სახლიდან გამოგდებული მე, მწვანეთვალება ბავშვი და “ტავარი”

25 ნოემბერს, დილით, 10 საათზე, ოკრიბასთან ვიყავი და მეგობართან ერთად ახალციხისკენ მიმავალ მიკრო ავტობუსს ვეძებდი. დიდუბის მეტროს შესასვლელთან ახლოს მდგარან, ადგილები დავიკავეთ და მოვემზადეთ რომ 3 საათი გზაში უნდა ვყოფილიყავით. არ ვიცოდი სად მივდიოდი, მხოლოდ ის იყო ჩემთვის ცნობილი, რომ დანიშნულების ადგილს საბარგოს ან “ტავარს” ეძახის მაცხოვრებელი. მძღოლს შევეკითხე, თუ იცოდა აღნიშნული ადგილი და მითხრა კიო. მეც დაიმედებულმა ძილ-ღვიძლში გავატარე ორსაათნახევარი. ბოლოს მითხრა, აი აქ უნდა ჩახვიდეო და ჩამომსვა.

შუა გზაზე ვდგევარ, გარშემო დიიიდი მინდორი და მინდორს იქით დასახლებაა. 20 წუთში იმ დასახლებაში ვიყავი, ვიკითხე ტავარი ხომაა-მეთქი, მაგრამ მიპასუხეს, რომ არა. შენ რასაც ეძებ 12 კილომეტრის იქით არისო, ჩადი გზაზე და რამეს გაყევიო. გავშრი, მაგრამ რას ვიტყოდი. წარმოიდგინეთ, სრულიად უცნობ ადგილას ვარ მარტო, ამინდი არეულია და წვიმას აპირებს, არ ვიცი სად უნდა წავიდე ან რითი მაგრამ მაინც არ შევუშინდი, ჩავედი ტრასაზე და ველოდები რამეს, რაც მიმიყვანს “ტავარზე”. გაიარა ერთმა, არ გამიჩერა. მეორემ, ამანაც არ გამიჩერა. გავიდა 20 წუთი და რაღაცა მოავტობუსო ავტომობილმა ზუსტად ფეხებთან გამიჩერა. მძღოლმა მითხრა ტავარზე მივდივარო, მგზავრებმა ჩვენ გეტყვით სად უნდა ჩამოხვიდეო და ვენდე.

ამჯერად სწორად მოვხვდი. სწორ გაჩერებაზე ჩამოსვეს. რამდენიმე ბავშვს მოვკარი თვალი და ვთხოვე ჩემთვის სასურველი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი მიესწავლებინა. მან კი არ დაიზარა და ბოლომდე გამაცილა. გზაში რაღაცებს მიყვებოდა. ძალიან ლამაზი, 7 წლის გოგო იყო, შავგვრემანი, დიდი მწვანე თვალებით, ძველი, ალაგ-ალაგ გახეული ტანსაცმლით, ძირგავარდნილი ფეხსაცმლით, სიცივისგან შეწითლებული ლოყებით და ძალიან კომუნიკაბელური. მითხრა რომ 2 და და 3 ძმა ჰყავდა, თავისზე უფროსები. მხოლოდ ბიძაშვილი იყო მასზე 1 წლით პატარა, რომელიც მათ სახლში ცხოვრობდა. მითხრა რომ თამაში უყვარდა, მაგრამ ხშირად უწევს დედას მიეხმაროს მინდორში, იმიტომ რომ მამა არ ეხმარება და ამიტომ შვილები მუშაობენ. მითხრა, ძალიან მინდა სკოლაში ვიაროო.

ამასობაში ჩემი მასპინძლის სახლს მივუახლოვდი. სახლში არ დამხვდა, სამაგიეროდ იქვე ახლოს ასე 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო, მითხრა ეხლავე დავუძახებო. ხისგან შეკრული რაღაცისგან ხმელბალახაკრული, 60-წლამდე ქალბატონი გამოვიდა. ავუხსენი ვინც ვიყავ და რაც მინდოდა, თანაც გავახსენე რომ ჩამოსვლამდე 2-ჯერ დავურეკე. საბოლოო ჯამში ქალბატონმა უარი მითხრა რომ მასზე და მის შრომაზე დამეწერა. მეჩხუბა, ყველაფერში პირველი ვიყავი და ეხლა ჩემს მოუსავლიანობას არ გადაგაღებინებო, არც კარტოფილი მაქვს და არც სიმინდი, ლობიოც კი არ მოვიდა წელსო. მთელი ეს თვეები იმისთვის ვიშრომე, რომ ჩემი უბედურება შენ გადაგაღებინოო. ქალბატონს ვერ ავუხსენი, რომ აქ მისი მოსავლის გადასაღებად კიარა, თვითონ იმ ქალის გადასაღებად ვიყავი, მინდოდა მის მასზე და მის მიერ გაწეულ შრომაზე დამეწერა ყველაფერი. მაგრამ, ჩემმა თხოვნამ, ახსნამ და ა.შ უშედეგოდ ჩაიარა. ბოლოს გამახსენდა რომ ჩამოსვლამდე 2-ჯერ დავურეკე და როცა ვკითხე რატომ არ მითხარით, რომ არ ჩამოვსულიყავი-მეთქი, მითხრა ჩემმა შვილმა გიპასუხათ, პატარაა ჯერ და ცუდად მოიქცაო. მისი პატარა შვილი 22 წლის სტუდენტი გოგო აღმოჩნდა.

გაწვიმდა. მე კიდევ გარეთ ვდგევარ და რა გავაკეთო არ ვიცი. ჩემმა “მასპინძელმა” მითხრა გზას გაუყევი და 3 კილომეტრში ახალციხეში შეხვალ და იქიდან რამეს გაყევი თბილისშიო. ფაქტობრივად სახლიდან გამომაგდო, უფრო სწორად ეზოდან. სახლიდან გაგდებას კიდევ ვინ ჩივის. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. გზად ის ბავშვი შემხვდა ისევ, ხელი დამიქნია და დამემშვიდობა. გაჩერებაზე დავდექი, 3 წიწილა აქეთ-იქით დარბოდა, ჩემს წინ ძაღლ იდგა, მე კიდევ ვიდექი და სიგარეტს ვეწეოდი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა ან სად წავსულიყავი.

ყველაფერი მოგვარდა და გვერდზე სოფელში, წნისში წამიყვანეს, სადაც ვალიდა გავიცანი.

7 thoughts on “სახლიდან გამოგდებული მე, მწვანეთვალება ბავშვი და “ტავარი”

  1. salolas

    ვაიმე რა კარგია ნათიაააა ^_^ და რამე პროექტის ფარგლებში მიდიოდი მაგ ქალზე დასაწერად თუ რატო?….

    თუ დაგჭირდეს მეგზური, არ მოგერიდოს ხოლმე :)) გამოცდილებაც უდიდესი მაქვს ეგრე სოფელ-სოფელ კარდაკარ სიარულის🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ხო, პროექტის ფარგლებში ვიყავი და უნდა დამეწერა ფერმერ ქალზე : ))

      Reply
  2. Pingback: ცხოვრება სოფლად | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s