შექმენი საკუთარი ქილა

კოკა-კოლას ახალი წამოწყების შესახებ, „გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს“, უკვე ყველამ იცის. თავიდან კითხვის ნიშნები გაჩნდა და ვერ გაიგეს რას ნიშნავდა გაუზიარე კოკა-კოლა ლაშას, ან სანდროს, ან ნათიას, თუმცა საბოლოო ჯამში მომხმარებელმა აიტაცა და მაღაზიებში ხშირად წავწყდომივარ როგორ ეძებს ვინმე თავის სახელიან კოკა-კოლას, ან მეგობრის სახელიანს ან სულაც კოკა-კოლას მამისთვის.

კოკაკოლა

ამ პერიოდისთვის დაბეჭდილია სულ 40 სახელი და სრულიად დაცულია სქესობრივი ბალანსი : ) 20 ქალის სახელია და 20 მამაკაცის. სახელები შერჩეულ იქნა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ამ სახელების გარდა ლიტრანახევრიან ბოთლებზე არის კიდევ 7 სიტყვა დაბეჭდილი: მეგობრებს, დედას, მამას, ძმას, დაიკოს, შეყვარებულს და ერთადერთს.

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

გაუზიარე კოკა-კოლა მეგობარს

 

ასეა თუ ისე, აღმოჩნდნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც კოკა-კოლას ბოთლებზე არ იყო. სწორედ მათთვის დაიგეგმა კოკა-კოლას აქცია. ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება შეუერთდეს კოკა-კოლას ღონისძიებას, იპოვოს კოკა-კოლას სპეციალური მანქანა და კოკა-კოლას გუნდს დააწერინოს თავისი სახელი 330მლ  ქილაზე.

შექმენი საკუთარი ქილა :)

შექმენი საკუთარი ქილა🙂

აღსანიშნავი ფაქტია, რომ აქცია არის ძალიან კარგად ორგანიზებული. სპეციალურ აპლიკაციაში (გადადით ლინკზე) წინასწარ არის გაწერილი გრაფიკი, სად და როდის ჩატარდება შემდეგი აქცია, ასე რომ ნებისმიერ მსურველს საკუთარი საცხოვრებელი უბნის მიხედვით შეუძლია აქციაში მონაწილეობა. აღნიშნული აქცია იმართება არა მხოლოდ თბილისში, არამედ წყნეთში, რუსთავში და ბათუმშიც.

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

აირჩიე სასურველი უბანი სპეციალურ აპლიკაციაში

 

კოკა-კოლის პირველი აქციას ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მეც დავესწარი. ბუშტებიანი და კოკა-კოლიანი გოგოები ხალხს საკუთარ სახელიან კოკა-კოლას სთავაზობდნენ. თავიდან ხალხი გაკვირვებული უყურებდა, ზოგს ფლეშმობი ეგონა, ზოგს უბრალოდ რაღაც დადგმა, თუმცა საბოლოო ჯამში კოკა-კოლას მანქანის მისადგომებთან ყველა ასაკის ადამიანი შეიკრიბა. ყველას სურდა რომ კოკა-კოლა დაელია ისეთი ქილიდან, რომელსაც მათი სახელი ეწერებოდა🙂

კოკაკოლა

 

შექმენი საკუთარი ქილა🙂

მეც გავაკეთებინე ჩემთვის კოკა-კოლა ^_^ და სიყვარულოვნა დავაწერინე. თავიდან გაიკვირვეს, მაგრამ მერე მითხრეს ზუსტად 12 სიმბოლიანიაო (მეტი არ შეიძლება) და გაგიმართლაო. 10 წუთში ჩემი კოკა-კოლა მზად იყო და სიამაყით დავყურებდი ზედ. რაღაცნაირი სასიამოვნო გრძნობაა როდესაც რაღაცას სპეციალურად შენთვის ამზადებენ.

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გაუზიარე კოკა-კოლა სიყვარულოვნას ^^

გარდა იმისა რომ აქცია საკუთარ სახელიან ქილას გთავაზობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კოკა-კოლას გოგოები კოკა-კოლებს არიგებდნენ, თანაც გიხსნიდნენ და ისე გთავაზობდნენ. ხშირად ვერ ვხსნი, ან გახსნისას ვიწუწები ხოლმე და სწორედ ამიტომ ფრიად ნასიამოვნები დავრჩი როდესაც სასიამოვნო გოგონამ გახსნილი კოკა-კოლა შემომთავაზა.

IMG_6825

 

სანამ აქცია დაიწყებოდა იქვე გამოკრულ წესებს გავეცანი. წესები იტყობინებოდა რა სახის წარწერის გაკეთება არ შეიძლება ქილაზე, ან რომელი ასაკიდან შეუძლია პირს მონაწილეობა მიიღოს აქციაში, ვისთვის უნდა დავაწეროთ კოკა-კოლას სახელი და საბოლოო ჯამში მიღებულ კოკა-კოლას რა უნდა ვუყოთ🙂  ასე მაგალითად, ქილაზე არ დაიბეჭდება ისეთი სახელები რომლებიც არის – არაკანონიერი, უხამსი, შეურაცხმყოფელი, მუქარის გამომხატველი, ძალადობრივი, სკანდალური,  დისკრიმინაციული (ნებისმიერ შემთხვევაში), ასევე სახელები რომლებიც უბიძგებს ადამიანს შეუფერებელი, არაკანონიერი საქციელისკენ. ასევე არ დაიბეჭდება სახელები რომლებიც მესამე პირის ინტელექტუალური საკუთრებაა, ან არ წარმოადგენს თქვენს ან თქვენი მეგობრის სახელს, მაგალითად, რომელიმე ცნობილი ადამიანის სახელი. აკრძალულია ისეთი სახელის გამოყენება, რომელიც არ ემორჩილება ამ წესებს.

coca-cola

საბოლოო ჯამში სასიამოვნო ღონისძიება გამოვიდა, მეც და კიდევ უამრავი ადამიანი ფრიად ნასიამოვნები დავრჩით. თქვენც გაქვთ შანსი გააკეთოთ სასურველი წარწერა კოკა-კოლას 330მლ ქილაზე და გაუზიაროთ მეგობარს🙂 გადაამოწმეთ აპლიკაციაში  ან Coca-Cola–ის Facebook–ის გვერდზე, დრო და ადგილი და დახვდით კოკა-კოლის მანქანას და გუნდს თქვენს უბანში ^_^

 

 

 

14 thoughts on “შექმენი საკუთარი ქილა

    1. siyvarulovna Post author

      ყველას და ყველაფერს გორში რომ ეპატიჟები, შენ ჩადი ერთხელ თბილისში :დ

      Reply
  1. Jason Evans

    დავიჯერო ბიძინა უფრო პოპულარული სახელია ვიდრე ბექა? -_-

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, ნამდვილად კარგად იყო ორგანიზებული ყველაფერი ^_^

      Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, სახალისო და რაღაცნაირად სასიამოვნო შენი სახლობის კოკა-კოლას რომ სვამ ^_^

      Reply
  2. Gocha Gabodze

    გაუზიარე კოკა კოლა პეპსის :)) ისე რა წესია არც სახელი და არც მეორე სახელი რომ არ მოხვდა ამ ორმოცეულში.😦 მე ვერავინ გამიზიარებს .

    Reply
  3. Alfreda Dale

    მოკლედ თუ გადაწყვიტეთ დაესწროთ აქციას , თვალყური ადევნეთ კოკა–კოლას ოფიციალურ გვერდს, სადაც ყოველი აქციის მდებარეობა და საათები ანონსდება.

    Reply
  4. Niku7a

    არადა 13 სიმბოლოსგან შედგება შენი სახელი -_-

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s