ავტობუსში ქცევის “კოდექსი”

მოდი ერთად შევიმუშაოთ ავტობუსში ქცევის “კოდექსი”.
იმიტომ ავტობუსში, რომ ამ უკანასკნელით მიწევს მგზავრობა და უფრო კარგად ვერკვევი :p

1. როდესაც ადიხართ ავტობუსში აუცილებელია აიღოთ მგზავრობის ბილეთი, ეს თქვენი მოვალეობა და ვალდებულებაა. შეიძლება არ იცით, მაგრამ, როდესაც ფეხს ადგამთ ავტობუსში ამით თქვენ დებთ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც ვალდებულები ხართ გადაიხადოთ საფასური ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე მიყვანისთვის. ამიტომ, როდესაც დაგაჯარიმებენ ნუ ასტეხთ ისტერიკას.
* რა თქმა უნდა არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, მაგალითად: ავტობუსში ისეთი ჭყლეტვა იყო, რომ ფიზიკურად ვერ მოახერხეთ ჩანთაში ხელის ჩაყოფა და პლასტიკური ბარათის, ან ხურდის, გადაწოდება.
2. როდესაც ავტობუსში ამოდის კონტროლიორი თქვენი მოვალეობაა წარუდგინოთ მას ბილეთი, ხოლო მისი მოვალეობაა მოგთხოვოთ იგი. ნუ მიგაჩნიათ სწორად ის ფაქტი, რომ კონტროლიორი მოვალეა თქვენს მაგივრად აიღოს ბილეთი. თუმცა, ხშირად ხდება ხოლმე, რომ მთელი ავტობუსის გასაგონად ყვირიან “გადმოაწოდეთ ბარათები, მე აგიღებთ ბილეთს”. მიიღეთ ეს დახმარებად და ბილეთის მოწოდების შემდეგ ბოღმით აღსავსე თვალებით შეხედვის ნაცვლად გადაუხადეთ მადლობა.
3. ავტობუსში ამოსული კონტროლიორის ლანძღვა-გინება და სამსახურეობრივი მოვალეობისთვის ხელის შეშლა უნდა ისჯებოდეს რამით!
4. ავტობუსში უნდა იკრძალებოდეს ჭამა, მათ შორის შოკოლადისაც. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგს ძალიან უყვარს შოკოლადი და მის სუნზე შესაძლოა ვინმეს შოკოლადის მეპატრონის მოკვლა მოუნდეს, იმიტომ რომ მას არ აქვს შოკოლადი ^_^
5. სასტიკად(!) უნდა აიკრძალოს ატობუსში მზესუმზირის ჭამა. მართალია მგზავრები ცდილობენ დამალონ ის ფაქტი, რომ ისინი მიირთმევენ მზესუმზირას, მაგრამ, მინიმუმ გვერდზე მჯდომი მაინც ამჩნევს რომ თქვენ ილუკმებით და ნაგავს ყრით ძირს!
6. ამოსული მგზავრები ადგილს არ უნდა იკავებდნენ კარებთან, თანაც ისე რომ სხვა ამომსვლებს გაუჭირდეთ ავტობუსში მოხვედრა.
7. მგზავრები მუსიკას უნდა უსმენდნენ “ნაუშნიკებში”.
8.

მოკლედ, მეტი ვერაფერი მოვიფიქრე, იმედია თქვენ გექნებათ რამე ჩასამატებელი. მოხუცებზე და თავზე დადგომებზე საუბარი იზ თუუ მეინსთრიმ😛

დღეს, როდესაც ავტობუსით ვმგზავრობდი და ჩემს გვერდზე მჯდომი თან “სემიჩკას” აკნატუნებდა, თან ნაგავს ძირს ყრიდა, თან კონტროლიორს ლანძღავდა იმის გამო, რომ ბილეთი სთხოვა, მომინდა რომ ყოფილიყო რამე კანონი, რომელიც ამ ქალს რამეს დაუშავებდა -_-

21 thoughts on “ავტობუსში ქცევის “კოდექსი”

  1. goreli

    მოხუცებზე და თავზე დადგომებზე საუბარი იზ თუუ მეინსთრიმ❤❤❤ marto am sityvebzee :*

    Reply
  2. Jason Evans

    ბოლოს ავტობუსსში სკამზე როდის ვიჯექი აღარ მახსოვს. დიდი სიამოვნებით დავამატებდი ერთ წესს რომელიც მოიცავს იმას, რომ როდესაც შენ სკამზე ზიხარ და ამოდის ვიღაც შენზე დიდი (ასაკოვანი) არ უნდა შემოგხედოს ისეთი თვალებით თითქოს ვალდებული ხარ ადგე და დაუთმო -_-

    Reply
      1. Jason Evans

        მაინც ვერ ვნახე ამის მაგვარი წინადადება. კარგი, ჩათვალე არაფეირ დამიწერია.

  3. Mari

    ავტობუსში უნდა ახვიდე დაბანილი, კბილებგამოხეხილი და ნიორნაჭამი პირით არ უნდა ისუნთქო მთელი ძალით. არ უნდა ილაპარაკო ბოლო ხმაზე. რომ დაახველებ ან დააცემინებ, პირზე ხელი უნდა აიფარო და წინ მჯდომს არ უნდა დააყარო თავზე დუჟი.

    Reply
    1. Mari

      + თუ ფეხზე დგომა არ გინდა, გადატენილ ავტობუსში არ უნდა ახვიდე და მერე ეს უზრდელი ახალგაზრდობა არ უნდა ლანძღო.

      Reply
      1. თამრი

        ფეხზე დგომაზე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. საქმე ისაა, რომ უბრალოდ ვერ ჩაეტევი. და ვერ ვხვდები, ისედაც გადატენილ ავტობუსებში ხალხი როგორ ადის და ეტევა ვითომც არაფერი.
        არ მიყვარს ავტობუსში ჩაკვეხა, ამიტომაც ველოდები სანამ ყველა ავა, და თუ რამე ადგილი დარჩა, მეც ავალ. არ მიყვარს ვიღაცა თავზე როცა მაზის, მჭყლეტს და მამრობითი სქესის წარმომადგენლების ერთ-ერთი ორგანო უნებლიეთ ეხება ჩემს სხეულს. ამას კიდევ ავიტან, მაგრამ ზოგი ხანში შესული კაცების ხელების არაუნებლიე ბოდიალი ჩემი ფეხის ზედა ნაწილზე, ზე არასასიამოვნოა და ასეთი რამ თუ შემხვდება, ეგრევე ვცდილობ ჩამოსვლას.

    2. Lord Vader

      ნიორი არ ვიცი და დეზადორანტწაუსმელი სახლიდან არ უნდა გახვიდე საერთოდ🙂

      Reply
  4. spleet

    როდის დაავ ეს ყველაფერი ქართველთა გონებამდე. ავტობუსსში მეც მიჭამია, მიუხედავდ იმისა, რომ საშინლად მაღიზიანებს ჩემ გევრდით, რომ ჭამენ და მერე ყველაფერს ძირს ყრიან. მე ასე არ ვაკეთებ, მაგრამ, ხომ მაინც ვჭამ.
    საშინლად არაკომფორტულია ავტობუსით მგზავრობა, თან გარეუბნებში სადაც ერთი ოროლა გაძეძგილი ავტობუსი გამოივლის და ისიც ასეთ დღეში.
    ადრე მეწერა პოსტი დაუბანლობაზე, ე მაშინ პატარა რო ვიყავი და მეგონა ჭკუის სწავლების უფლება მქონდა. ხოდა აქ რა მოსატანია, მაგრამ ავტობუსები ყარან! ვერ ვჩერდები ხოლმე ზაფხულში განსაკუთრებით.

    Reply
  5. erosi

    ავტობუსში მოქცევაზე რომ წავიკითხე ეს სტატია, ამ პოსტის ბოლოში რომ ეწერა გააგრძელეთ თქვენითო, დამებადა იდეა და დავწერე გაგრძელება თუ რა მოხდა ერთხელ ავტობუსში “სექს ინციდენტი ავტობუსში” http://erotikuli.wordpress.com/2013/02/04/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%A8%E1%83%98/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საინტერესო პოსტი იყო : )
      თუმცა შეგეძლო შორთლინკი გამოგეყენებინა :p

      Reply
  6. Lord Vader

    მე დავამატებ – ავტობუში უნდა იკრძალებოდეს ზასაობა. ეგებ სხვებსაც უყვართ ზასაობა და შემდეგ როგორც შოკოლადზე გიწერია🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აააააა :დდდ კიი ეგეც. პროსტა მე არ შემიმჩნევია მოსაზავე წყვილები :დ

      Reply
  7. Butterfly

    კიდევ კარგი არ მიწევს ავტობუსთან ხშირი კონტაქტი, :დდდდ ხშირი რა ფაქტიურად არ მაქვს შეხება :დ

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s