ორშაბათი, Timha 18.03

დღევნდელი Timha ის გახლავთ, რომ “უმანკოების მუზეუმი” დავამთავრე.

20130318_214652ამ წიგნზე იმდენი მსენია და ისე აქებდნენ, რომ ერთი სული მქონდა როდის დავიწყებდი კითხვას. ახალი წელი ახალი ჩავლილი იყო კითხვა რომ დავიწყე. სოფელში, ფეჩის გვერდზე ვიჯექი და ვკითხულობდი.  თავიდან კარგად დაიწყო, საინტერესო იყო და მაინტერესებდა რა მოხდებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ისე გაიწელა და იმდენად ბევრი იყო სიყვარული და ამ სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილის აღწერა, რომ თავი დავანებე. მორიგი სიყვარულის ისტორიაა, მე კიდევ მსგავსი რამეებისგან საკმაოდ შორს ვარ. სადღაც ერთი კვირის წინ ჩანთაში ჩავიგდე. ჩემი არეული ცხრილის გამო ლექციიდან ლექციამდე საკმოდ ბევრი დრო მაქვს და სწორედ ამ დროის წყალობით როგორც იქნა კითხვას მოვრჩი.

ამ წიგნიდან რაც დამრჩა ისაა, რომ სტამბული აუცილებლად უნდა ვნახო და აუცილებლად უნდა ვეწვიო უმანკოების მუზეუმს.

არ მჯერა წიგნში აღწერილი სიყვარულის.

P.S რამე ახალი წიგნი მინდა რომელსაც ჩანთაში ჩავაგდებ.

9 thoughts on “ორშაბათი, Timha 18.03

  1. potinee

    მეც ეხლახან დავამთავრე მაგრამ სულ 7 დღე მოვანდომე. ერთი გაფიქრება მეც ვიფიქრე,ხომ არ შევეშვა მეტქი.იმდენად გაწელილი მეჩვენა შუაში. მაგრამ მაინც ღირდა 7დღე ამად.
    ჩემს გეგმებშიც შედის სტამბოლში სწორედ ამ მუზეუმისთვის ჩასვლა.)
    წამო,ერთად )

    http://potineee.wordpress.com/2013/02/09/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9C/ გადაიკითხე,ეგებ გამოგადგეს😉

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ივნისის ბოლოსკენ მივდივარ მე ^_^
      და მარტო თუ მეგობრებთან ერთად ამ მუზეუმს აუცილებლად ვნახავ❤

      Reply
  2. LiLaC

    სულ რაღაც 11 დღეში ვეწვევი “უმანკოების მუზეუმს”❤

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      აუ როგორ მაინტერესებს ეგ მუზეუმი ე :3
      და ნეტა მართლა უფასოა შესვლა? o.O
      და ჭერი მართლა შუშის აქვს?:/

      Reply
  3. gijmaj

    სატარებლად ქინდლს არაფერი სჯობს. არც წიგნების ნაკლებობა შეგაწუხებს და არც სიმძიმე.

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ასე მგონია ვერასოდეს შემიცვლის ქინდლი წიგნს და ვერასდროს შევეგუები😦

      Reply
      1. gijmaj

        ერთხელ რომ გაუსინჯავ გემოს, ვერანაირი ძალა ვეღარ გამოგგლეჯავს ხელიდან :)))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s