Relationships

სანამ ახალი პოსტის ფანჯარას გავხსნიდი და სათაურს დავწერდი თითქოს ვიცოდი რა უნდა დამეწერა. თითქოს ჩამოყალიბებული მქონდა მთელი ჩემი სათქმელი და მთავარი მხოლოდ აკრეფვა იყო. მაგრამ, საბოლოო ჯამში აღმოვაჩინე რომ ვერაფერსაც ვერ ვამბობ ურთიერთობების შესახებ. იმიტომ არა რომ არაფერი გამეგება, არც იმიტომ რომ ძალიან დებილი ვარ, ან პირიქით ძალიან ჭკვიანი ვარ, უბრალოდ ეს ის საკითხია რომელიც ძალიან რთულია.

რთულია იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის რილეიშენშიფი ინდივიდუალურია და შესაბამისად ვერ ჩამოარაკრაკებ სიტყვებს ზოგადად. ნუ, პრინციპში ზოგადად შეგიძლია თქვა, რომ ურთიერთობა არსებობს რამდენიმე სახის, მაგალითად: ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის, შეყვარებულები სექსის გარეშე, ცალმხრივად შეყვარებული წყვილი სექსის გარეშე, ცალმხრივად შეყვარებული წყვილი სექსით. ცალმხრივად შეყვარებულობაში იგულისხმება როდესაც ორი ადამიანად მხოლოდ ერთია შეყვარებული და მეორეს ვერ ან არ გაურკვევია რა უნდა.

ხო, აი ეს ურთიერთობის ტიპები, რომლებიც ამ წუთას გამახსენდა, ჩამოვაყალიბე, მაგრამ მერე? თითოეული მინდოდა დამეხასიათებინა მაგრამ მივხვდი რომ არ გამოვიდოდა. მივედი დასკვნამდე, რომ იმდენნაირი ურთიერთობა არსებობს რამდენი წყვილიცაა. შეუძლებელია აიღო ერთი კონკრეტული ტიპის ურთიერთობა, დაახასიათო და მერე ყველა წყვილს ეგ მოარგო.

და საერთოდ, მგონია რომ ჩვენ, ადამიანები, მოკვდავი ადამიანები, ვართულებთ ყველაფერს თორემ რეალურად ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. უბრალოდ სხვანაირად უნდა შეხედო, სხვანაირად აღიქვა და სხვანაირად გაიაზრო ის რაც ძალიან რთული გეჩვენება.

რავიცი.

13 thoughts on “Relationships

  1. winterwillend

    ცალმხრივად შეყვარებული წყვილი სექსის გარეშე, ცალმხრივად შეყვარებული წყვილი სექსით. ეს რას ნიშნავს?😀

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მანდვე განმარტებაც ხომ მოჰყვა :დ
      ” ცალმხრივად შეყვარებულობაში იგულისხმება როდესაც ორი ადამიანად მხოლოდ ერთია შეყვარებული და მეორეს ვერ ან არ გაურკვევია რა უნდა.”

      ნუ კითხულობ ჩემს ნაბოდვარს. მეც ვერ გავიგე რა მინდა ხომ ხედავ:/

      Reply
      1. winterwillend

        უი ეგ ეხლა გავარჩიე.ამიერიდან უფრო ყურადღებით წავიკითხავ😀

    1. siyvarulovna Post author

      ნანახი მაქვს ეგ :დ
      და ეხლა თავიდან დავიწყე ყურება ^_^

      Reply
  2. კახი

    ორმხრივი სიყვარული – სექსით! გამოგრჩა და საერთოდა რაც ყველაზე ლამაზი და საკაიფოა ზუსტად ის გამოტოვე, ცალმხრივს მიადექი მაინცდამაინც?!🙂 ურთიერთობა მარტივია, ის ან გაბედნიერება ან “გაკმაყოფილებს” და პირიქით🙂

    Reply
  3. zurriuss

    ალუკარდმა მითხრა გადასარევად: რილეიშენშიფში გაფეილება ჯობია მის საერთოდ არქონასო. ეგეც შეგიძლია სადმე მიაწერო :))

    Reply
  4. mari

    ყველაფერი არის ძალიან მარტივი, როცა უყურებ შორიდან, ან დიდი ხნის მერე ან სხვისი თვალით. მაგრამ აი, ახლოდან იმდენი რაღაც გამოყოფს ფეხს და თვალში ჩაგეჩხირება, რომ ყველანაირ მოტივაციას დაგიკარგავს.
    მთავარია კარგად იყო😉

    Reply
  5. ვაიბი

    არადა მე ძალიან დამეხმარე, ნებისმიერ შემთხვევაში შენი გამოცდილება მაინც გამომადგა, იმიტო რო ბევრისგან განსხვავებით არც ცენზურის გერიდება და არც შენს მოსაუბრეს აქვს კომპლექსი თავისი პირადულის დამალვის და მოკლედ ფანტასტიური მოსაუბრე ხარ❤

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s