50-დან 49-მდე

50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარჩემი 50 წიგნი, რომელსაც ერთი, ორმოცდამეათე აკლია.
პირველი წიგნი 2010 წლის 8 ნოემბერს, თბილისი ცენტრალში, 50 წიგნის პრეზენტაციაზე შევიძინე. თავიდანვე აქტიურად ვიყავი ჩართული, გამოკითხვებში მონაწილეობას ვიღებდი, ვინტერესდებოდით სიით და ა.შ. მინდოდა ის 50 წიგნი მქონოდა, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკიტხო სანამ ცოცხალი ხარ.

აქტიურად ავუბი მხარი, გამოსვლისთანავე ვყიდულობდი, თან მობილურში ორი კვირის შემდგომ ორშაბათზე რიმაინდერს ვაყენებდი რომ არ დამვიწყნოდა. სახლში მისული ჯერ წიგნის უკანა მხარეს ვკითხულობდი, მაინტერესებდა წიგნი რაზე იყო და ვინ იყო ავტორი, მერე ბოლო ფურცელს ვკითხულობდი, შემდეგი რა წიგნები იქნებოდა უნდა მცოდნოდა. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე კითხვას ვიწყებდი. თითქოს არ მიჭირდა, ორ კვირაში ერთხელ ერთი წიგნი არაფერია, მაგრამ საბოლოო ჯამში ისე აღმოჩნდა რომ კითხვას თავი დავანებე და ყიდვითღა შემოვიფარგლე.

თავიდან ჩემს თაროზე ვაწყობდი, მერე ჩემი დის თაროც დავისაკუთრე, ბოლოს მივხვდი რომ ოთახში არ მეტეოდა და ჩემი ძმის ოტახში გავაბრძანე ყველა სათითაოდ. გული მწყდებოდა, მინდოდა რომ ყველა ჩემთან ყოფილიყო, ორმოცდაათივე.

სიმართლე გითხრათ ზოგიერთი წიგნი რატომ შევიდა არ ვიცი. აი, ისეთი წიგნები პირველად რომ გავიგე. კარგით, გეთანხმებით რომ რადგან პირველად გავიგე ეს იმას არ ნიშნავს რომ ის წიგნი ცუდია, მაგრამ იმას მაინც ნიშნავს, რომ არც თუ ისე ცნობილია, თორემ უთუოდ მეცოდინებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ რომელიმე ჩემი მეგობარი ახსენებდა, ან მამაჩემი მეტყოდა “მე რომ შენ ხელა ვიყავი ფეისბუქსზე კი არ ვიჯექი, ამ წიგნს ვკითხულობდიო”. მოკლედ, რაც არის არის, 49 წიგნი გამოსულია და ხვალ ორმოცდამეათე წიგნს ვიყიდი, დილითვე.

წიგნი რომ დილით უნდა ვიყიდო ამას ორი წლის წინ მივეჩვიე. თუ მინდოდა, რომ ხელში ჩამეგდო 50-წიგნიდან ის, რომელიც იმ კვირაში გამოდიოდა აუცილებლად დილით უნდა მეყიდა, თორე მერე ჯიხურებიც და მაღაზიებიც წიგნების გარეშე რჩებოდა. დღეს ეგ პრობლემა აღარაა, ტირაჟი გაიზარდა და წიგნებიც, 2- კვირის მერეც, არის ხოლმე მაღაზიებში და ჯიხურებში.

49 წიგნი50 წიგნი მხოლოდ ჩემს თაროზე არ დევს, კიდევ ბევრის თაროზე დევს. ხალხი აქტიურად იყო ჩართული პროექტში, მუდმივად გამოთქვამდა მოსაზრებზე, ხან წუხდა რომ მისი სასურველი წიგნი არ შევიდა, ხან ბედნიერი იყო, რომ სწორედ ის წიგნი შეიტანეს რომელიც ასე ძალიან უყვარს. სწორედ ხალხის ამ ჩართულობის და ინტერესის გათვალისწინებით გამომცემლობა ახალ პროექტს გეგმავს, უფრო სწორად, მთლად ახალიც არ იქნება, 50 წიგნის გაგრძელება გამოვა. ეტაპეპი ისევ ისეთია, გაკეთდება გამოკითხვა, ხალხი მიიღებს მონაწილეობას, დაასახელებენ მათთვის სასურველ წიგნებს და საბოლოოდ ჩამოყალიბდება მომდევნო 49 წიგნის სია, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ. როგორც მე ვიცი, პირველი 5 წიგნი იქნება 50-წიგნის გამოკითხვებიდან ყველაზე აქტუალური, ისინი რომლებიც წინა 50-ში არ მოხვდა.

პირველად როცა გავიგე რომ ჩემს თაროზე კიდევ 49 წიგნი დაიდებოდა გამიხარდა ძალიან. ჩემსაზე რა, ნუ ჩემი სახლის თაროზე  : )) მთავარია რომ ჩემთან იქნება, რომ ჩემი ინიციატივით ვიყიდი ისევ და მოძმე 50-წიგნს მიუსკუპდება გვერდზე, მერე რა რომ ადგილი აღარაა, რამეს მოვუხერხებ ^^ შევეცდები ამ 49-ს მაინც ავუწყო ფეხი და ვიკითხო, ორი კვირა საკმაო დროა საიმისოდ რომ ერთი წიგი წაიკითხო. მერე ჩემს აზრებსაც სემოგთავაზებთ ხოლმე. ადრე უფრო ხშირად ვწერდი წიგნებზე, ეხლა სიზარმაცემ შემომიტია.

მოკლედ, 49 წიგნის პრეზენტაცია და 50 წიგნის დახურვა სამშაბათს, ქავთარაძის გუდვილში, 3 საათზე, ბიბლუსის მაღაზიაში იქნება. დასწრებას ვგეგმავ ^_^  როგორც გახსნაზე ვიყავი, ისე დახურვაზეც უნდა ვიყო! არ მაინტერესებს : )) ივენთზე 50 წიგნი აქციის ფასად გაიყიდება. შესაბამისად, ვისაც გამორჩა რომელიმე წიგნი, შესაძლებლობა ექნება 7ლარად შეავსოს მარაგი🙂 ამასთანავე იგეგმება ბიბლიის პრეზენტაციაც. როდესაც გამოკითხვები ტარდებოდა და დგებოდა სია რომელი 50 წიგნი უნდა ყოფილიყო სიცოცხლეში აუცილებლად წასაკიტხი ბიბლიამ დააგროვა საკმაო რაოდენობის ხმები. სწორედ ამიტომ მისი გამოცემა დაიგმა, ოღონდ არა 50წიგნში, არამედ ცალკე, ბიბლიაა მაინც.

საბოლოო ჯამში გამოვა, რომ 100 წიგნი არსებობს, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ!

პ.ს ივენთზე თუ ვინმე ნაცნობს ვნახავ ძალიან გამიხარდება ^^ შორეულ 2010 წელს 50-წიგნით ბევრი იყო დაინტერესებული და საინტერესოა 49 წიგნს რა ბედი ელის ^^

ივენთი

14 thoughts on “50-დან 49-მდე

  1. 12schooll

    ნეტა გორში მოხდება რამე: / გორის ბიბლუსში 1დან 49მდე ყველა წიგნი აქვთ მარა ვერ ვყიდულობ : /

    Reply
    1. nino

      გორის ბიბლუსში იყო ფასდაკლება 29-30 იანვარს, აქციის ფასად იყიდებოდა პალიტრას წიგნები, მარტო 50-ეული კი არა, კიდე სხვა სერიებიც, ამიტომ ჯერ არ მგონია რო რამე ფასდაკლება იყოს კიდე

      Reply
  2. პე ♔

    ძალიან მიხარია კიდევ რომ აგრძელებენ პროექტს. ბევრი კარგი წიგნი გამორჩათ, თან როგორც გავიგე ერთპიროვნულად არ აარჩევენ წიგნებს და ხალხის გამოკითხვასაც მიაქცევენ ყურადღებას

    Reply
  3. shota

    zalian kargi proeqtia da veli 49 gagrzelebas.umushevari var da mxolod cnobil mcerlebis cnobil nacarmoebebs vkidulob

    Reply
  4. მარი !

    მეც თავიდანვე ვყიდულობდი ყველა წიგნს და არცერთი არ გამომიტოვებია,მაგრამ იმაში გეთანხმები ,რომ ეს წიგნები არასწორედ იყო განაწილებული და ეს ის 50 წიგნი არ არის რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ :))))

    Reply
  5. Butterfly

    მეც ვიყიდე ყველა, თან ორ ეგზემპლარად ვყიდულობდი :დ თავიდან კი დავიწყე კითხვა, მაგრამ მერე ვეღარ შევძელი რიტმში კითხვა და ახლა საკმაოდ ბევრი დამიგრობდა ^^ შემდეგს ვიყიდი თუ არა არ ვიცი, მაგრამ რაღაც წავიკითხე მგონი თუ სწორად გავიგეე, თუ ასივე გექნება რაღაც სპეციალურ წიგნების კარადაზეა საუბარი, რომ საჩუქრად გააკეთონ, მაგრამ ვის შეხვდება და როგორ ეგ არ ვიცი

    Reply
      1. Butterfly

        ხო სპეციალურად დამზადდებაო, მაგრამ შეზღუდული იქნება ალბათ რაოდენობა, აბა იმდენს ექნება ეს ასეული ნაყიდი, რომ რაღაც ნიშნით შეარჩევენ მგონი

    1. siyvarulovna Post author

      სულ რომ 100 გამოვიდეს მაგიტომ.
      ანუ, 50 წიგნი ხომ გამოვიდა, გამოვა ეხლა 25-ში ბიბლია და მერე კიდევ 49 და იქნება 100 წიგნი

      Reply
  6. Giorgi Lanchava

    მინდა რომ 49 წიგნში შევიდეს ჰარი პოტერის ყველა ვერსია აბსოლიტურად რამდენი ისეტი წიგნები გამოდის რომ მტლად უინტერესოა გამოუშვან რამე ნორმალური ქარტული მაგ: დათა ტუტაშხია,…

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s