Biaff 2013 და ბლოგერების კონკურსი

ბათუმის კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და უკვე მერვე წელია რაც აქტიურად ტარდება. წელს ბიაფი 15-22 სექტემბრის პერიოდში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მეოთხე წელია ცხადდება კონკურსი ბლოგერებისთვის. ვინაიდან საკმაოდ ბევრი ბლოგერი მეკითხება ფესტივალის განმავლობაში არსებულ კონკურსზე გადავწყვიტე მოკლედ ჩამომეყალიბებინა პოსტში.

პირველად ბათუმის ფილმის ფესტივალზე 2011 წელს მოვხვდი. სიმართლე გითხრათ ჩემი განზრახვა მხოლოდ ზღვა და ბათუმის ქუჩებში ბოდიალი იყო. შედეგად კი ამოვყავი თავი ფესტივალზე სადაც ყველა ფუსფუსებდა, აპოლოდან რედისონში ან პრესკაფეში მასტერკლასებზე და სეანსებზე მიიჩქაროდა. მოკლედ, ამ ყველაფრით მონუსხულმა გადავწყვიტე 2012 წელს სრულად დავსწრებოდი ბათუმის ფილმის ფესტივალს და მონაწილეობა მიმეღო როგორც ფესტივალის გაშუქებაში, ისე ბლოგერების კონკურსში.

პირველად ბლოგერების კონკურსი 4 წლის წინ ჩატარდა და საკმაოდ ცოტა, მგონი სულ 5-6 ბლოგერი, მონაწილეობდა. შარშან, როდესაც პირადად დავესწარი როგორც ფესტივალის გახსნას, ისე მის დახურვას და აქტიურად ვიყავი ჩაბმული ამ ყველაფერში გაცილებით მეტმა ბლოგერმა მიიღო მონაწილეობა.

კონკურსის პირობები ასეთია:

1. უნდა გქონდეს აქტიური ბლოგი.
2. უნდა გაიაროთ რეგისტრაცია – http://goo.gl/cxAMX . რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 აგვისტოა (მე უკვე გავიარე და ვაპირებ დავესწრო მთელი კვირის განმავლობაში).
3. განათავსოთ ბლოგზე ფესტივალის ბანერი.
4. კონოფესტივალის დაწყებამდე დაწეროთ ერთი პოსტი, რომელიც ზოგადად შეეხება ბიაფფ-ს.
5. ფესტივალის განმავლობაში წეროთ იქ არსებულ სიტუაციაზე, მასტერკლასებზე და ფილმებზე.

შარშან, ჩემი ფილმების ნაკლებსიყვარულობის გამო, მეგონა ბოლო პუნქტის შესრულება გამიჭირდებოდა. მაგრამ, დამიჯერეთ, იქ ისეთი სიტუაციაა და ისეთი ფილმები თავად მოგინდებათ ფილმთან დაკავშირებული თითოეული ემოცია, ცუდი იქნება ეს თუ კარგი, გაუზიაროთ ხალხს.

  • რატომ არის კარგი ბიაფფ-ის კინოფესტივალში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა?

1. გექნებათ აკრედიტაცია, რაც საშუალებას მოგცემთ დაესწროთ ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას. თქვენთვის ადგილი დარბაზში ყოველთვის იქნება.
2. მოგეცემათ საშუალება დაესწროთ ყველა პრესკონფერენციას და მასტერ კლასს. თუ სურვილი გექნებათ ჩაწეროთ ფესტივალის ჟიური, სტუმრები, ორგანიზატორები და საერთოდაც, ყველა ვისაც ხელს დაადებთ ^_^
3.  გექნებათ ბეჯი საკუთარი სახელით და ბლოგის ლინკით. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ბეჯები ძალიან მიყვარს :3
4. იმჰო, ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელია რომ საშუალება გექნებათ დაესწროთ ფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიალს. გასათვალისწინებელია რომ გახსნაზე და დახურვაზე სტუმრების დასწრება ხდება მოსაწვევებით.
5. გექნებათ მაისური ფესტივალის ლოგოთი. მაისური რომ მეცვა რაღაც ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფესტივალის განმავლობაში ჩემთვის “დახურული კარი” არ არსებობდა და კინოთეატრ აპოლოში თავს ისე ვგრძნობდი როგორც საკუთარ სახლში ^_^

წელს იქნება განსაკუთრებით კარგი პრიზები, რადგან ბიაფფ-ს რამდენიმე კომპანია/დაწესებულებაც შეუერთდა და სურვილი გამოთქვა პარტნიორობის.

  • ე.ი პრიზებად გათვალისწინებულია:

1.   BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს, მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს  და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგლისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისენი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე.
2.   კავკასიის მედია სკოლის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  მოკლევადიანი კურსების უფასო სწავლების ვაუჩერი
3.   სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი  – გამარჯვებულ 3 საუკეთსო ბლოგერს გადაეცემა  2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში  (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის
4.  კინოფესტივალის პარტნიორი ტურ კომპანიის პრიზი –  3 ბლოგერს გადასცემს 2-3 დღიან სამოგზაურო ვაუჩერს (საქართველოს ფარგლებში
5. ჰოსტელი „ანრის პრიზი (ბათუმი– საუკეთესო 4 ბლოგერს გადაეცემა 5 დღიანი საგზური ჰოსტელში დასვენებისთვის.

ვგონებ საკმარისი და ამომწურავი ინფორმაციაა საიმისოდ რომ 15-დან 22 სექტემბრამდე მოგინდეთ დაესწროთ ბათუმის ფილმის ფესტივალს, გააშუქოთ ის და მიიღოთ მონაწილეობა ბლოგერების კონკურსში.

ყველა ამ სიკეთეს ბონუსად სდევს ფესტივალის პერიოდში გატარებული თითოეული გათენებული ღამე ან სანაპიროზე ან სადმე სხვაგან, უძილობისგან დასიებული თვალები და ა.შ ^_^

თუ თვლით რომ საკმარისად ამომწურავი არ არის ეს ინფო შეგიძლიათ მკითხოთ რამე, ან მიმართოთ ბიაფფ-ის ოფიციალურ ფეიჯს – http://www.facebook.com/BIAFFBATUMI

Advertisements

17 thoughts on “Biaff 2013 და ბლოგერების კონკურსი

      1. tami

        შევავსე განაცხადი, და დამირეკავენ და მეტყვიან ალბათ ხომ, დადებითი პასუხის შემთხვევაში?

      2. siyvarulovna Post author

        Tami, ნებისმიერს შეუძლია წამოსვლა და არავინ დაგირეკავს. შენვითონ უნდა წახვიდე ^^ ხარჯებს ყველაფერს შენ ანაზღაურებ.

      3. siyvarulovna Post author

        არაფრის ^^ თუ კიდევ რამე დაგაინტერესებს შემეხმიანე ❤

      4. tami

        ოკ. და ბოლოს ლინკი და პოსტი ეხლა უკვე უნდა დავწერო?თუ სექრტემბერში

      5. siyvarulovna Post author

        როცა გაგიხარდება. მაგაზე შეზღუდვა არაა. მტავარია ბიაფფ-ის დაწყებამდე იყოს

      6. tami

        მადლობა ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის, დიდად დამავალე<3

  1. kushichka

    ანუ კიდევ ერთხელ დავსვამ ალბათ ათასჯერ დასმულ კითხვებს მაგრამ იმედია ამიტან 🙂 ანუ განაცხადი შევავსე, ეხლა უნდა დავწერო პოსტი სექტემბრამდე ბიაფფ–ზე, ბლოგზე ფესტივალის ბანერი როგორ განვათავსო? ვიცი ძალიან შტერ კითხვას ვსვამ მაგრამ ძაან ცოტა რამ გამეგება ტექნიკური მხარეებიოს და სამწუხაროდ მასწავლებელის არავინ მყავს… რა ვქნა? მთელი კვირის განმავლობაში შევძლებ ალბათ მეც დასწრებას… მინდა!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      დასვი ნებისმიერი კითხვა და რიც შემეძლება დაგეხმარები აუცილებლად 🙂
      მოკლედ, თუ განაცხადი გააგზავნე სეგიზლია მშვიდად იყო ეხლა.
      ბანერის ჩასმას გასწავლი, და მერე, 15-სექტემბრამდე ერთი პოსტი უნდა დაწერო და ეგაა 🙂

      Reply
  2. კუში–კუში

    მოგაკითხე სიყვარულოვნააააააა 🙂 აბა ჩემო მასწ მასწავლე ბანერი როგორ ცავსვა ჩემს ბლოგზე რა… და კიდე იქ კი გავიარე რეგისტრაცია 1 ივლისს მაგრამ არაფერი არ ჩამინიშნავს და ნამდვილად არაფერია საჭირო ხომ მეტი? ვაპირებ პოსტი დავწერო ამ დგეებში. ბანერი მრჩება……. 😦 მიშველე 🙂

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ჩვეულებრივ ფოტოს როგორც სვამ საიდბარში ისე უნდა ჩასვა ეგეც. არაფერი პრობლემა არაა.

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s