Timha 20.03

1. როდესაც აღმოვაჩენდი, რომ სამგზავრო ბარათზე თანხა აღარ მაქვს მიწევდა უაზლოესი მეტროს, ან საქართველოს ბანკის ფილიალის მოძებნა და ჩარიცხვა, რაც ხშირ შემთხვევაში ძალიან მეზარებოდა და იქამდე დავდიოდი უბარათოდ, სანამ შემთხევით არ მოვხვდებოდი ან მეტროსთან ან ბანკის ფილიალთან.

ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დღეს დილით გაჩერებაზე საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი ვნახე.
წარმოიდგინეთ რომ როცა გინდა ჩარიცხავ და არ დაგჭირდება ზედმეტი ბოდიალი :3 ნელ-ნელა ყველა გაჩერებაზე იქნება მსგავსი აპარატი და ყველა იქნება ბედნიერი.

20130320_163254

2. გუშინ დავამთავრე უმანკოების მუზეუმის კითხვა. სამწუხაროდ ლექციიდან ლექციამდე ჩემი დრო არ შემცირებულა და აუცილებლად მესაჭიროებოდა რამე ახალი წიგნი, სასურველია საინტერესო და ისეთი დიდი ხანი რომ მინდოდა. ხოდა, დღეს გივიმ  ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე მაჩუქა❤

20130320_171803

როგორც წიგნის უკანა ყდა მატყობინებს, რაც წიგნშია მოთხრობილი, ნამდვილია – ყველაფერი თავად ავტორმა ნახა, მოისმინა და განიცადა სულთან ხანის ოჯახში ცხოვრებისას. ავტორი ნორვეგიელი ჟურნალისტი ოსნე საიერშტადია და როგორც ამბობენ, ცნობილია საინტერესო რეპორტაჟებით მსოფლიოს ყველაზე ”ცხელი წერტილებიდან”. თუმცა იგი, კონფლიქტის მშრალი და სტატისტიკური აღწერის ნაცვლად, თავად იქ მცხოვრები ადამიანების ბედით ინტერესდება. “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრეში”  მისი ”მუზა” ავღანეთია – მრავაწლიანი შინა და გარე ომებით ძალაგამოცლილი ისლამიტური ქვეყანა შუა აზიაში, რომელიც ჯერაც საშიშ ადგილადაა მიჩნეული ტერეროზმისა და ფანატიკოსი მუსულმანების სიმრავლის გამო.

ავტორის განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც ადმიანის ”შინაგანი ომები” იწვევს – ის, რაც პოტენციურად ფანატიზმისა და ტერორიზმის სათავეც კი შიეძლება იყოს. წიგნის მთავარი პერსონაჟებიც  რიგითი ავღანელები არიან, იქნება ეს წიგნებით მოვაჭრე პატრიარქატული ოჯახის უფროსი სულთან ხანი თუ მისივე დიდი ოჯახის წევრები – მამაკაცები და თითქმის უუფლებო ქალები – თავიანთი ფიქრებით, ემოციებით, შინაგანი კონფლიქტებით…

მოკლედ, იმედი მაქვს სააინტერესო იქნება.

3. საღამოს ძალიან მიყვარს რომელიმე ცხელ სასმელთან ერთად ჯდომა და ფბ-ს სქროლვა. დღეს ხელში კისელი ვიგდე. ალბათ 2 წელი მაინცაა რაც არ დამილევია. არადა რა ადვილად კეთდება, რა გემრიელი და რა კარგი რამეა❤ ერთ შეფუთვა კისელს სჭირდება დაახლოებით 1,3 ლიტრი წყალი. ამ 1,3 ლიტრი წყლიდან დაახლოებთ 400 გრამი (თბილი) უნდა დავასხათ ფხვიერ კისელს და კარგად გავხსნათ. დარჩენილი წყლი უნდა ავადუღოთ და ადუღების შემდეგ ეს გახსნილი მასა ჩავასხათ. დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ და ვურიოდით პერმანენტულად. სანამ ადუღდება იქამდე გამოვრთოთ. გადავანაწილოთ ჭიქებში (დაახლოებით 6 ჭიქა გამოდის. ზომასაც გააჩნია პრინციპში) და დაველოდოთ ცოტა ხანი. ცხელიც კარგია, მაგრამ მე პირადად გემოს ვერ ვატან, თან მიყვარს გაციების შემდეგ ოდნავ რომ შესქელდება ხოლმე. ასე, რომ 15 წუთი ველოდები და მერე ვიწყებ ნელ-ნელა და ნება-ნება კისელის სმას.

collage

P.S პოსტის წერა კისელთან ერთად სულ სხვა მუღამი აქვს ^_^

7 thoughts on “Timha 20.03

  1. Mari

    მე კი ნუშის ნამცხვარს ვახრამუნებ და შენს პოსტს ვკითხულობ..

    Reply
  2. akunkula

    კისელი❤
    გაცივებას ვერ ველოდები ხოლმე და დავდივარ მერე ენადაბუგული😀

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s