პარასკევი, Timha 15.03

პარასკევი საშინელი დღეა.
დილის 9-ის ნახევარი იყო პირველად რომ გამეღვიძა. არ მახსოვს რამ გამაღვიძა, ტელეფონის ზარმა, კარზე ზარის დარეკვმ თუ დედაჩემის ხმაურმა, მაგრამ ფაქტი ისაა რომ საშინელ ხასიათზე გამეღვიძა. ამ ყველაფერს პარალელურად სამზარეულოდან გამოსული ტელევიზორის ხმა გასდევდა ფონად. გაბრაზებული წამოვვარდი ლოგინიდან, სამზარეულოს კარი მივხურე, ოთახის კარიც დავკეტე, ფარდები საგულდაგულოდ ჩამოვაფარე და დარჩენილი 2 საათი ძილისთვის მოვემზადე. თუმცა უშედეგოდ. 9-ის ნახევრიდან 11-ის ნახევრამდე მილიონჯერ გაიჯახუნეს სხვადასხვა კარებები, მილიონჯერ დარეკა ტელეფონმა და ამდენჯერვე ჩამესმოდა ყურში ბებიაჩემის საოცრად ხმაურიანი ლაპარაკი. ტანჯვა წამებით და ვებით ასე თუ ისე გამოვიძინე.

11-ის ნახევარზე მაღვიძარამ დარეკა, ავდექი, ვისაუზმე და უნივერსიტეტში წავედი. 12-საათიდან 7 საათამდე გადაბმულად მქონდა ლექციები. ჯერ 3 საათიანი სისხლის სამართლის კერძო ნაწილი, მერე შრომის სამართალი და ბოლოს სამოქალაქო სამართლის პროცესი. ამ 7 საათის განმავლობაში ვცდილობდი მეპოვნა Timha და თავს ვიმედოვნებდი, რომ ითს ოქეი, რამე აუცილებლად გამოჩნდება და ამ პარასკევს იქნება პაწუკა, მაგრამ დღის ნათელი წერტილი-მეთქი. თუმცა, მუდმივად ის მახსენდებოდა, რომ  სახლში მკვდარი მივიდოდი, რიარია დამხვდებოდა იმიტომ, რომ ბებიაჩემის დაბადების დღეა და ამ ყველაფერს დამატებული ის, რომ ხვალისთვის სამეცადინო მაქვს. ხვალ, შაბათ დღეს უნივერსიტეტში 9-საათზე უნდა გამოვცხადდე და 4 საათამდე მაინც დავყო იქ.

ამ 7 საათის განმავლობაში ნათელი წერტილი ის ერთი საათი იყო, რომელიც შრომის სამართლის ლექციიდან გამოვედი. თვალებში ვეღარ ვიხედებოდი დაღლილობისგან და შიმშილისგან. მეგობრებთან ერთად იქვე ლობიანს გეახელით და დარწმუნებული იმაში, რომ ეს იყო ამ დღის ერთადერთი ბედნიერი მომენტი დავუბრუნდი ლექციებს.

მეორე, რამაც გამაბედნიერა უნივერსიტეტიდან გამოსვლისას ისევ დღის სინათლე იყო. ალბათ დიდი ხანია 7-საათზე აღარ ბნელა, მაგრამ მე ეხლა აღმოვაჩინე და რაღაცნაირად გამიხარდა, ვიგრძენი რომ გაზაფხულია.

ჩემს უბანს როგორც კი მივუახლოვდი იქვე, კორპუსთან მდგარი ხე შევნიშნე, რომელიც აყვავებული იყო და ლამაზი, პატარა, ვარდისფერი ყვავილები ჰქონდა. გადაღება მინდოდა, მაგრამ დღის სინათლე კარგი არ იყო, თანაც მომერიდა, იქვე ხალხი იყო და ყვავილის პოზიორობა არ მინდოდა :))

ჩემი მთავარი Timha სახლში მისვლისას აღმოვაჩინე:

20130315_191958ანანასი, რომელიც ძალიან დიდი ხანია მინდა და ეკლერი, რომელიც ძალიან მიყვარს. ჯერ არც-ერთი დამიგემოვნებია და შორიდან ვუმზერ ^_^ შესაფერის მომენტს ველოდები, რაიმე სერიალის ახალი სერიის დადებას, ან საინტერესო ფილმის მოძებნას და ყურების დროს ჭამას.

დავიმსახურე დღის ასეთი დასასრული და უკვე სამეცადინოც კი ვეღარ მიწამლავს ნერვებს. ხვალაც ანალოგიურად შევეცდები ვიპოვო რაიმე პაწუკა რომელიც გამაბედნიერებს.

6 thoughts on “პარასკევი, Timha 15.03

  1. Mari

    ნამცხვარი რომ მაბედნიერებდეს,რაღა მიჭირდა😀😀 თუმცა, ახლა ნებისმიერი რამე გამაბედნიერებდა,რაც პოსტის დაწერას მაიძულებდა?😀

    Reply
  2. ninnaka

    ჰმ, ყოველდღე ასე საგულდაგულოდ ძიება ბედნიერობების ცოტა რთულია მემგონი, თითქოს ყურადღებას რომ ამახვილებ უფრო არ ჩანს და დროც იწელება.
    დღეს მე ერთმა მოქალაქემ ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა ^_^ მოლბერტი თან რომ მქონოდა დაგხატავდიო, მითხრა.❤ ზოგისთვის დიდი არაფერი, მაგრამ… ეს ისეთი კომპლიმენტი იყო, როგორიც არავის უთქვამს ჩემთვის და საოცრად მესიამოვნა. მთელი დამღლელი დღე გადაფარა და ისეთი ენერგიით სავსე დავბრუნდი სახლში, ღიმილი არ მომშორებია სახიდან აქამდე.🙂 :თურმერაცოტაყოფნისადამიანს: :))

    Reply
  3. ninnaka

    ბედნიერებას და ღიმილით სავსე დღეებს გისურვებ ნათი🙂

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s