ბებო

ხვალ ერთი კვირა გახდება რაც ბებიაჩემი დროებით ჩვენთან ცხოვრობს. როგორც წესი მიჩვეული ვარ, რომ სახლში მე, ჩემი და, ჩემი ძმა და მშობლები არიან. ბებიასთან ერთად ღრმა ბავშვობაში, რამდენიმე კვირა ვცხოვრობდი.

როგორც კი ჩვენთან გადმოვიდა, მაშინმე მეუცხოა სახლში ზედმეტი პირი. რაღაცნაირად ვერ ვგუობდი.

ხალხს როგორც კი ახალი ვინმე ან რამე (მაგალითად ძაღლი, თუთიყუში, კატა, ბავშვი) უჩნდებათ სახლში ფეისბუქზე სტატუსები მაშინვე მათზე იწერება ხოლმე, ხოდა, მე სულ მინდება რომ ბებიაჩემზე ვწერო.

ასე მაგალითად, ერთ დილას, დილას რა, პირველ საათზე, ჩემი ოთახის კარი 5 წუთის განმავლობაში 3-ჯერ შემოაღო, მერე შემომძახა ნათი გძინავსო? კი-მეთქი და ხო კაი უბრალოდ შემეშინდა ამდენ ხანს რომ გეძინაო.
ერთ-ერთ დილას გაოცებული განცვიფრებული მიყურებს და მეკითხება, ასე ადრე რამ აგაყენაო და ის კი გადაავიწყდა რომ ტელეფონზე ბოლო ხმაზე ლაპარაკობს და დილით მე კიარა, ზამთარში დათვიც ვერ გამოიძინებს.
უყვარს ჭორაობა, თან საშინლად. თუ 2-3 საათი ისე გავა რომ ტელეფონზე არავინ დაურეკავს, არც მეზობელი ჩამოაკითხავს და ტელევიზორშიც არაფერია საინტერესო მაშინვე ჩემთან მორბის და მიყვება საავადმყოფოს ამბებს, რომლებიც უკვე ბევრჯერ მომიყვა.
ბებიაჩემი ივანიშვილს უჭერს მხარს, სჯერა მისი და უყვარს წულუკიანი. თუკი ქვეყანაში რამე კარგი კეთდება ივანიშვილის დამსახურებაა, თუ ცუდი, მაშინ მასხარა სააკაშვილს. საერთოდ, რთულია რამე აუხსნა, იმიტომ რომ არ გისმენს. ვერაფრით ვერ ავუხსენი რატომ არ შეიძლება ეკავოს ადამიანს იუსტიციის მინისტრის პოზიცია თუკი არ აქვს იურისტის დიპლომი.
გიჟდება თავის სახლზე. რომელიც ცოტა ხნის წინ რუსთავში იყიდა. როგორც თოჯინა ეგეთიაო და აუცილებლად ჩამოდი ნახეო. კაი-მეთქი. მაგრამ რუსთავში მეგობრების სანახავად ვერ ჩავსულვარ და სახლის სანახავად ჩავალ?!
ბებიაჩემს ხმამაღლა ლაპარაკი უყვარს. დილით ადრეც და შუაღამისასაც. არ ვიცი რატომ, უბრალოდ სულ ხმამაღლა ლაპარაკობს. პრინციპში, რაც თავი მახსოვს მისი საუბრის მანერა არ შეცვლილა.
ბებიაჩემს ძალიან უნდა რომ ვიმე კარგი, მაღალი, მხარბეჭიანი, აი ჩვეი თორნიკესნაირი (ჩემი დეიდაშვილი) ბიჭი შევიყვარო, გავთხოვდე და შვილი მყავდეს. პირველად როცა ვუთხარი არ მინდა ვიმეს შეყვარება-მეთქი, აბა შვილი არ გიდაო? შვილს ისე გავაჩენ-მეთქი და ნაბიჭვარი შვილთაშვილი არ მინდაო. ბოლოს ბრძოლის თავი არ მქონდა, დავნებდი და ჩემს ოთახში შევიკეტე,
ძალიან უყვარს ჩემს ოთახში შემოსვლა და ჩემი სარკის წინ ტრიალი.
ნაოპერაციები ადილი სტკივდება მაშინ როცა ყურადღება აკლდება, ან როცა სტუმრები მოდიან მის სანახავად🙂
ძალიან ეშინია სიკვდილის. სულ სიკვდილზე ფიქრობს და ნატრულობს თქვენს (შვილიშვილების) ქორწილს მაინც მომასწრო რომ კარგად ვიცეკოო.

კაი ტიპები არიან ბებოები  ^_^

p.s ტელევიზორს იმხელა ხმაზე უსმეს ყველა ოთახში ისმის აბსოლუტურად -_-

17 thoughts on “ბებო

  1. Butterfly

    დამაყრუა ბებიაჩემმა ფაქტიურად:დ მაგრამ კიდევ კარგი ჩემი ოთახი ყველაზე შორსაა და ასე თუ ისეე ძალიან არ ისმის :დ
    კი, კაი მასტები არიან ბებოები❤

    Reply
  2. Ibi

    რა ცუდია.. მამაჩემზე ვარ იგივენაირად ზუსტად , მეუცხოება ხოლმე ჩემთან რომ არის..
    ბებიაჩემი პირიქით, ჯიგარია ^_^ ჰარი პოტერს კითხულობს ეხლა, რამ გაგაგიჟა უნდა ვნახოო :დ მთელი ცხოვრება ერთი ცუდი რაღაც არ მახსოვს.. პოლიტიკაშიც ნეიტრალურია, იშვიათად ლაპარაკობს მაგ თემაზე. ბებოების სტერეოტიპს ამსხვრევს მოკლედ ;დ

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე მამაჩემს ვერ წავაკითხე ჰარი პოტერი -_-
      მთელი ჩემი ბიბლიოთეკა გადაიკითხა და ფამუქს და პოტერს არ ეკარება :დ

      Reply
  3. giorgadzenino

    ტიპური “ბებო” გყოლია😀😀 ბებიაჩემს გავს ცოტა😀😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბებოების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს :დ
      პროსტა ჩემი პატარა ბებოა :დ 59 წლისაა :დ

      Reply
  4. netochka3

    ნათი ძალიან საინტერესოა შვილიშვილის თვალით დანახული <ბებო"-ნეტა რას ფიქრობენ ჩემი შვილიშვილები ჩემზე? -ისე დაახლოებით კი ვიცი…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბებიაჩემი გიჟდება ჩემზე :დ
      კარგად მივლიო და წამოდი ჩემთან იცხოვრეო :დ
      მაგრამ მე ვერ ვიცხოვრებ -_- არ შემიძლია:/

      Reply
  5. NinnA

    ჰა შენი ბებო და ჰა გიგასი :დ
    რაკარგი პოსტია ^^ მე ბებო აღარ მყავს სამწუხაროდ არცერთი. სიამოვნებით ავიტანდი მათ ახირებებს ოღონდ ცოცხლები იყვნენ:\

    Reply
  6. LiLaC

    ბებიაჩემი უკვე 6 წელია რაც ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ მაინც ყოველდღე იძახის, რომ აი, ხვალ წავა თავის სახლში (სხვათა შორის, ისიც რუსთავშია : ) და იქ დარჩება.ძალიან საყვარელია, მაგრამ ხანდახან ნერვებს მიშლის ხოლმე. რომ ვუბრაზდები კიდევ პატარა ბავშვივით წყინს😦

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მე ამ ერთი კვირის განმავლობაში დღეს პირველად ვუთხარი საყვადური. იმიტომ რომ დილის 10-საათზე, როცა ყველაზე ტკბილია ძილი, ლაპარაკობდა ბოლო ხმაზე. მიუხედავად იმისა რომ იმ ოთახის კარი სადაც თვითონ იყო და ჩემი ოთახის კარიც დაკეტილი იყო მაინც ძალიან კარგად მესმოდა და ჩამწიოდა ყურში და მომეშალა ნერვები -_-

      მერე მითხრა მე საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი ტელეფონითო და მეთქი კი როგორ არა :დ

      ტელეფონის ხმაზე უკვე მაჟრიალებს და ატანა არ მაქვს.

      ზუსტად ვიცი რომ როგორც კი გამოჯანმრთელდება გადავა ისევ თავის სახლში. შეიძლება რუსთავში არა, ავლაბარში, მაგრამ ჩვენთან აღარ იცხოვრებს და მეც შემეძლება მშვიდად ძილი.
      მაგრამ, სწავლა იწყება და ლექციების უმტესობა 9-ზე მაქვს და ჩემს ფეხებს გამოვიძინებ:/

      Reply
      1. LiLaC

        შაბათ-კვირის სიკეთეები არ დაგავიწყდეს❤

  7. sali'o

    დღეს რაღაცნაირად შემიყოლია შენმა ბლოგმა და ყველა არწაკითხული პოსტი ერთად მოვათავე და ძალიან თბილ ხასიათზე დამაყენე, გეთანხმები, მაგრამ მინდა ბებიის ხმამაღალმა ლაპარაკმა გამაღვიძოს და თუნდაც ჩემი შეყვარებული დაიწუნოს სიგამხდრეზე… მინდა ბებო 😦

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s