23/01/2013

23/01/2013 წელი,
7:00 სთ
მაღვიძარამ დარეკა და სწრაფად გამოვრთე, რომ ჩემს დას არ გაღვიძებოდა. ჩემდა გასაკვირად უკვე გამოფხიზლებული ვიყავი და ლოგინიდან ადგომა და გვერდზე ოთახში გასვლა არ დამეზარა. თემუჩინი უნდა გამეღვიძებინა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ღამე გაათენა და ჩემი გაღვიძება სულაც არ სჭირდება. ჩემს ოთახში დავბრუნდი, 20 წუთით ლოგინში შევგორდი და ბოლოს ძლივს წამოვიზლაზნე. სიბნელეში, მობილურის სინათლეზე ტანსაცმელი მოვძებნე ხელის ფათურით, ჩავიცვი, შედარებით გამოვფიხზლდი და სამზარეულოში გავედი. მამაჩემიც უკვე ამდგარი დამხვდა. ყავა აღარ იყო. ყავას უცნაური თვისება აქვს, სწორედ მაშინ თავდება როცა ყველაზე მეტად გინდა.

8:00 სთ
ზუსტად 8-საათზე უკვე რედისონთან ვიყავი. რამდენიმე ბავშვი დამხვდა, არც-ერთი არ მეცნობოდა. ავტობუსიც ჩამოდგა, თემუჩინიც გამოჩნდა, გიორგიც და დემეტრეც შემოგვიერთდა. 30-ბავშვიდან მხოლოდ 3-ს ვიცნობდი. ნუ ითს ოქეი, მაინც კარგია რომ მარტო არ ვარ. თანაც, ძირითადად ბავშვები არიან, სკოლის მოსწავლები. 8-საათზე უნდა გავსულიყავით თბილისიდან, მაგრამ ავტობუსი რომ დაიძრა 10-ის 10 წუთი იყო ზუსტად.

12:40 სთ
ბაკურიანში ვარ. თოვლი და მზეა. მიჭირს თვალი შევაჩვიო სითეთრეს და მზეს. არადა ჯერ კიდევ 1 კვირის წინ ვწუწუნებდი დიდი თოვლი მინდა-მეთქი. 15 წუთში თემუჩინთან ერთად ოთახში ვიყავი. ლოგინზე გავიშხლართე და მივხვდი რომ მგზავრობამ ძალიან დამღალა. ინტერნეტი ნომერში არ იჭერს. მხოლოდ პირველ სართულზე, საკონფერენციო ოთახში. მე კიდევ მეოთხე სართულზე ვარ, ლიფტიც არ მუშაობს. კიბეებზე ადი ჩადი კიდევ ძალიან მეზარება.

15:00 სთ
ტრენინგი იწყება, რომელიც იდეაში ბლოგერებისთვისაა. თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა რომ 30 კაციდან საკმაოდ ცოტა ბლოგერია, რაც ყველაზე ცუდია ამათგან მხოლოდ 4-ს ვიცნობდი. ბავშვების უმეტესობა ახალგაზრდული პარლამენტიდან არიან. უნდათ ბლოგი გააკეთონ და ამ ბავშვებმა წერონ აქტუალურ თემებზე ბლოგზე. სწორედ ამიტომ ორ დღიანი ტრენინგი ტარდება ბაკურიანში და ემსახურება ამ ბავშვების გაცნობიერებას სხვადასხვა საკითხებში.
ტრენინგი თეოლოგმა და “ტოლერანტობის ცენტრის” ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა გახსნა, ბექამ წაიკითხა  ლექცია საქართველოში არსებული თანამედროვე გამოწვევების შესახებ. თუმცა, საბოლოო ჯამში ეს ლექცია რელიგიის თემაზე კამათში გადაიზარდა. საერთოდ, კამათი ძალიან მიყვარს, მაგრამ არა რელიგიაზე და პოლიტიკაზე. მიმაჩნია, რომ ეს ის ორი თემაა, რომელზეც კამათს აზრი არ აქვს უბრალოდ. ტყუილად იშლი ნერვებს და მეორე მხარეს ვერ გადმოიყვან შენს აზრზე, ვერც ვერაფერს გააგებინებ და უბრალოდ ენერგიას ხარჯავ.
შემდეგი ლექცია ჟურნალისტმა ეკა წამალაშვილმა წაიკითხა, რომელიც იდეაში დემოკრატიის პრინციპეპს უნდა შეხებოდა. პრინციპში, შეეხო კიდეც, ოღონდ 10%-ით, დანარჩენი 45 პროცენტი მედიას და 45%-იც სტალინის ძეგლს ეხებოდა. ჩემი გამოუძინარობის გამო გამომეპარა ის რგოლი რითითაც მედიიდან სტალინის ძეგლზე გადავიდნენ. ბავშვები განიხილავდნენ და მსჯელობდნენ უნდა დაებრუნებინათ თუ არა ძეგლი, მისი ვარდისფრად შეღებვა იყო თუ არა ვანდალიზმი და ა.შ. ჩემდა გასაკვირად უმეტესობა თვლიდა რომ ძეგლი უნდა იყოს იქ სადაც არის, თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი ტურისტი ჩამოდიოდა იმის გამო რომ ძეგლი ენახათ. თანაც ასე თუ ისე ის ისტორიის ნაწილია. ყველაზე მოსაწყენი 1 საათი იყო მთელი ამ დროის განმავლობაში.

21:30 სთ
ზუსტად ეს დროა ეხლა როცა ამ პოსტს ვწერ და ველოდები ბავშვებს როდის ჩამოვლენ საკონფერენციო ოთახში, რომ თემუჩინმა მორიგი ტრენინგი ჩაატაროს. ტრენინგი ბლოგს შეეხება, როგორ უნდა წერონ, რატომ უნდა წერონ და რომ თეთრით შავზე არ წერონ. შიგა და შიგ მეც უნდა დავეხმარო ^_^  პრინციპში, ჩვენ ეს 4 ბლოგერი იმისთვის ვართ რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ : )))

იმედი მაქვს მალე მორჩება თემუჩინი ყბედობას და ოთახში მალე შევალ და დავიძინებ. ხო, მართლა, სასტუმროში აუზია, და ძალიან დამწყდა გული რომ საცურაო კოსტუმი თან არ მაქვს. რას ვიფიქრებდი, რომ შუა ინვარში, ბაკურიანში “კუპანლიკი” დამჭირდებოდა o.O
სამაგიეროდ, სასტუმროში კლუბია და 1-2 საათში იმედია გავერთობი.

ხვალ გარეთ გასვლას და მინიმუმ თოვლში ბოდიალს ვგეგმავ, მაქსიმუმ თხილამურებზე დადგომას და კისრის მოტეხვას ^_^

6 thoughts on “23/01/2013

  1. ვაიბი

    აუ აუ რა კარგ პონტში ხართ ყველა ^^ მეც ისე ველოდებოდი რო ახალგაზრდული პარლამენტიდან წ”წამიყვანდნენ” ბაკურიანში.. მაგრამ, ვეეერ მომართვეს😀 ხო, აუ დილით მეც სუ ბუძელნიკს ვრთავ უცბად რო ჩემი და არ გავაღვიძო :/ და მერე არ მყოფნის მაღვიძარას ხმა და მეძინება ისევ…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე მყოფნის :დ მაღვიძარას პირველივე ნოტებიდან მეღვიძება ხოლმე და ეგრევე ვთიშავ. თუ ძილი მაკლია მაშინ კიდევ 20-წუთით ვწევ და აი მერე უკვე ნამდვილად მყოფნის :დ

      Reply
  2. Mari

    ე.ი. მაქედან რომ ჩამოხვალ, არაფერს არ გკითხავ, იმიტომ რომ უკვე ყველაფერი წავიკითხე😀

    Reply
  3. თაკოს ბლოგი

    ნათი❤ როგორ მინდა შენ ადგილას ვიყოო :(( ტანსაცმლიანმა რო იბანავო არა? ?:დ მე შეიძლება ბაზალეთზე წავიდე ზაფხულში სამოქალაქო კლუბიდან თუ მოვახერხეთ :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s