აი, ის

აი, ის ბავშვები, მანქანებს (მსუბუქი, სატვირთო, ავტობუსი, მარშუტკა) ქვებს რომ ესვრიან. ამინდის შესაბამისად – თოვლის გუნდებს.
აი, ის ლექტორები, დასწრებას რომ მაგიდაზე მუშტის რტყმით ითხოვენ და თვითონ სემინარებს აცდენენ, მეორე კვირაა. თანაც არ გაფრთხილებენ.
აი, ის ხალხი, ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაადგილება, რომ უნდათ და მგზავრობის ფულის გადახდა არა.
აი, ის მგზავრები, რომლებიც ვერ იტანენ კონტროლიორებს.
აი, ის ხალხი, ავტობუსში რომ ამოდიან და სიცივე შემოაქვთ.
აი, ის ორგანიზაციები/კომპანიები, რომელთათვისაც მთავარი facebook like-ებია.
აი, ის ადამიანები, რომლებიც ნაგავს ძირს ყრიან მიუხედავად იმისა რომ ურნა გვერდზე დგას.
აი, ის მეზობლები, რომლებიც ნაგავს აივნიდან ყრიან.
აი, ის უბანი, სადაც მუდმივად ფეიერვერკია. ამ წუთშიც.
ის ხალხი, ვინც ყველაფერს აპროტესტებს მხოლოდ იმიტომ რომ პროტესტი ევასება.
ტუტუცი მშობლების ტუტუცი ბავშვებიც.
აი, ის ფილმი, კომედია რომაა იდეაში და საბოლოოდ ვერ გაიგებ რა აღმოჩნდა.
უთავმოყვარეო ხალხი.
ლაზღანდარებიც.
უპასუხიმგებლოებიც.
არაპუნქტუალურებიც.
გამხდარი გოგოები, რომლებიც მუდმივად მსუქნები არიან მაინც.
მაივიდეო, სადაც ისევ ცესკოს რეკლამაა, ისევ უზარმაზარ ხმაზე.
აი, ის ხალხი, ვისაც უნდა რომ facebook-ს ფერი შეუცვალოს -_-

დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ.

3 thoughts on “აი, ის

  1. პერწკლი

    აი, ის ხალხი, ავტობუსში რომ ამოდიან და სიცივე შემოაქვთ.–სპეციალურად კი არ აკეთებენ, რა ქნან აბა :შ
    პ.ს. ის ხალხი, შენობაში შემოსვლისას კარს რომ არ ხურავენ, ამ ყინვაში :ბრრ:

    Reply
  2. Mari

    აი ის თინეიჯერები, 13 სანტიმეტრიანი ქუსლებითა და აჟურული კოლგოტებით რომ დადიან. (ახლა დავფიქრდი ამ საკითხზე და ეს პოსტი გამახსენდა)

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s