ცოცხალი ბიბლიოთეკა

გადალახე ბარიერები,
დაძლიე შენი ცრურწმენები!

გუშინ, 20 თებერვალს, მესამედ ჩატარდა ცოცხალი ბიბლიოთეკა. წინა წლებში გარეთ და თბილ დღეს ტარდებოდა ხოლმე. პირველად ვერის ბაღში შევეჩეხე შემთხვევით “წიგნებს” , მეორედ უკვე ვაკის პარკის პარკში დავუწყე ძებნა. ორივე წელს მახსოვს რომ თბილოდა, კარგი ამინდი და ბევრი ხალხი იყო.

წელს თსუ-ს პირველ კორპუსში ჩატარდა, 06 აუდიტორიაში. “წიგნები” შარშანდელისგან განსხვავებით მრავალფეროვანი იყო, ახლებიც დაუმატებიათ. თუმცა, ძირითადი “ლიტერატურა” მაინც იგივე დარჩა. წიგნების სახით წარმოდგენილნი იყვნენ:  სომეხი, აფრო-ამერიკელი, იტალიელი ემიგრანტი, ქურთი, დევნილი აფხაზეთიდან, მუსლიმი, ათეისტი, ბაფტისტი, ფემინისტი, უსინათლო, შეზღუდული უნარის მქონე – ეტლით მოსიარულე, ყოფილი პატიმარი, უსახლკარო, მწერალი, ფსიქოლოგი, მეტალისტი, ვეგეტარიანელი, EVS მოხალისე, ადგილობრივი მოხალისე, პროექტების კოორდინატორი, ახალგაზრდების ლიდერი და მულტიფლეიერი.

ცოცხალი ბიბლიოთეკა

 არ მომეწონა ერთ აუდიტორიაში შეყუჟული “წიგნები”. მართალია აუდიტორია საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ხალხის სიმრავლის გამო მაინც ჩაიხუთა. მე მაინც მომხრე ვარ რომ გარეთ ჩატარდეს ხოლმე, თუნდაც იმიტომ, რომ უბრალო გამვლელების ყურადღება მიიქციოს და მათაც დაემსხვრას სტერეოტიპეპი.

ცოცხალი ბიბლიოთეკის მიზანია სტერეოტიპების მსხვრევა. აკეთებენ ივენთს ფეისბუქზე და იწვევენ ხალხს თსუ-ს პირველ კორპუსში, თან 06-აუდიტორიაში. ანუ, თუ სპეციალურად არ წახვედი ცოცხალ ბიბლიოთეკაზე, შემთხვევით მოხვედრის შანსი არ გაქვს. მე კიდევ მგონია, რომ ის ხალხი მვიდა, ვისაც ისედაც არ გააჩნდა სტერეოტიპები და უბრალოდ რაღაც აინტერესებდათ, მაგალითად, როგორ უწყობს მთავრობა ხელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს. კი, ეს ბიბლიოთეკა რაღაც მომენტში ინტერესების დაკმაყოფილებასაც ემსახურება, მაგრამ მაინც მგონია, რომ თუკი მიზანია სტერეოტიპეპის მსხვრევა, მაშინ უნდა შეიმუშავონ უკეთესი მექანიზმი იმ ხალხის მისაზიდად ვისაც გააჩნია ეს სტერეოტიპეპი. სწორედ ამიტომ ვარ მომხრე, რომ გარეთ, ქუჩაში, სადმე სკვერში ტარდებოდეს “ცოცხალი ბიბლიოთეკა”, იქ, სადაც ბევრია შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სავსეა სტერეოტიპეპით.

ცოცხალი ბიბლიოთეკა

ალბათ ყველაზე ნაკლებად რაც გამაჩნია ეს სტერეოტიპებია, სწორედ ამიტომ წიგნებით ნაკლებად დავინტერესდი. ზოგადი სურათი მაინტერესებდა. და უფრო იმიტომ, მივედი რომ პირველზეც ვიყავი, მეორეზეც და მესამეს უბრალოდ ვერ “გავმაზავდი”. მეგობარი შემხვდა იქვე, რომელსაც ავეკიდე და თავის არჩეულ წიგნებთან დავყვებოდი. მაგრამ, მისი არჩეული “წიგნებიდან” ორი არ იყო. სამწუხაროა, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა. მგონია რომ როცა რაღაცას აკეთებ, უბდა გააკეთო კარგად და თუ ხარ წიგნი, უნდა იყო წიგნი :/

იმედი მაქვს მომავალ წელს მაინც იქნება თბილ დღეს და მზიან ამინდში ^_^

Advertisements

7 thoughts on “ცოცხალი ბიბლიოთეკა

  1. თამრი

    ერთი წიგნი მესხებზეც უნდა იყოს. იმიტომ რომ მათზეც არის დიიიიდი სტერეოტიპები სტალინის წყალობით. მე პირადად მესხი ვარ, და მიხარია რომ ვტრიალებ ისეთ ხალხში, ვისაც არ აქვს ასეთი სტერეოტიპები. მაგრამ როცა ფეხს გვერდით გადავდგამ ეგრევე ვეჯახები სტერეოტიპების უზარმაზარ კედელს.

    Reply
  2. აგათა

    თუ ხარ წიგნი უნდა იყო წიგნი ^_^ :დ
    კარგები იყვნენ ეთ ოლ
    მეც წავედი გუშინ მაგრამ მალევე წამოვედი 🙂

    Reply
  3. Sgt. Pepper

    თუ ხარ წიგნი უნდა იყო წიგნი! :დ:დ:დ
    საინტერესო იქნებოდა… არცერთხელ არ ვყოფილვარ 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ერთხელ წასვლან ნამდვილად ღირს ^_^
      ხოდა, მომავალ წელს ნუ გამოტოვებ :3

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s