24/01/2013

გუშინ ტრენინგები დაახლოებით 11-საათისთვის დასრულდა და დაღლილი ლოგინზე მივესვენე. სადღაც 1 საათში სასტუმროს კუთვნილ კლუბში წავედი. ვიფიქრე გავერთობი, დავლევ და ვიცეკვებ-მეთქი, მაგრამ ჩემი ფეხები. ლუდი დავლიე, ცოტა ტრაკიც გავაქნიე და საბოლოო ჯამში ნომერში დავბრუნდი.

collage

ასე, დილის 6 საათი იქნებოდა როცა დავიძინეთ, უფრო სწორად, როცა თემომ დაიძინა. ძალიან არაკომფორტულად ვიწექი, + ხან მცხელოდა, ხან მციოდა და ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მეღვიძებოდა და ვნატრობდი მალე გათენდეს-მეთქი. თვალი რომ გავახილე და ოდნავ განათებული დამხვდა გამიხარდა, ვიფიქრე ცოტაც და გათენდება-მეთქი. ისევ ჩამეძინა და საბოლოო ჯამში 9-ს რომ 10 აკლდა მაშინ გამეღვიძა. თემოს, და კიდევ ერთი აქ გაცნობილის გაცნობას უიმედოდ ვცდილობდი. ბოლოს ხელი ჩავიქნიე და სასადილოში ჩავედი. ცხელი ყავა დილით არის უებარი რამ ^_^ ვისაუზმე, კურტკას დავავლე ხელი და გარეთ გავედი.

თოვდა, ოღონდ ცოტათი, გზა სუფთა იყო, ხალხი საერთოდ არა.ვბოდიალობდი და ვცდილობდი ისეთ ადგილებში მევლო სადაც ნაფეხურები არ იქნებოდა. მომწონს ჩემს კვალს რომ ვტოვებ ხოლმე. ერთ-ერთ ადგილზე, მუხლებამდე თოვლში, როცა აღმოვჩნდი მივხვდი რატომაც არ იყო იქ ნაფეხურები🙂 სხვათაშორის არ ციოდა, კურტკაში დამცხა.

ბაკურიანი დილის 9-საათზე, დაახლოებით

ბაკურიანი დილის 9-საათზე, დაახლოებით

სადღაც 10 საათისთვის სასტუმროში დავბრუნდი, ტრენინგი იწყებოდა. ტრენინგი რა, უფრო საუბარი და დისკუსია იმის შესახებ თუ როგორი უნდა იყოს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგი, როგორ და რაზე შეიძლება წერონ ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა, რა კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს რედაქტორი, რომელიც მხოლოდ ავტორის ტაიპოებს და გრამატიკულ შეცდომებს ჩაასწორებს. იდეები წამოვიდა და რაღაც მონახაზი ჩამოვაყალიბეთ. გაკეთებაღა დარჩა : )

სადღაც ორი საათი დრო გვქონდა და თხილამურებით სასრიალოდ გავედი. ბოლოს ბაკურიანში 10 წლის წინ ვიყავი, ალბათ, და შესაბამისად თხილამურებზე ბოლოს სწორედ მაშინ ვიდექი. მეგონა გამიჭირდებოდა, განსაკუთრებით “კანატკით” ზევით ასვლა. საბედნიეროდ არც კისერი მომიტეხია, არც ხელ-ფეხი, არც წავქცეულვარ და იდეალურად ვისრიალე. ხელები გამეყინა უბრალოდ. მიყვარს თოვლი, განსაკუთრებით ბაკურიანში.

269241_458980840818405_885194620_n

სასტუმროში დავბრუნდით და ასე 1 საათში მორიგი ტრენინგი იწყებოდა სოციალურ მედიაზე. სოციალური მედიის პირველი საფეხურები და ა.შ. ტრენინგს ილიაუნის პიარმენეჯერი ლანა ღვინჯილია უძღვებოდა.
ასევე, ლანამ წაიკითხა ლექცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა დაიწეროს პროექტი და რა მნიშვნელოვანი დეტალებია გასათვალისწინებელი. კარგი გამოვიდა. ვგონებ, მეორე დღე გაცილებით პროდუქტიული გამოდგა.

ამჯერად (21:08 საათია) მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ პარლამენტი უნდა იყოს თბილისში თუ ქუთაისში. დაახლოებით 30 კაციდან მხოლოდ სამმა ადამიანმა გამოთქვა იმის სურვილი, რომ პარლამენტი თბილისში უნდა იყოს. მათი ძირითადი არგუმენტი იყო ის რომ: 1. თბილისი დედაქალაქია და პარლამენტი დედაქალაქში უნდა იყოს და 2. პარლამენტარებს მუშაობა თბილისიდან უფრო გაუადვილდებათ.
მე თუ მკითხავთ სულ-ერთია სად იქნება პარლამენტი, მთავარია თავიანთი საქმე აკეთონ. მაგრამ ჯერ-ჯერობით ახალი მოწვევის პარლამენტის გაკეთებულ საქმეებს ვერ ვხედავ, ვაცდი ბატონო, ვაცდი.

ძალიან მეძინება. ალბათ იმიტომ რომ რამდენიმე საათი მეძინა მხოლოდ. გული მწყდება რომ ხვალ 10-საათისთვის აქედან გამოვალ და ვინ უწყის კიდევ როდის ჩამოვალ ბაკურიანში და კიდევ როდის ვისრიალებ თხილამურებით.

ა, ხო, გუშინ, დილით 25 უცხო ბავშვი რომ დავინახე მააგრად გამიტყდა. როგორც წესი არ მიყვარს ბავშვები და ვერც ვურთიერთობ მათთან, ხო, ალბათ ჩემი ბრალია. მაგრამ ამჯერად სხვანაირად გამოვიდა. მართალია ყველას გაცნობა ვერ მოვახერხე და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სახელი დამამახსოვრდა (იმათი ვისაც უნო ვეთამაშე), მაგრამ საერთო ჯამში კარგები არიან. მომწონს როცა ცდილობენ ბევრი არგუმენტი მოიყვანონ და დაასაბუთონ თავიანთი ნათქვამი. იმედი მაქვს ახალგაზრდული პარლამენტის ბლოგსაც კარგად გაუძღვებიან.

One thought on “24/01/2013

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s