მე იმ ავტობუსის მგზავრი ვარ, რომელსაც კონტროლიორი დაჰყვება

დიდუბიდან ვაკეში ორი ავტობუსი, 21 ნომერი და 51 ნომერი დადის. ორივეს საკმაოდ გრძელი და ხალხმრავალი მარშუტი აქვს. არ არსებობს 21 ან 51 ნომერ ავტობუსში ავიდე და კარებთან არ ვიყო ატუზული. ხანხადან, ძირითადად 9-10 საათისთვის, იმის ფუფუნებაც კი არსებობს რომ დავჯდე.

მოკლედ, ამ ორივე ავტობუსში კონტროლიორები გაჩნდნენ. კონტროლიორები, რომლებიც თავიდან ბოლომდე დაჰყვებიან ავტობუსს. ხალხში ჯერ გაკვირვება შემდეგ კი გაბრაზება გამოიწვია. აბა როგორია მგზავრობის ფულის გადახდა რომ გიწევს?!

ჰო, მგზავრების უმეტესობა მიჩვეულია რომ უფასოდ უნდა იმგზავროს, საერთოდაც მათთვის ალბათ უმჯობესია რომ ავტობუსს გაჩერებაზე კიარა, საკუთარ სადარბაზოსთან ელოდებოდეს. მოკლედ, მგზავრების იმ ფუფუნებას რომ უფასოდ იმგზავრებდნენ ბოლო მოეღო.

არსებობენ მგზავრები, რომლებიც ასვლისთანავე იხდიან მგზავრობის საფასურს და იღებენ ბილეთს. ასეთი ვარ მეც. არსებობენ მგზავრები, რომლებიც ჯერ დასაჯდომ ადგილს ეძებენ, თუ ვერ იპოვეს ავტობუსის ბოლოში გადადიან და იქ დგებიან იმის იმედად რომ კონტროლიორი ვერ შეამჩნევს. თუ მაინც შეამჩნია მორჩილად აძლევს სამგზავრო ბარათს და სთხოვს რომ ბილეთი აუღოს. მე რომ კონტროლიორი ვყოფილიყავი არ შევუსრულებდი მსგავს თხოვნას ისეთ ხალხს, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილება. მაგალითად სტუდენტებს.

ყველაზე უკიდურესი მგზავრების ის კატეგორიაა, რომელსაც ბილეთის აღება არ სურს. ავტობუსში ამოსვლისთანავე სახეზე საშინელი უკმაყოფილება ეხატებათ. მერე ცდილობენ კონტროლიორისგან ზურგით დადგნენ და არ შეიმჩნიონ მათი არსებობა და არც ის ვალდებულება რაც ბილეთის აღებაში გამოიხატება. კონტროლიორის სიტყვებს: “უკაცრავად ბილეთი წარმომიდგინეთ” საშინელ იგნორს უკეთებენ, თუ მაინც მოუწიათ კონტროლიორთან დალაპარაკება უკვე ლანძღვაზე გადადიან და პირველ რიგში ოჯახს ახსენებენ: “ოჯახი არ გყავს, შვილები არ გყავს წადი იმათ მიხედე რა”. სიმართლე გითხრათ, რამდენჯერაც მსგავს ფაქტს შევესწარი იმდენჯერ ვერ მივხვდი ოჯახი, შვილები, მეუღლე, და-ძმა, მშობლები რა შუაში არიან მგზავროს ვალდებულებასთან და კონტროლიორის მოვალეობასთან.

სხვათაშორის მგზავრებს ძალიან კარგი მიზეზი აქვთ რომ ბილეთი არ აიღონ – საათნახვარი რომლის განმავლობაშიც მგზავრობა უფასოა. ხოდა, დაიხვევენ ხოლმე ხელზე ამ საათნახევარს და კონტროლიორს ღრიალით უმეორებენ რომ მერიამ მისცა ეს საათნახევარი და ჩასვლისას აიღებს აუცილებლად ბილეთს. კონტროლიორი ვერ შეამოწმებს თითოეულ მგზავრს ჩასვლისას, და შესაბამისად უშედეგოდ უმეორებს რომ ბილეთი აიღოს, რადგან კანონი ასე მოითხოვს და შეუძლია ეს კანონი წაიკითხოს ფანჯარაზე გაკრულ ფურცელზე, რომელსაც ყველა უყურადღებოდ ტოვებს.

იცით მე რა მიკვირს? ხომ არსებობს ეგეთი რაღაც “თხოვნა”, მაშინ რატომ არ იყენებენ? ხომ შეუიძლიათ ყვირილის ნაცვლად კონტროლიორს სხოვონ, რომ საათნახევრის გამოყენება უნდათ და თუ შეიძლება ჩასვლისას აიღებენ ბილეთს. მაგრამ არა, მათ თავიანთი აუცილებლად ყვირილით და ლანძღვა-გინებით უნდა გაიტანონ.

ძალიან ბევრჯერ შევსწრებივარ ფაქტს როდესაც კონტროლიორს დაურთვია ნება ჩასვლისას აეღო ბილეთი, ძალიან ბევრჯერ მინახავს როგორ დაურთვია ნება კონტროლიორს მგზავრისთვის, რომ უფასოდ ემგზავრა და როგორ დახმარებია სხვა, “ზემდგომ” კონტროლიორებთან და არ მიუცია საშუალება დაეჯარიმებინა. ამას წინათ, 21 ნომერ ავტობუსში ისიც კი ვნახე როგორ აუღო კონტროლიორმა ბილეთი მგზავრს და მიაწოდა, იმიტომ რომ წინაზე უბილეთო მგზავრობას სხვა კონტროლიორისგან ამ მგზავრის დაჯარიმება მოჰყვა და არ უნდოდა იგივე განმეორებულიყო, თან სთხოვა, 20 თეთრი რა გაგიხდა ჩაიგდე ჩანთაში რომ აღარ დაგაჯარიმონ, მუდმივად ხურდის უქონლობას რომ იმიზეზებო.

საერთოდაც, კარგი იქნებოდა იმის კულტურა გვქონდეს რომ თუ რამით ვსარგებლობთ, აუცილებლად უნდა გადავიხადოთ. და თუ არ ვიხდით და ვიღაც მიგვითითებს ჩვენი ვალდებულების შესრულებაზე, მაშინ არ გავბრაზდეთ და ისე შევასრულოთ.

ისე, საინტერესო იქნებოდა კონტროლიორს ბლოგი რომ ჰქონდეს რას დაწერდა🙂

12 thoughts on “მე იმ ავტობუსის მგზავრი ვარ, რომელსაც კონტროლიორი დაჰყვება

  1. anuki))

    ეხლა ყურადღებით წავიკითხე შენი პოსტი.. .. მომეწონა მსგავს საზოგადოებრივ პრობლემას რომ შეეხე რადგან არაერთი ჩვენგანი არმოჩენილა დაჯარიმებულის თუ ბილეთიანი მგზავრის ამპლულაში ანდა კონტროლიორისა და უბილეთო მგზავრის ლანძღვის შემსწრეე…
    ფაქტია რომ ჩვენს საზოგადოებას გვაკლია კულტურა. მრავლობითში ვამბობბ რადგან ჩვენ ყველა ამ საზოგადოების წევრები ვართ…. იმაშიც გეთანხმები რომ ყველაზე დიდი უზრდელობა კონტროლიორის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების იგნორი და მით უმეტეს პირადი შეურაცხყოფა…. ქართველებს არ გვესმსმის რა არის კანონიი ეს ფაქტია მაგრამ რძელი ენები გვაქვს როცა საქმეე უწესრიგობასა დაა სხვის კრიტიკას ეხებაა…..
    ისეე ერთის მხრივ ხალხის გაგებაც შეიძლება… ჩვენი ქვეყნის ეკონიმიკური მდგომარეობიდან გამოდონარეე მიმაჩნია რომ სამარშუტო ტაქსებისა და საერთოდ მგზავრობის საფასური მააღალია (თუმცა კიდევ ერთხელ ავნიშნავ ეს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას არ გვაძლევს).. რაცშეეეხება იმას რომ კონტროლიორებს თავად მიუციათ უფლება მგზავრისთვის უფასოდ ემგზავრა ანდა თვად აუღია ბილეთი ასეთი მხოლოდ ერთეულები არიან და ხანხი მათ მოლოდინში ვერ იქნებაა…. ხანდახან მათი აგრესიაც საერთო ცხოვრების გარემოთი აიხსნებაა.. ამიტომ მე ორივე მხარის მესმისს….. :))) შენს აზრს კი დიდ პატივს ვცემ და ძლაინ მომწონს შენი ბლოგიი❤

    Reply
    1. ლუსი@

      არა; – მე არ ვარ ამ საზოგადოების წევრი, იმიტომ რომ კონტროლიორებს პატივს ვცემ და მათი შეურაცხოფის ხარჯზე არ ვცდილობ ,,პოსლეზე” მგზავრობას!; იმიტომ რომ ოფლიანი იღლიებისა და გასარეცხი ნასკების სუნით აყროლებული არ ავდივარ ტრანსპორტში!; იმიტომ რომ ბანალური და ტვინის მტ…ელი ფრაზები; – ,,რას გვიშვება ეს მთავრობა”, (მთავრობა კი არა, კაციშვილი რომ აღარ ,,უშვებათ”, ამის გამო აქვთ ნერვები ასეთ დღეში(!), . . .🙂 ) ,,აი კომუნისტების დროს,…” ,,რა თაობა მოდის, აი ჩვენს დროს,…” და ,,ვის ოჯახშიც შენ შეხვალ” ჩემთვის ტვინის მტ…ელი და საღადავოა!, . . . იმიტომ რომ სიგარეტის ბიჩოკს ნაგვის ყუთიდან 2 სანტიმეტრში, ძირს არ ვაგდებ, იმიტომ რომ არასოდეს არ დამიგდია ნაყინის შესაფუთი პარკი ავტობუსში, იმიტომ რომ ავტობუსის ბილეთებს ძირს არ ვაგდებ, იმიტომ რომ პოლიციაში ან დასუფთავების საჯარიმო სამსახურში დარეკვა ჩემთვის ,,ბოზური” არ არის და საერთოდაც, სულ ფეხებზე მკიდია თქვენი ქართველობა!; მაგრად მკიდია ,,რას იტყვის ხალხი” და კიდევ უფრო მაგრად მკიდია ,,კრიმინალური ,,ვეტო”; – ,,არა-ქურდულია!” არ შევეცი ასეთ ,,ქართველობას!?,”. . .

      Reply
  2. LiLaC

    მე მომწონს ეგ იდეა, რომ დაყვებიან კონტროლიორები ავტობუსებს… ადრეც იყო, მგონი, ეგრე, მაშინ ჯერ კიდევ “ნაღდი ანგარიშსწორება” იყო ოღონდ და მძღოლს ეხმარებოდნენ, რიგები რომ არ დამდგარიყო ჩასასვლელში. უბრალოდ, ძვირია მგზავრობა… მამენტ სხვა ქვეყნებში კიდევ უფრო ძვირია (აქვე გამოსადეგი ინფო – სტამბულში 3 ლირა ღირს საზოგადოებრივი ტრანსპორტი : )), მაგრამ აქ ხალხს ძაან უჭირს მართლა. 20 თეთრი რომ იყოს, კარგი იქნებოდა, როგორც ადრე.

    Reply
    1. ლუსი@

      20 თეთრი არა იხვი; – 10 თეთრიანი ტარიფები აქვთ და მაინც დედის მ….ს იტ…ვენ; – ამის გადახდაც არ უნდათ; – ,,აი კომუნისტების დროს 5 კაპიკი ღირდა,”. . .🙂 ზოგი პირდაპირ ამბობს, უფასო უნდა იყოსო, . . . კაი კაცო!, . . .🙂

      Reply
  3. caqtus

    “კონტროლიორი ვერ შეამოწმებს თითოეულ მგზავრს ჩასვლისას, და შესაბამისად უშედეგოდ უმეორებს რომ ბილეთი აიღოს, რადგან კანონი ასე მოითხოვს და შეუძლია ეს კანონი წაიკითხოს ფანჯარაზე გაკრულ ფურცელზე, რომელსაც ყველა უყურადღებოდ ტოვებს.” – კანონი ზუსტად რომ იმის თავისუფლებას გაძლევს, რომ როცა გინდა მაშინ აიღო ბილეთი. ის რომ კონტროლიორი ჩასვლისას ყველა მგზავრს ვერ შეამოწმებს – ეს თბილისის სატრანსპორტო გაერთიანების პრობლემაა. თავიანთი მოვალეობებისაგან თავის არიდების მიზნით, მგზავრებს უქმნიან საკმაოდ დიდ დისკომფორტს. ამ კონტროლიორებს კი ჩასჩიჩინებენ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებააო რომ უნდა წარუდგინო ბილეთი კონტროლიორსო..არადა შავით თეთრზე წერია იმ ბრძანებულებაში, რომ საქალაქთაშორისო ავტობუსებზეა საუბარი. პ.ს. ფანჯარაზე გაკრული ფურცელი კანონი არ არის. კანონია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი. პ.პ.ს. ყოველთვის ვიღებ ბილეთს (50 თეთრიანს. შეღავათების გარეშე), ოღონდ ჩასვლისას. გინდ იყოს კონტროლიორი, გინდ არა.

    Reply
  4. khatia

    კონტროლიორის ბლოგის იდეა საშინლად მომწონს და მეც მიფიქრი მაგაზე. საინტერესო იქნება ძალიან.

    პ.ს. პოსტს ვეთანხმები🙂

    Reply
    1. ლუსი@

      უკვე მრცხვენია რომ ქართველი ვარ!, . . .

      Reply
  5. Kate

    კონტროლიორს ბლოგი რომ ჰქონდეს, ალბათ მუდმივად ჩვენი ანუ მგზავრების ლანძღვა იქნებოდა.

    Reply
    1. ლუსი@

      კონტროლიორი არ არის აუცილებელი; – შევეცი ასეთ ქართველობას!; კონტროლიორების მისამართით შემგინებელს შევუნძრიე გლანდებში და მოგიტყანთ ძველი ბიჭობა!, . . . ქართველებო, . . .🙂

      Reply
      1. Kate

        უკაცრავად და შენი კომენტარი ჩემს კომენტართან რა შუაშია???

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s