კადრს მიღმა დარჩენილი ფოტოგრაფი და გეი წყვილის პირველი საჯარო ფოტოები

gay coupleმთელი საღამოა ნიუსფიდში გეი წყვილის ფოტოები ტრიალებს. ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, მაგრამ არც-ერთი სიტყვა თქმულა ავტორზე. როგორც ხდება ხოლმე ფოტოების ავტორი კადრს მიღმა დარჩა და მხოლოდ ფოტოზე გამოსახულ ქმედებებს თუ სილამაზეს განიხილავდნენ.

gay couple

ფოტოების ავტორი 25 წლის რეზო ოზერ არის. 7 წელია იღებს და თვლის რომ ფოტოგრაფია მისი სამყაროა, ეს ისაა რასაც ბედნიერების წყაროს უწოდებენ ხოლმე. არსებობს “ფოტოგრაფი” რომელსაც მაგარი ფოტოაპარატი აქვს და ჭკუაზე არ არის, და არსებობს ფოტოგრაფი, რომელიც ნებისმიერი აპარატით გენიალურად იღებს. ზოგს ხალხის გადაღება უყვარს, ზოგს ბუნების, ზოგსაც არარსებული რაღაცების. აი რეზოს უყვარს იმის გადაღება რაც ადამიანების ყურადღების მიღმა რჩება, უყვარს გადაიღოს ადამიანები ისეთები, როგორებადაც ხედავს. ყურადღებას ამახვილებს არა იმაზე რასაც ყველა ხედავს, არამედ იმაზე რაც შეუმჩნეველია.

1

ბანალური კითხვების შემდეგ, რომელიც ზრდილობამ მოითხოვა, ვკითხე რატომ მოუნდა გეი წყვილის გადაღება და ყველაზე მოულოდნელი პასუხი გამცა. ვფიქრობდი მიპასუხებდა რომ უბრალოდ ესეც თავისებური სილამაზეა, ან ინტრიგის აგდება უნდოდა, ან რამე, მაგრამ მითხრა რომ ხალხის ჭურიდან ამოყვანას ლამობდა. რომ ჩავუღრმავდი ამიხსნა, უბრალოდ ამ ფოტოებით მას უნდოდა დაენახებინა ხალხისთვის, რომ გეი წყვილი ისეთივე წყვილია როგორც ჰეტერო, რომ მათაც უყვართ ერთმანეთი, თქვენ წარმოიდგინეთ, და რომ მათი შიშველი ფოტოებიც შეიძლება იყოს ლამაზი. ვიღაცისთვის არაესტეტიურია, ვიღაცისთვის გამაღიზიანებელი, ვიღაცისთვის შფოთვის საგანი, მაგრამ გემოვნებაზე არ დაობენ. მე ძალიან მომწონს.

gay coupleრეზოს გამოფენის მოწყობა უნდა. ისეთი სადაც ბოლომდე გამოიტანდა იმ ყველაფერს რაც ამ 7 წლის განმავლობაში გადაიღო. იმას რისი დანახვაც მოახერხა, იმას რაც უნდა რომ ჩვენც დაგვანახოს, მაგალითად გეი წყვილის სიყვარულს. სამწუხაროდ, როგორც ხდება ხოლმე ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და არავინ ჰყავს ისეთი ვინც გამოფენას დაუფინანსებდა.

ისე, მე პირველად ვნახე საქართველოში, ქართველი გეი წყვილის ფოტოები, რომლებიც ასე საჯარო გახდა. თქვენ გინახავთ სადმე? ყოჩაღ ამ ხალხს გაბედულობისთვის ^_^

gay couple

დანარჩენი სურათები იხილეთ ამ ბმულზე

21 thoughts on “კადრს მიღმა დარჩენილი ფოტოგრაფი და გეი წყვილის პირველი საჯარო ფოტოები

  1. Tjorven-ჩორვენი

    მე ფრიად დამევასა ეს ფოტოები, მშვიდია და ყველანაირი ზედმეტობების გარშე!
    ნამდვილად კარგი გამოუვიდა!

    Reply
  2. Dissolved Girl

    მეც მომწონს. და უფრო მეტად მიკვირს ხალხის სიმშვიდე, ჩემთან არავინ გამოსულა ფიწლებით ამ ფოტოების წინააღმდეგ 🙂 ჯერ 🙂

    Reply
  3. Snake

    პოსტი მომეწონა. მეტი რესფექთი ფოტოგრაფს! ის იმსახურებს ამას, არა (მხოლოდ) ამ ფოტოსესიის გამო 🙂

    Reply
  4. glamtaia

    ბრავო , ამ წყვილის გამბედაობას და რესპექტი ფოტოგრაფს )))

    Reply
  5. iaia

    როგორც ხელოვნება ძალიან საშუალოა :(. თემის წახალისება კი ნამდვილად არის…

    Reply
  6. ♥ Miss.Catalan.. ♥

    არა,ჩემთვის ამაზრზენია როცა კაცი კაცს ეფერება და ელაქუცება რა 😐 გასაგებია რომ მათაც აქვთ უფლება უყვარდეთ,მაგრამ,ჩემთვის ეს ყველაფერი ამაზრზენია (ისევე როგორც ქალს ქალი რომ უყვარს). გამბედაობას რაც შეეხება,ჰო,არის რაღაც დასაფასებელი. ფოტოები კიდევ არაა ნამდვილად ლამაზი,და დასატკბობი. ხელოვნების თვალსაზრისით,სულაც არაა ”ძალიან მაგარი” და ”დამაფიქრებელი”. რამდენი ასეთი ფოტოც არ უნდა გადაიღონ,ჩემი აზრით,ხალხი და მითუმეტეს ქართველი ხალხი,ისევ თავის აზრზე დარჩება.

    Reply
  7. murtaza

    თქვე სატანისტო პიდარასტებო :@ თქვენ ჩიპიანი პასპორტებიც გექნებათ

    Reply
  8. tamara

    მამათმავლობა სულაც არაა გასაკვირი ეს ყოველთვის იყო და იქნება…რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მისი ამ დონეზე აფიშირება, მითუმეტეს, რომ ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშის არაფერი ეტყობა, მარაზმია 🙂

    Reply
  9. Lord Vader

    ბოლო დროის ამბებმა აჩვენა, რომ შენი ოპტიმიზმი გადაჭარბებული ყოფილა.

    Reply
  10. მე

    შენი კუტუ სხვის კუტუს როგორ უნდა შეახო ააააააა 😀

    Reply
  11. bu

    მართლაც რომ ძალიან კარგი ფოტოებია და ძალიან გამბედავი წყვილი,თან ლამაზი

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s