მე და სტომატოლოგი

ბოლოს სტომატოლოგთან როდის ვიყავი არ მახსოვს, და სწორედ მაგის დამსახურებაა დღევანდელი ჩემი უხასიათობაც.

კბილების გამოხეხვისას სანამ სისხლის ფურთხება არ დავიწყე, იქამდე არ გამახსენდა რომ არსებობს ეგეთი ვიღაც, სტომატოლოგი, რომელთანაც სასურველია წელიწადში 2-ჯერ მაინც მიხვიდე და დაათვალიერებინო პირის ღრუ, იქნება და რა გჭირს. მოკლედ, როგორც იქნა ჩავეწერე, მედიჰელფში, და დღეს 7-საათზე მივედი. უფრო სწორად, 7-ის ნახევარზე მივედი და საათნახევარი ჩემს რიგს ველოდებოდი -_-

აღმოჩნდა რომ ღრძილების ანთება მაქვს, ნუ, საგანგაშო არაფერია, გაწმენდა სჭირდება და სპეციალური კბილის პასტა. მაგრამ, ღრძილებთან ერთად ალბათ 10-მდე კბილი მიათვალა რომელიც დასაბჟენია (დასაპლომბი) და + ამას ის ორი დაღრეცილი კბილი  რომ მაქვს უნდა გავისწორო. წინააღდეგ შემთხვევაში ჩემს ღრძილებს წყნარი და მშვიდი ცხოვრება არ ეღირსებათ. იმიტომ, რომ ყოველთვის იარსებებს ის ფაქტორები რაც ღრძილების ანთებით პროცესს შეუწყობს ხელს.

მთელი ბავშვობა თავს ვარიდებდი რკინებს თუ ბრეკეტებს და ვამბობდი იყოს ის 2 კბილი ხელს არ მიშლის-მეთქი. ხოდა, აგერ, ჩემმა პირის ღრუმ როგორ უნდა ჯიუტობა და რკინებზე უარის თქმა მე გაჩვენებო.

სხვა თუარაფერი ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება. ერთი ბჟენი 40-50 ლარი ღირს (ისიც ფსდაკლებით მედიჰელფში), გაწმენდა 45 ლარი და კბილების გასწორება, ერთი ყბა, 450-ლარამდე.

ჯერ პირველი ეტაპით, გაწმენდით და ღრძილების მკურნალობით ვიწყებ.

P.S იარეთ სტომატოლოგთან კონსულტაციებზე და გაიგეთ თქვენი პირის ღრუს მდგომარეობა თუ არ გინდათ ჩემსავით უცბად აღმოაჩინოთ რომ მინინუმ 1000 ლარი გჭირდებათ.

7 thoughts on “მე და სტომატოლოგი

  1. Mari

    პირველად მესმის ეგეთი რამ, რომ კბილების არასწორი განლაგება ღრძილებს აზიანებს. O_o

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კბილები კიარ აღიზიანებს. მაგ არასწორი განლაგების გამო საჭმლის ნარძცენები ნაწილდება ცუდად და რჩება მერე და ეგ აღიზიანებს

      Reply
  2. LiLaC

    ნათ, მე შარშან სვუპზე ვიყიდე 130 ლარად სტომატოლოგიური მომსახურების პაკეტი healthy smile-ში და საკმაოდ დიდი ეკონომია გამომივიდა. ნუ, 10 კბილი არა, მაგრამ 3 დავიპლომბე და + გაწმენდა, სინამდვილეში 130-ზე ბევრად მეტი დამიჯებოდა. ჩემი სტომატოლოგიც ძალიან კარგი გოგო იყო, კმაყოფილი ვარ ჯერჯერობით რაც გამიკეთა. ასე რომ, როცა ასეთი კომპლექსური მკურნალობა გჭირდება, შეგიძლია შენც ამ მეთოდს მიმართო ^_^

    ჰო, მართლა, ბრეკეტების ჩასმას მეც ვაპირებ უკვე 3 წელია )) მეორე კურსზე რომ ვიყავი რკინებს ვატარებდი, მაგრამ 1 თვეში მომბეზრდა და მოვიხსენი. ბრეკეტს შენით ვერ მოიხსნი, ამიტომ ეხლა მაგ ხერხს მივმართავ ალბათ ))

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დავლაშქრავ ამ დღეებში სვუპს და იმედია კიდევ ედებათ მსგავსი მომსახურეობა. ძალიან კარგი რამ მასწავლე ❤

      Reply
  3. მარი !

    რამდენი ხანია კბილის ექიმთან ვარ მისასვლელი,მაგრამ საშინლად მეშინია( ბანალურია და მოდაშია სტომატოლოგის შიში,მაგრამ მე მართლა მეშინია) :დდდდდდ
    თან ამას ხელს ისიც უწყობს,რომ არ მაწუხებს კბილები,უბრალოდ ვიცი ,რომ გასაკეთებელი მაქვს .
    დედაჩემი დამწერს მალე პირჯვარს და მივალ მეც ,ალბათ 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      საშიში მართლ არაფერია. მითუმეტეს რომ საერთოდ არაა მტკივნეული. შეიძლება ოდნავ უსიამოვნო იყოს, მაგრამ იმდენად არა რომ გაუსაძლისი გახდეს იმ სკამზე ჯდომა. ტაკ შტო, აჯობე საკუთარ თავს და მიაკითხე სტომატოლოგს ❤

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s