სტამბული part 1

1.

იმისათვის რომ მოხვდეთ სტამბულში არსებობს რამდენიმე გზა, მაგრამ მე ყველაზე ძვირიანს, თვითმფრინავს მივადექი. იმიტომ, რომ კომფორტულია და სწრაფი. პეგასუსით ვიფრინე, ბილეთები მაისის დასაწყისში შევიძინე 127 ევროდ. საკმაოდ იაფია ვგონებ. საერთოდ, რაც უფრო ადრე შეიძენთ ბილეთებს მით უკეთესი. ერთადერთი პრობლემა ის იყო რომ საბიჰა გოქჩენის აეროპორტში ფრინდება და ცოტა მოშორებითაა სტამბულის იმ ადგილიდან სადაც ჩვენ ვაპირებდით დაბინავებას. თუმცა, ეგ პრობლემა ძალიან მარტივად მოგვარდა ავტობუსების დახმარებით. აეროპორტიდან გამოსვლისთანავე არის სადგომი, საიდანაც ნებისმიერი მიმართულებით დადიან ავტობუსები და ასე 30 წუთში (საცობების შემთხვევაში 50-60წუთში) დანიშნულების ადგილზე, ჩვენ შემთხვევაში ტაქსიმზე, გაჩნდებით. თანაც, სულ რაღაც 13 ლირად.

2.

საცხოვრებელი ადგილის შერჩევა სტამბულში ერთ-ერთი რთული საქმეა. ჩვენ თავიდანვე გადაწყვეტილი გვქონდა რომ ჰოსტელში უნდა გვეცხოვრა, იმიტომ რომ იაფია. გადავქექეთ booking.com – ი და შედეგად ჩილაუთ ჰოსტელს მივაგენით. ჩილაუთი ისტიკლალ კადექსზე მდებარეობს, თითქმის ბოლოში, პატარა ჩიხში.  წყნარი, მშვიდი და სუფთა ჰოსტელია. ტაქსიმის მოედნამდე და შესაბამისად მეტროს სადგურამდე ასე 15 წუთის სავალზე. 6 სართულიანი ჰოსტელია, სულ 23 ოთახი და იდეაში საკმაოდ ბევრი ხალხიც ჰყავდათ. მაგრამ ეგეთი სიმშვიდე, ჰოსტელში რომ იყო არსად არ მინახავს სტამბულში. ოთახებში სივიწროვეა და მხოლოდ ლოგინის ადგილებია, მაგრამ მიუხედავად მაგისა არ ცხელოდა. რამდენიმე ფანჯარა იყო და ყველას გაღების შემთხვევაში თავისუფლად უბერავდა. wi-fi მხოლოდ პირველ სართულზე, მისაღებში იყო სადაც უამრავი როზეტია (აკა შტეფსელი) და კომპიუტერს/ტელეფონს დაჯდომის საფრთხე არ ემუქრება🙂 სისუფთავე იყო ასევე ვანა-ტუალეტშიც, მართალია ორივეგან ძალიან სივიწროვე იყო და ძალიან ცხელოდა მაგრამ შესვლა არ დაგეზარებოდა. ბუქინგ ქომზე ჯავშანისას მომხმარებლის კომენტარებს დიდად ნუ მიაქცევთ ყურადღებას. მე ჯერ დავჯავშნე და წასვლამდე ორი-სამი დღით ადრე გადავხედე კომენტარებს და გული გამისკდა, საშინელ რაღაცებს წერდნენ ჩილაუთზე, ფანჯარა არ იღებაო, ლოგინები არაკომფორტულიაო, კედლები თხელიო და ა.შ და რეალურად მე იქ არანაირ პრობლემას არ წავწყდომივარ.

chillout hostel

chillout hostel

3.

მას შემდეგ რაც მგზავრობის ბილეთები ნაყიდი და ჰოსტელი დაჯავშნული დავიგულე გადავედი იმ მუზეუმების/ადგილების მოსაძებნად რაც კი უნდა მენახა სტამბულში. გავაკეთე პატარა ჩამონათვალი, რომელშიც შედიოდა: აია-სოფია, ლურჯი მეჩეთი, სულთანაჰმედი, ტოპკაპი, გალათა თაუერი, მინიატურკი, ტური ბოსფორზე, ბაზილიკა ცისტერნი და უმანკოების მუზეუმი. თითოეული მათგანი მოვძებნე რუკაზე, დავსქრინე და შევინახე ტელეფონში. გადმოვწერე ოფლაინ მეფი, სადაც სტამბულის ყველა ქუჩა იყო აღნიშნული. დაახლოებით ჩამოვყალიბდი რომელ დღეს რა უნდა მენახა და რა მანძილი უნდა მევლო. შევადგინე გეგმა და გავწერე ყველაფერი. თუმცა, საბოლოო ჯამში გეგმის მიხედვით არ წასულა ყველაფერი. ცოტა რთულია სწორხაზოვნად მიჰყვე გეგმას. განსაკუთრებით მაშინ თუ არ გაქვს გათვალისწინებული ის რომ მთელი დღე უნდა იარო. და მთელ დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება.

4.

ტრანსპორტი სტამბულში ის შემთხვევაა, რომელსაც უკიდურეს შემთხვევაში უნდა მიადგე. საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, სამაგიეროდ კომფორტული. მოკლედ, სტამბულში დადის ავტობუსი, მინი ავტობუსი (მარშრუტკა), ტრამვაი და მეტრო. მეტრო არის მიწის ზემოთ და ჩემთვის ძალიან უცნაური იყო და მთელი იქ ყოფნის განმავლობაში ტროლეობუსს ვეძახდი : ) როგორია შეეგუო იმ ფაქტს რომ შეიძლება მეტრომ 10 სანტიმეტრის რადიოსში ჩაგიაროს. მეტროში კონდიციონერი იყო და საკმაოდ გრილოდა. + ადაპტირებული იყო შმმ პირებისთვის და ძალიან მომეწონა. სტამბულში მეტროს რამდენიმე ხაზია და თუ რომელიმედან რომელიმეში გადაჯდომა გინდა დამატებით კიდევ უნდა გადაიხადო. ერთი მგზავრობა 3 ლირა ღირს. აი, ჩვენთან ვაგზალზე გადაჯდომისას რო კიდევ იხდიდე მგზავრობის საფასურს ეგ მომენტია. უბრალოდ, მეტროში და ზოგადად ტრანსპორტში ფულის ხარჯვას სჯობს ფეხით სიარული.

მეტრო

მეტრო

უკეთესი მარიანტი ავტობუსია, რომელიც 2 ლირა ღირს. გალათას ხიდთან ავტობუსების სადგომს მივაგენით და საღამოობით მკვდრები იქიდან მოვყვებოდით. უფრო სწორად, 2-ჯერ გამოვყევით. მართალია ავტობუსი ტაქსიმის მოედნიდან ცოტა შორს აჩერებს და უშუალოდ ტაქსიმზე არ მიდის, მაგრამ მაინც კარგი ტრანსპორტია, იმიტომ რომ შედარებით იაფი გიჯდება.  რაც შეეხება მინი ატობუსს – ფასი რამდენადაც მახსოვს 3 ლირა იყო, სამაგიეროდ ავტობუსზე სწრაფია. ძალიან მოცუცქნულია, 9 კაციანი, თან კონდიციონერიც არ არის და მაგით სარგებლობას ისევ ავტობუსი სჯობს. ტრამვაის საკმაოდ პატარა ხაზები აქვს. მე ერთადერთი ვნახე, ტაქსიმის მოედნიდან ისტიკლალის ბოლოში. პატარა, წითელი, ღია, კუსკუსა ტრამვაია. შემიყვარდა, ოღონდ შორიდან. მომწონდა როცა ვუყურებდი. ტრამვაიც 3 ლირა ღირს და ვფიქრობ ძალიან ღორობაა ერთი ქუჩის გავლაში რომ 3 ლარს იხდი. ამიტომ, ისევ შორით ტრფობა და სიყვარული სჯობს იქ ასვლას.

ტრამვაი

ტრამვაი

არსებობს კიდევ ეგეთი რამ, ტაქსი, რომელსაც არაფრის დიდებით არ უნდა გაეკაროთ თუ ძალიან სასწრაფო და გადაუდებელი არ გჭირდებათ.

5.

სტამბულში ჭამა ძვირი სიამოვნებაა. არის ადგილები სადაც იაფად შეჭამთ, და არის ადგილები სადაც საკმაოდ სოლიდურ თანხას დატოვებთ. მაგრამ, ყოველთვის გექნებათ გარანტია რომ თქვენი შეკვეთილი საჭმელი გემრიელია. თუმცა, ძალიან წარმატებულად შეგიძლიათ ისარგებლოთ ბურგერ კინგით. რომელიც იაფია და პლიუს მისი ჭამის შემდეგ ნამდვილად აღარ იტყვით რომ ისევ გშიათ. აგრეთვე, იაფია სენდვიჩები. ისტიკლალზე იყო ეგეთი ზავიძენია patatos სადაც აკეთებდნენ ქათმის უგემრიელეს სენდვიჩს და სულ რაღაც 3.5 ლირა ღირდა. კვებასთან დაკავშირებით დიდად კომპეტენტური ვერ ვარ, იმიტომ რომ ძირითადად ფასთ ფუდებზე გადავიარეთ🙂

6.

დანარჩენს შემდეგ პოსტში გავაგრძელებ ^_^

8 thoughts on “სტამბული part 1

  1. LiLaC

    აუ, რატომ დამავიწყდა მიმესწავლებინა შენთვის ერთი ძალიან კარგი იტალიური კაფე ისთიკლალაზე😦 ჰო არ ყოფილხარ, შემთხვევით? სახელი აღარ მახსოვს, მაგრამ ორსართულიანი კაფეა, იტალიის ცისფერ მაისურებში გამოწყობილი ბიჭები გემსახურებიან და უცნაური მენიუები აქვთ. ქვემოთ უწყვიათ საჭმელი, შენ ირებ რასაც გინდა და რა რაოდენობითაც გინდა და ბოლოს მოგდის ძალიან ცოტა ანგარიში ))))

    Reply
  2. ვაიბი

    თუ რამეა ვიცი სად ვჭამო, რითი ვიმგზავრო, საცხოვრისი როგორ შევარჩიო :დ მშვენიერიააა!

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი :დ ეგ ერთი ნაწილი, და ასე თუ ისე ყველაზე მნიშვნელოვანი იცი :დ

      Reply
  3. Pingback: სტამბული Part 2 | სიყვარულოვნას ბლოგი

  4. Pingback: სტამბული, დღე I | სიყვარულოვნას ბლოგი

  5. Pingback: სტამბული დღე II | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s