. მოგეხსენებათ, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაჩაგრული ფენა სწორედ უმცირესობაა. არ აქვს მნიშვნელობა ისინი წარმოადგენენ რელიგიურ, ეთნიკურ თუ სხვა უმცირესობებს, ფაქტია, საზოგადოება მათ მიმართ უარყოფითად, და რიგ შემთხვევებში აგრესიულადაა განწყობილი. ჩამოყალიბებული აქვთ სტერეოტიპეპი და იმდენად ღრმად აქვთ გამჯდარი, რომ უჭირთ დანგრევა. ხდება მათი უფლებების დარღვევა და საზოგადოებისთვის რთულია იმის გაგება, რომ საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებსაც ისეთივე უფლებები და თავისუფლებები აქვთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს. სხვა რელიგიის მიმდევრების უფლებებიც ისევე უნდა დაიცვას კანონდებლობამ როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანების, და რაც მთავარია, ეს ყველაფერი აღიარებულია კონსტიტუციით და სწორედ ამიტომ ხშირად კონსტიტუცია ლანძღვის საგანი ხდება.

სწორედ ამ და მსგავსი პრობლემების გადაჭრისთვის იბრძვის ტოლერანტობის სახლი. მათი აქტივობები ჯერჯერობით გამოიხატება აქციებში, ფლეშმობებში და უმცირესობებთან შეხვედრებში. როგორც მოგახსენეთ ტოლერანტობის სახლი ერთ თვეზე ცოტა მეტია რაც არსებობს, თუმცა, ამ 1 თვის განმავლობაში მათ ანგარიშზეა  2 აქცია იუსტიციის სამინისტროსთან, რომელიც ეხებოდა ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებს. მოგეხსენებათ ნიგვზიანში ეთნიკურ მუსლიმებს არ მიეცათ ლოცვის საშუალება და ამ ფაქტთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა რეაგირება. თუმცა, კონსტიტუციით პირდაპირაა აღიარებული რელიგიის, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება.

საქართველოს კონსტიტუცია
მუხლი 9

1. სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას, ამასთან ერთად აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან.

მუხლი 19

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.
3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.

სწორედ ამ უფლებების დასაცავად “გაილაშქრა მახვილითა და ცეცხლით” ტოლერანტობის სახლმა. 

1

გარდა აღნიშნული ორი აქციისა, ტოლერანტობის სახლმა ჩაატარა ფლეშმობი ოკუპაციის მუზეუმთან. არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ, გაჟღერდა მოსაზრება, რომ ოკუპაციის მუზეუმი არაა საჭირო და იგი მხოლოდ რუსეთის სიძულვილის პროპაგანდაა და სწორედ ამიტომ მუზეუმი უნდა დაიხუროს. ტოლერანტობის სახლმა გააპროტესტა აღნიშნული მოსაზრება და მუზეუმის სალაროებთან გაკეთდა ცოცხალი რიგი იმის აღსანიშნავად, რომ უკუპაციის მუზეუმი, თუნდაც მას დღეში მხოლოდ ერთი მნახველი ჰყავდეს, საჭიროა.

548996_109556265875288_1018670081_n

ტოლერანტობის სახლის ბოლო აქტივობა იყო ახალქალაქში ჩასვლა და ეთნიკურ სომხებთან შეხვედრა. შეხვედრის მონაწილეები იყვნენ სკოლის მოსწავლეები. თავდაპირველად მორიდებულად შეგვხვდნენ, თუმცა, საბოლოო ჯამში მოხდა მათი გახსნა და დიალოგში ჩართვა. ბავშვებმა ორგანიზაციის წევრებს გაანდეს მათი სურვილები და გეგმები, ინტერესების და საქმიანობის სფეროები. ერთ-ერთ გოგონას სკოლის დამთავრების შემდეგ სურდა რომ საკუთარი ატელიე გაეხსნა ახალქალაქში, რადგან იქ მსგავსი არაფერი არ არის და ფიქრობს რომ საჭიროა. ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სანდრო გაბისონიამ, თქვა რომ შეეცდება ახალქალაქში მიიწვიოს რომელიმე დიზაინერი და ჩაატაროს მასტერკლასი კერვით დაინტერესებულ ბავშვებთან და ამგვარად შეძლოს დახმარება.

429555_119557581541823_432749387_n

3

ორგანიზაცია აპირებს რომ მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მათ ინტეგრაციას საზოგადოებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ იციან ქართული ენა. ტოლერანტობის სახლის მიზანია მათი დახმარება და ხელშეწყობა სურვილების ასრულებაში.
სხვათაშორის, რამაც აღმაფრთოვანა იყო მათი ზრდილობა. სულ “მადლობა, “თუ შეიძლება”, “უკაცრავად” სიტყვებით მელაპარაკებოდნენ და ძალიან მიკვირდა. როგორც წესი, ქართველი ბავშვებისგან მსგავს პატივს მოკლებული ვარ.
შეხვედრისას ილიაუნის პიარის უფროსმა, ლანა ღვინჯილიამ, ისაუბრა იმ პერსპექტივებზე და შეღავათებზე რაც უცხონოვან მოსახლეობას ექნებათ ილიაუნიში ჩაბარების შემთხვევებში. რა კეთდება მათი სრულყოფილი ინტეგრაციისთვის საზოგადოებაში ილიაუნის მხრიდან და ა.შ

537686_119558068208441_1408798194_n
შეხვედრას მოსაწყენობისგან იცავდნენ დიმუ მენაბდე და ნინუცა გაბისონია გიტარის თანხლებით:)

47280_119557258208522_1637793336_n

ვფიქრობ, და ალბათ ორგანიზაციის წევრებიც დამეთანხმებიან, შეხვედრამ წარმატებით ჩაიარა. თანაც, ეს იყო პირველი გასვლა ქალაქგარეთ და პირველი შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებთან.
ტოლერანტობის სახლი სამომავლოდ დასახული გეზით სიარულს აპირებს, ცდილობს მოძებნოს უკეთესი გზები და ხერხები რითაც დაეხმარება სხვადასხვა უმცირესობებს რათა მათი უფლებები და თავისუფლებები იყოს დაცული საქართველოში.

მეკი, ისღა დამრჩენია ტოლერანტობის სახლს ზურგის ქარი ვუსურვო 🙂

Advertisements

3 thoughts on “ისღა დამრჩენია ზურგის ქარი ვუსურვო

  1. guest

    “ერთ-ერთ გოგონას სკოლის დამთავრების შემდეგ სურდა რომ საკუთარი ატელიე გაეხსნა ახალქალაქში”

    😀
    მერე იტყვით კიდე სტერეოტიპებიო

    Reply
      1. guest

        სომეხი -> ატელიე.

        სომხები ან საპოჟნიკები, ან მკერავები ან პარიკმახერები არიანო რო თქვა სტერეოტიპიაო და “არმენოფობიას” დაგწამებენ, არადა აქვთ გენში ეს მიდრეკილება და მოკალი თუ გინდა. მაგიტომ ვთქვი “მერე იტყვით სტერეოტიპებიო”.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s