Tsu VOL6

VOL6 იმიტომ, რომ მეექვსე სემესტრია თსუ-ში ვარ, მეექვსე სემესტრია საგნებს ვირჩევ კისრის ტეხვით, მეექვსე სემესტრია ყოველი სემესტრის დასაწყისში ვილანძღები და ვიგინები, მეექვსე სემესტრია სემესტრის დასაწყისში მიმკვდარი ვარ კომპიუტერს, მეექვსე სემესტრია მძულს ის სერვერი რომელზეც sms.tsu.ge-ა განთავსებული.

თუმცა, წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით, ამ სემესტრში გაცილებით კარგად და ორგანიზებულად იყო ყველაფერი:

1.იურისტებს ცალკე გაგვეხსნა ბაზა და შესაბამისად უფრო ნაკლებად ჭედავდა. ანუ, თუ მანამდე მჭირდებოდა 1 საათი, რომ როგორმე შემეღწია ბაზაში, ამ სემესტრში მხოლოდ 20 წუთი დამჭირდა.
2. ფეისბუქზე დეკანის მოადგილემ გააკეთა გრუფი, სადაც შეძლებისდაგვარად ხშირად წერდა ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას. მაგალითად, წერდა  რომ ადგილების დამატება მოხდებოდა სისტემატიურად 12-საათიდან 5-საათამდე, ან ადგილები საგნებზე დაემატებოდა 3-საათზე. და წინა 5 სემესტრისგან განსხვავებით არ მიწევდა უნივერსიტეტიდან სახლში და სახლიდან უნივერსიტეტში სირბილი იმის გასარკვევად დაემტებოდა თუ არა ადგილები ამა და ამ საგნებს.
3. შეძლებისაგვარდ ყველა ჩვენს კითხვაზე ეცემოდა პასუხი. თუ უშუალოდ დეკანის მოადგილე არა, სხვ სტუდენტები, რომლებიც იმ პერიოდში იყვნენ ჩართულნი აკადემიურ რეგისტრაციაში, გვეხმარებოდნენ.
4. ბაზაში გაკეთდა სპეციალური ველი, საიდანაც შეგვეძლო მიგვეწერა აკადემიურ რეგისტრაცისთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მოგვეთხოვა ადგილების დამატება ამა თუ იმ საგანზე და ა.შ. ჩვენი ეს წერილები დღის ბოლოს იკითხებოდ და მეორე დღეს ამატებდნენ ადგილებს. თუმცა, ჩემი ერთადერთი მოთხოვნა, დაემატებინათ ადგილები იმ ლექტორთან რომელთანაც მინდოდა არ გაუთვალისწინებიათ და ჯიბრზე ამატებდნენ მეორე ლექტორთან🙂

აღარ მახსენდება ის პლიუსები რაც ამ სემესტრში იყო. რისფექთ თსუ რომ ამჯერად ყველაფერი შედარებით ორგანიზებულად გაკეთდა, ვიყავით ბოლომდე ინფორმირებულები და ა.შ

თუმცა, მაინც მინდა, რომ თსუ-ს ბავშვებმა ლარ-ლარი შევაგროვოთ და ახალი სერვერი ვიყიდოთ sms.tsu.ge-სთვის.

პ.ს უბრალოდ წუწუნი იმაზე, რომ ბაზა გვიან გამეხსნა და შესაბამისად ვერ ავირჩიე  რომელი ლექტორიც მინდოდა და საშინელი ცხრილი მაქვს მეზარება და ჯერჯერობით იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც ამ სემესტრში გაკეთდა.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s