2012 წელს

ზამთარი

ახალ წელს სახლში შევხვდი და უკვე 20 წელია მუდმივად სახლში ვხვდები. აი, 00:00-ზე რომ ფეირვერკი ატყდება, თითო ჭიქა შამპანიურს რომ შევსვამთ, საჩუქრებს რომ გავხსნით, გვერდზე ქუჩაზე ბებიაჩემთან რომ მივალთ აი უკვე ამ ყველაფრის მერე შემიძლია წავიდე სადმე. ამჯერად ანასთან წავედი, თითო ჭიქა შევსვით, ქეთოც მოვიდა, წავილაპარაკეთ ის ეს და დავიშალეთ. მე სახლში წამოვედი და დავიძინე. ხო, როგორც წესი ახალ წელს მძინავს, თან ტკბილად.

ახალი წლის მერე ბევრი არაფერი მახსოვს, ალბათ იმიტომ რომ არც არაფერი ყოფილა, გამოცდები, მაღლივი და უნივერსიტეტი. ა, გამახსენდა, შარშან იანვარში იყო შერლოკის ყურება რომ დავიწყე ^_^ და სწორედ იმ იანვრის მერე ველოდები 2013 წელს რომ მესამე სეზონი გამოვიდეს.

გაზაფხული

გაზაფხული ორი რამით გამოირჩევა:

1. მართვის მოწმობა ავიღე
2. მარი დავკარგე. ჩემი მეგობარი. და დღემდე ვერ ვსწავლობ როგორ უნდა ვიცხოვრო ტკივილით, მუდმივი მონატრებით, მუდმივად მასზე ფიქრით. ვერ ვეგუები უიმისობას, ვერ ვეგუები რომ გარდაიცვალა, რომ ვეღარ ვნახავ, რომ ვეღარ მოვუსმენ, ლურჯი თვალებით არ შემოხმედავს, უაზრო კომპლექსებით არ მომიშლის ნერვებს, რომ აღარ მეტყვის ვერ გნახავ ცუდად ვარო. მე კიდევ ჯიუტად ვუმეორებდი რომ გამოჯანმრთელდები მერე გნახავ-მეთქი, და ეს “მერე” როცა დადგა მარი უბრალოდ ვერაფერს გრძნობდა.

ზაფხული

ზაფხულში ჩემი მეგობრის ქორწილი იყო, და პირველად ვიყავი მეჯვარე. ბანკეტის მერე პირველად მქონდა მცდელობა დავსმგავსებოდი გოგოს და წარმატებით დაგვირგვინდა.
ზაფხულში, summer job-ი დაიწყო და მეც “დავსაქამდი”. სწორედ მაგის გამო მთელი ზაფხული თბილისში ვიყავი.

შემოდგომა

შემოდგომა მთელი წლისგან განსხვავებით ყველაზე მხიარული და უდარდელი იყო. მთელი სექტემბერი ზღვაზე ვიყავი და თბილისისგან შორს, ყველა პრობლემისგან შორს. თანაც ბევრ ხალხთან ერთად. მუდმივად კარგ ხასიათზე და მუდმივად შემართული საქმე მეკეთებინა.
შემოდგომით გავხდი 21 წლის : )  და შემოდგომით გამოვცვალე ჩემი დანგრეული ნოკია ^_^ სამაგიეროდ ეხლა მაქვს გალაქსი, ინსტაგრამი და ფორსქვეარი❤

 

ამ ყველაფერს ბექგრაუნდად წვრილ-წვრილი და არაფრით გამორჩეული დღეები მიჰყვება. ზოგჯერ მთვრალი, ზოგჯერ დაგრუზული, ზოგჯერ ძალიან კარგ ხასიათზე და ზოგჯერ საოცრად აცანცარებული მე. სხვადასხვა ღონისძიებები, საღამოები, ტრენინგები და ლექციები, უნივერსიტეტი,  ლექტორები, ზოგი არც ისე კარგი ლექტორი, GeoLaw-ს გრანტი და მისი აღორძინება და ფეხზე დაყენება, მეგობრები და მათთან გატარებული ყველა წუთი.

იცი, ბედნიერი ვარ. მიუხედავად ყველაფრისა. მიუხედავად ამ წელს განცდილი დანაკლისისა. ჯობია ბედნიერი იყო და ბედნიერების მიზეზები ეძიო, ვიდრე უბედური და მუდმივად დეპრესიაში.

ბედნიერ 2013 წელს გისურვებთ🙂

6 thoughts on “2012 წელს

  1. devdariano

    ბედნიერება ადამიანის თვისებაა საყვარელო😉 გილოცავ ძალიან საყავრელი ადამიანი ხარ!

    Reply
  2. მარი !

    წარმატებული წელი ყოფილიყოს❤
    მე გუშინ იმდენ ადგილზე ვიბოდიალე და იმდენი დავლიე აღარაფერი აღარ მახსოვს :დდ

    Reply
  3. Nuca Nikolishvili

    ახალ წელს მეც გადასარევად მძინავს ხოლმე :დ
    შერლოკზე მეც ვგიჟდები ^_^
    მე მშურს რომ შენ მართვის მოწმობა აიღე :პ
    მე ვიცი(ვიბრალებ რომ ვიცი) რას შეიძლება ნიშნავდეს მარი. (აქვე მესმის სახლში რომელი შეიძლება იყოს სახლში “მიშველე-ოთახი” )
    შენ ძალიან მაგარი მეგობრები გყავს :ჩემი თვალით ნანახი:
    და შენ ჩემი გადმოსახედიდან კარგი წელი გქონდა ^_^

    2013 უკეთესი და დაუვიწყარი წელი გქონოდეს, შენსავით თბილი და მხიარული❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s