რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც სამეცადინო გვაქვს

  1.  ვიღვიძებთ რაც შეიძლება გვიან;
  2. ვდგებით ლოგინიდან რაც შეიძლება გვიან, აი მაშინ, წოლა რომ გაუსაძლისი ხდება და ოფლში ვიღვრებით;
  3. ვიღებთ გრილ შხაპს რაც შეიძლება დიდხანს და ვიხანგრძლივებთ ნეტარების წუთებს;
  4. ვსაუზმობთ დინჯად, წყნარად და მშვიდად ტელევიზორის თანხნლებით. რა თქმა უნდა ტელევიზორებში მხოლოდ სერიალებია, მაგრამ არაუშავს. ცოტა ხანში საინფორმაციო დაიწყება და ეგეც საინტერესოა;
  5. ვრთავთ კომპიუტერს, ვნახულობთ ნოტიფიკაციებს, ვხსნით მესიჯებს და ვსქროლავთ ნიუსფიდს რაც შეიძლება დიდხანს. როცა გვბეზრდება კომპიუტერი და გვეღლება საჩვენელები თითი სქროლვის გამო
  6. ვიწყებთ სახლის დალაგებას. თუ გაგვიმართლა და დიდი სახლი გვაქვს მთლად უკეთესი. მტვრებს გადმოწმენდა უნდა, იატაკს დაგვა, ხალიჩებს დაპილასოსება, თუ ძალიან გვეზარება მეცადინეობა სადარბაზოს დაგვაც შეიძლება (აბა მეზობელს ურჩევნია ნაგავში ამოხდეს სული ვიდრე სადარბაზო დაგაოს -_-)
  7. სახლის დალაგებისას ვხდებით ბინძურები და შესაბამისად შევდივართ ისევ წყლის გადასავლებად, რომელიც კიდევ უფრო სასიამოვნოა;
  8. ვრთავთ მიძინებულ კომპიუტერს და ვათვალიერებთ სიახლეებს ფეისბუქზე, შეიძლება რიდერის გახსნაც და ბლოგერების ახალი ბლოგების კითხვა;
  9. როდესაც გვბეზრდება ინტერნეტი დ ვამჩნევთ რომ ლეპტოპი საშინელ სიმხურვალეს გამოსცემს გადავინაცვლებთ ლოგინზე, ვშლით წიგნს, რა თქმა უნდა არა სამეცადინოს, და ვაგრძელებთ კითხვას იქიდან სადაც გუშინ შევჩერდით.
  10. კითხვის პროცესში აუცილებლად მოგვერევა ძილი, მითუმეტეს თუ წამოწოლილები ვართ. და ამიტომ ცოტა ხნით წაძინება არაფერს გვიზამს. ბოლო-ბოლო მთელი დღეა საქმეს ვაკეთებთ სახლში;
  11. გაღვიძებისთანავე კომპიუტერს ვუბრუნდებით, იქნება და რა მოხდა ქვეყანაზე?
  12. მერე ვვახშმობთ, ან ვსადილობთ, მოკლედ, ვჭამთ :დ და ვფიქრობთ იმაზე, რომ 8-9 საათი, საღამოსი, ნამდვილად არ არის სამეცადინოდ შესაფერისი დრო და
  13. ვუბრუნდებით ფეისბუქს;
  14. ცოტა ხანში ჩვენი ძილის დრო მოვა. ძილის წინ ისევ გადავხედავთ საკითხავ ლიტარატურას, რომ სასიამოვნოდ და ადვილად ჩაგვეძინოს. ვეხუტებით ბალიშს, საბანს და ვიძინებთ.

ვოტ, მაგრამ 2 დღე დამრჩა გამოცდებამდე და რამე უნდა ვქნა -_- ხოდა, ხვალ მეხუთე პუნქტის შესრულების შემდეგ მივდივარ ბიბლიოთეკაში და ვმეცადინეობ😐

6 thoughts on “რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც სამეცადინო გვაქვს

  1. LiLaC

    აუ, რამდენი ვიცინე ))) ერთადერთი სახლს არ ვალაგებ ხოლმე, ეგეც არა ნაკლებ მეზარება და იმიტომ.. დანარჩენი ყველაფერი 100%

    Reply
  2. ანუკა

    აჰჰაჰაჰ,აი ზუსტად,ზუსტად! :დ :დ სახლსაც კი ვალაგებ რომ არ ვიმეცადინო))))))

    Reply
  3. რიკანდრო

    წარმატებები გამოცდებში😀 ეგეთი ტემპით გამოცდებმა სახლის დალაგებაში არ ჩაგიაროს

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      მართლა არ მთავრდება და დღეს გამოცდაზე ისე გავედი ვააბშე გადაშლილი არ მქონდა -_-

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s