და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

გუშინ საღამოს შინ რომ ვბრუნდებოდი სკოლასთან ბავშვების ჯგრო შემხვდა. როგორც გავარკვიე მეოთხე კლასელები იყვნენ, ექსკურსიიდან დაბრუნდნენ და მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. უმეტესობა ტიროდა. მახსოვს, მე რომ მეოთხე კლასი დავამთავრე და როცა გვითხრეს მეხუთედან სხვა დამრიგებელი გეყოლებათო რამდენიმე ჩემმა კლასელმაც იტირა. მე კიდევ რეაქცია არ მქონია. უემოციობის ბრალია, ან იმის რომ ცვლილებებს ადვილად ვეგუები.

არც მეოთხე კლასის დამთავრება და ახალი დამრიგებელი მინაღვლია, უფრო სწორად ძველი დამრიგებელის წარსულში ჩაბარება, არც სკოლის დამთავრება და ბავშვობის უკან მოტოვება. მოკლედ, ერთადერთი რასაც ვნანობ ამ ეტაპზე და განვიცდი ისაა რომ მუშაობა მინდა. ოღონდ ისეთ სამსახურს ვეძებ სწავლაში ხელს რომ არ შემიშლის, ან ძალიან რომ არ შემიშლის და ეგეთის პოვნა ფაქტობრივად გამორიცხულია.

15 ივნისს უნივერსიტეტში ჩემთვის მეექვსე სემესტრი მორჩა. მთავარი პრობლემა, გამოცდები, ჯერ კიდევ წინ არის. 21-ში მაქვს პირველი გამოცდა და მთელი დღის განმავლობაში ხან რას მივედე ხან რას.

მთელი 3 წლის განმავლობაში ყველაზე რთული სემესტრი მქონდა. 6 საგანს გავდიოდი, ექვსივე სავალდებულო იყო, და ექვსივე ერთმანეთზე უარესი. არა, ვიტყუები, შრომის სამართალი და საოჯახო/მემკვიდრეობით ადვილია.

25-ში ღამით (26-ში გამთენიისას უფრო სწორედ) თურქეთში, სტამბულში მივდივარ. რამდენიმე თვეა ვგეგმავ და ველოდები 25/26 ივნისს. თავიდან ჩემი მეგობრები მიდიოდნენ, აზრაც არ მომსვლია ის, რომ მეც წავსულიყავი მათთან ერთად, ვამბობდი არ გამიშვებენ ჩემები და კითხვას რა აზრი აქვს-მეთქი. მაგრამ ერთ საღამოს მაინც გავბედე და შედეგად დედაჩემმა მომიწონა იდეა, კარგია, რაც მეტ ქვეყანას ნახავ მით უკეთესიო, მამაჩემმა ცოტა ხნით და მცირე დოზით იჯუჯღუნა მაგრამ დამთანხმდა და მე ვიყავი გაოგნებული🙂  სხვა ქვეყანაში კიარა, გვერდზე ქალაქში შეიძლება არ გამიშვან რომ მოვინდომო. მოკლედ, ამ გადაწყვეტყვეტილებას ჩავებღაუჭე და შევუდექი მზადებას. მზადებას რა, ძირითადად იმას რომ სტამბულის შესახებ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შემეკრიბა და მომეძებნა ის მუზეუმები თუ ადგილები, რომელთა ნახვასაც ვაპირებ.
✔ თვითმფრინავის ბილეთები ნაყიდია. სხვათაშორის საკმაოდ იაფად. პეგასუსით მივფინავთ;
✔ ჰოსტელი დაჯავშნულია. ესეც საკმაოდ იაფად. ძალიან კარგ ადგილზე, კარგი ჰოსტელია კარგი სტაფით. ასე ამბობენ ბუქინგ.ქომზე ყოველშეთმხვევაში. შეგიძლიათ ფბ-ზეც გადახედოთ ჩილაუთ ჰოსტელს🙂

ჰო, კიდევ ის მადარდებს რომ სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე არეულობაა. რამდენიმე ათასი ადამიანია გამოსული და ერდოგანის გადადგომას მოითხოვენ, არ გვინდა ფაშიზმი და დიქტატურა ერდოგანის სახითო. პოლიციამ რამდენჯერმე დაარბია, გეზი პარკის გსუფთავებაც დაიწყო, მაგრამ ხალხი უკან არ იხევს და ათასობით ადამიანია გამოსული. ვიმედოვნებ 26-დან 30-მდე არანაირი შეტაკება და შეხლა-შემოხლა არ მოხდება რადგან არამარტო გეზიპარკთან მოგვიწევს ხშირი კონტაქტი, არამედ მაგ პარკთან ძალიან ახლოსაა ჩვენი ჰოსტელიც ^_^

8 დღე დარჩა.
და თბილისში უკვე ძალიან ცხელა.

 

17 thoughts on “და თბილისში უკვე ძალიან ცხელა

  1. Ibi

    სტამბულში აგვისტოს ბოლოს მივდივარ მეც. წარმატებები ^^ ველოდები დიდ პოსტს სტამბულზე. ჰო, იმედია არეულობა არ იქნება შენი იქ ყოფნის დროს:/

    Reply
  2. LiLaC

    chillout ძაან მაგარია მართლა. მე რომ ვიყავი წასული, ბავშვების ნაწილი მანდ იყო. სამწუხაროდ, ფრაივითი არ ჰქონდათ მაშინ თავისუფალი და მე სხვაგან მომიწია, მაგრამ “სტუმრად” ვიყავი მისული და მომეწონა…
    და, სიმართლე გითხრა, იმ დემონსტრაციების გამო ორმაგად მსურს შენი – სიამოვნებით ვიქნებოდი ეხლა იქ და ვირბენდი ფოტოაპარატით ან ვიდეოკამერით ხელში :ჟურნალისტურისული:

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ბუქინგ.ქომზე კომენტარები რაღაც არ მომეწონა:/ მაგრამ თავს იმით ვიმშვიდებ რომ იქ მხოლოდ დასაძინებლად მივალ ხოლმე :დ
      და რაღაც მომენტში მეც მინდა მაგ არეულობაში ყოფნა, მაგრამ ძალიანდ აძაბულია სიტუაცია, უამრავი ადამიანი დაჭერილი და დაჭრილი პახოდუ:/

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      სასტუმრო არ არის, ჰოსტელი დავჯვშნეთ და ერთ კაცს 4 ღამე 64 ევრო უჯდება.
      თვითმფრინავის ბილეთები კი 127-ევრო დაჯდა ორივე გზა ^_^

      Reply
  3. Tina Poulin

    ჩემნაირი ჯიბეგაფხეკილი გოგოსთვის ეგეც ბევრია,მაგრამ ისე იაფია,ბირჟის ეკვივალენტებში თუ გადავიყვან!:D:D:D

    Reply
  4. Ni...

    კარგ დასვენებას გისურვებ🙂
    ოი, მართლა პეგასუსს ძალიან კარგი თვითმფრინავები ყავს, უბრალოდ ის ტეხავს, რომ საჭმელი აქვთ ფასიანი და თან საკმაოდ ძვირი😦

    Reply
  5. Tina Poulin

    ოჯახში ისეთი პრობლემები მაქვს(ბიძაჩემია ძალიან ავად) არ მეღირსება ამ წელს კურორტი და კარგი ცხოვრება!ჯანდაბა რა!რა დავაშავე!(არა კი ვიცი რაც დავაშავე,მაგრამ…)წინა წელსაც არსად ვყოფილვარ…აუუუუუ…წავალ ილიას ტბაზე ალბათ 2 დღით(ისიც ალბათ) და ეს იქნება ჩემი გატარებული ზაფხული.(ფეისფალმ)

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თბილისშიც შეიძლება კარგი ზაფხულის მოწყობა. თუნდაც ლისის ტბაზე ასვლა და მთელი დღის იქ გატარება მეგობრებთან ან ვინმეებთან ერთად ^^

      Reply
  6. Tina Poulin

    ეეეჰ…სიყვარულოვნა… სადაა მეგობარი…აღარ მყავს მე მეგობრები:) რაც დარჩა მეგობრობიდან ესაა მისალმება და იძულებითი ერთად ყოფნა… მართლა უბედური ვარ!სამუან ჰელფ მი!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      თუ შემიძლია რამით დახმარება, სიამოვნებით დაგეხმარები ^_^

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s