Things I’m Happy About – Timha 14.03

დოდკამ ბლოგი გააცოცხლა და მშვენიერი პროექტი, Things I’m Happy About – Timha, წამოიწყო. მარტივად რომ ავხსნა, Timha-ს აზრი მდგომარეობას იმაში, რომ ყოველდღე უნდა იპოვო რაღაც ისეთი რაც გაბედნიერებს, რასაც კარგ ხასიათზე მოჰყავხარ და ა.შ. ხოდა, გუშინ დოდის პოსტებს რომ ვკითხულობდი ძალიან მომეწონა იდეა და ვიფიქრე აპრილიდან დავიწყებ-მეთქი. მაგრამ გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ეს “შემდეგი თვიდან” ჩვეულებრივი “შემდეგი თვიდან” იქნებოდა, ან მორიგი “ორშაბათიდან” გახდებოდა. სწორედ ამიტომ დღესვე გადავწყვიტე დავიწყო და ყოველდღე შევეცადო რაიმე ბედნიერების მარცვალი ვიპოვო ჩემს რუტინულ ყოფა-ცხოვრებაში : )

Timha 14.03

ჯერ კიდევ გუშინ შევუთანხმდი ლილაქს, რომ დღეს უნდა მენახა სადღაც შუადღისკენ. ლილაქს უამრავი ბლოგი ჰქონდა, ნუ მთლად უამრავიც არა მაგრამ ბევრი : )) მგონი მისი ყველა ბლოგი მყავდა რიდერში და შესაბამისად ყველა პოსტს ვკითხულობდი ხოლმე. ბოლო ბლოგი ცოტა ხნის წინ გააკეთა და თავს დებს სულ სულ ბოლოაო და მორჩაო, ხოდა სწორედ ამ ბოლო ბლოგზე ვიყავი 50-ე დამკომენტარებელი და შედეგად საჩუქარიც მერგო. იმისათვის რომ ჩემთვის საჩუქარი აერჩია ძალიან დიდხანს მოუწია ჩემი ვოლის სქროლვა😀 თუმცა, საბოლოოდ გენიალური გადაწყვეტილება მიიღო.

1-2 კვირის წინ ბიბლუსის ფეისბუქ გვერდზე წავაწყდი ბლოკნოტებს, რომლებიც ძალიან მომეწონა და ვიფიქრე აუცილებლად ვიყიდი-მეთქი. საერთოდ ბლოკნოტები ძალიან მიყვარს, უჯრაში მიწყვია, კვირაში ერთხელ ამოვიღებ, დავხედავ, მოვეფერები, აღვფრთოვანდები ხოლმე და ისევ ვინახავ :)) სამწუხაროდ თავი ვერ მოვაბი რომ მეყიდა ეს ბლოკნოტი, ხან ფული არ მქონდა, ხან ბიბლუსის მაღაზიასთან ახლოს არ ვიყავი და შესაბამისად ის ფულიც მეხარჯებოდა.

მოკლედ, ლილაქმა ძალიან კარგად მიაგნო იმას, თუ რა გამიხარდებოდა და დღეს შუადღისკენ გადმომცა❤

296516_480615768654912_1702602843_n

ძალიან ლამაზი და კომფორტულია :3 მთელი დღე ბედნიერი დავდიოდი, რომ ჩანთაში ახალი ბლოკნოტი მედო, რომელიც იმით დავიმსახურე რომ ერთგული მკითხველი ვარ ^_^

8 thoughts on “Things I’m Happy About – Timha 14.03

  1. თაკოს ბლოგი

    :ოო აუ ნათიაა ;ოო ვაა იიიი უუ :ოო ზუსტათ ასეთი ბლოკნოტი მაჩუქეს, როგორც თემების კონკურში გამარჯვებული და ზუსსტად ეგრე ვარ დავხედავ და გავბედნიერდები ისე რო არაფრის ჩაჯღაბნა არ მინდა :ოო ვუუაა როგორ გამიკვირდა ზუსტად იგიივე ზუსტად იგივე აზრები ;ოოოო

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      გუშინ კიდევ ბევრი პოსტი წავიკითხე დოდკასი და კი ჩამიჯდა, პროსტა აპრილიდან ვგეგმავდი და მაინც არ გავუშვი შანსი ხელიდან და დღესვე დავიწყე ^_^

      Reply
  2. Ibi

    რა კარგი იდეაა, ზუსტად ახლა ველაპარაკებოდი მეგობარს იმაზე, რომ ამ დღეებში განსაკუთრებულად კარგი რაღაცები ხდება.

    Reply
  3. LiLaC

    აუ, როგორ გამიხარდა ეს პოსტი, გავბედნიერდი❤ ესეც ჩემი ერთერთი Timha-ა ე.ი.❤

    Reply
  4. Pingback: Things I’m Happy About – Timha | იბის პირადი ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s