სტამბული Part 2

სტამბულზე იმდენი რამე მაქვს სათქმელი დაჟე ტვინშიც კი ვერ ვალაგებ და ვეღარ ვფიქრობ რითი დავიწყო, რითი გავაგრძელო და რითი დავასრულო -_-

1. ხალხი

სიმართლე გითხრათ ასე მგონია თურქები და ქართველები დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ნაგავს ორივეგან ძირს ყრიან და სიგარეტის ბიჩოკებსაც მოურიდებლად ისვრიან. პროსტა, დაჟე მგონია რომ თურქები ამ საკითხში ცოტას გვჯობნიან და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც უამრავი ტურისტია, მაგალითად აია სოფიასთან, ტოვებენ ნაპიკნიკარს და თან ისე რომ არ ერიდებათ და ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. სამაგიეროდ, მერია თუ დასუფთავება თუ რაც გინდათ დაარქვით ძალიან კარგი ჰყავს. დაყრილ ნაგავს წამებში აქრობს მეეზოვე და თუკი რამე დარჩება გვიან ღამით მანქანა ჩამოუვლის და მთელ ნაგავს შეისრუტავს ხოლმე. ასე რომ ამ მხრივ ვგონებ რომ პრობლემა არ არის. თუმცა, რაღაცნაირად მაინც არასასიამოვნოა როდესაც უყურებ როგორ ყრის მოქალაქე A ნაგავს ძირს🙂

თუმცა, ეს ერთი ნაკლი რომ არ ჩავთვლათოთ სხვა მხრივ ფრიად კარგი ტიპები არიან. სტამბულის იმ ნაწილში სადაც მე ვიყავი მუდამ მზად იყვნენ ხოლმე დასახმარებლად. ერთხელ, გოგოებს ვკითხეთ მინიატურკ პარკის მისამართი, არ იცოდნენ მაგრამ წავიდნენ, გაგვიგეს, და მიგვასწავლეს სად და როგორ და რა ნომერი ავტობუსით მივსულიყავით. ჩასვლისას, პირველი დღეს, ერთმა ქალმა ჰოსტელამდე მიგვაცილა, ზუსტად არ ვიცოდით სად უნდა გვეძებნა. ისე, გამყიდველები კარგი მეძვირეები და აფერისტები არიან.  ნებისმიერი რამის ყიდვის დროს უნდა შეევაჭროთ და არასდროს არ უნდა მისცეთ იმდენი რამდენსაც გეუბნებიან. მაგრამ, თუ ჩემსავით გეზარებათ, ან ბევრი ფული გაქვთ მაშინ თქვენი საქმისა თქვენ იცით : )

გარდა იმისა, რომ კეთილები და გულისხმიერები არიან, გამოირჩევიან საოცარი სიმპატიურობით. სიმართლე გითხრათ არ ველოდებოდი თურქეთში ამდენ სიმპატიურ ყმაწვილს. სულო და გულო, მაღლები, დაბლები, გამხდრები, მსუქნები, ქერები, შავგვრემნები… მოკლედ, ყველანაირი ტიპის ადამიანს ნახავ და უმეტესობას სიმპატიურს. ჰოსტელამდე ნერწყვების ყლაპვით მივდიოდი და გული მწყდებოდა რომ ამდენი სიმპატიური ბიჭი, ჩვენთან რუსთაველზე ნამდვილად არ დადის😀  სამაგიეროდ გოგოებით ვერ დაიკვეხნიან. იქ ყოფნის დროს სულ რამდენიმე იყო ისეთი, ვისზეც ვიტყოდი რომ ლამაზი და კარგი გოგოა.

IMG_7108

2. ქალაქი

სტამბული ძალიან ლამაზი ქალაქია. უბრალოდ, იმისათვის რომ ჩემს სიტყვებში დარწმუნდეთ სურათების ნახვა და მოყოლილის მოსმენა/წაკითხვას აზრი არ აქვს, ეს უნდა ნახოთ უბრალოდ. იბოდიალოდ ქუჩებში დაუსრულებდად. იაროთ იქ სადაც  მეტრო, ავტობუსი, ტაქსი და  მანქანები ერთად, ერთ ვიწრო ქუჩაზე დადიან და პრობლემებს არ ქმნიან. დარწმუნებული ვარ სტამბულზე ბევრად კარგი და ლამაზი ქალაქებიც არსებობს, და შეიძლება სუბიექტური ვარ და ა.შ მაგრამ ნამდვილად ლამაზი ქალაქია. ლამაზი შენობებით, ვიწრო და ქვაფენილიანი ქუჩებით, აივნებზე ყვავილებით, სთრით არტის ელემენტებით, უამრავი ტურისტ, გალათას ხიდი თავისი მეთევზეებით, რომლებიც უამრავ თევზს იჭერდნენ, ზღვა და გემები,  ზღვის პირა ქალაქისთვის დამახასიათებელი სინესტე, ავი კოღოები, დაჟე მოლასაც კი თავისი მუღამი ჰქონდა რაღაცნაირი და ერთი წამით არ გავუღიზიანებივარ.

ყველაზე მეტად გეზი პარკთან დაკავშირებული მიტინგი მომეწონა. რაღაცნაირი მუხტი მოჰქონდათ ხალხს, ეტყობოდათ რომ მთელი გულით იყვნენ იქ, არ იმართებოდნენ მესამე პირების მიერ, სხვანაირი მუღამი ჰქონდა, ერთად იდგნენ ერთი კონკრეტული საქმისთვის. არაფერი არ მესმოდა ვააბშე რას ყვიროდნენ, მაგრამ მომინდა რომ მეც მათი ნაწილი ვყოფილიყავი, მეც მეყვირა ის რაღაც სიტყვები და მეც ვყოფილიყავი მიტინგის მონაწილე და არა ტურისტი, რომელიც შემთხვევით მოხვდა იქ, სადაც იდეაში არაფერი ესაქმება.

IMG_7475

გეი ფრაიდზე 100 000 ადამიანი იყო და არაფერი მოხმდარა ვაბშე. არ დაუზიანებიათ არც კედლები და არც არაფერი. მშვიდობიანი მსვლელობით ჩაიარეს ისიკლალი, ჰომოფობი მანგო დააწიოკეს და უმღერეს ყოველგვარი ექსესის გარეშე. რა თქმა უნდა მოწინააღდეგეებიც იყვნენ, ოღონდ ასე 50-მდე და ძალიან ჩუმად გამოხატავდნენ თავიანთ პროსტესტ და დამოკიდებულებას. არ მომხდარა არანაირი გადაყვირება და გადმოყვირება. კულტურული ხალხია თურქები. განვითარებულები და ჩამოყალიბებულები. ჩვენ, პაპუასებს არ გვგანან.

IMG_7515

ერთადერთი ნაკლი აქვს – საოცრად ძვირი ქალაქია.

მოკლედ, მიყვარს მე სტამბული, უკვე, და აუცილებლად ვნახავ კიდევ ერთხელ.

IMG_7117

ლინკი – სტმბული part 1

5 thoughts on “სტამბული Part 2

  1. ვაიბი

    აუ ბოლოს რო დამბურძგლა თუ იცი? ფოტოც ისეტი შეარჩიე…
    თუ ჩემსავით გეზარებათ და ბევრი ფული გაქვთ , თქვენი ნებააო – ამაზე გამეღიმა🙂
    ბიჭებზე? მმმმმ …. (if you know what I mean)
    აქტივისტებთან ეს სისხლის ღვრა და ჯოჯოხეთები რო დამთავრდა ბედნიერებაა უბრალოდ, რომ წარმოვიდგენ და რომ მახსენდება ფოტოები ცუდად ვხდები, ყველაზე სადისტი მანიაკიც კი ცუდად გახდებოდა.
    აუ მანგო რომელი? მაღაზია? ^_^ გამაოცა ფრაიდის ამბებმაც. შემშურდა მუსლიმების:/

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      კი, მაღაზია. მაგ მაგაღიიზან ტრანსგენდერი მყიდველი გამოუგდიათ. ჰოდა, ფრაიდის დროს შეუვარდნენ, დააწიოკეს, უმღერეს და გამოვიდნენ ^_^ თან ისე რომ არაფერი დაუზიანებათ.

      დაბურძგვლა შენ ჩემი უნდა ნახო ფოტოებს რომ ვათვალიერებ და რომ მახსენდება რომ მე ვიყავი იქ და მე გადავიღე ეგ ფოტოები და აუ კიდევ მინდა😦

      Reply
  2. სალაყბო

    არ მინახავს და როგორ მიყვარს.. რომ ვნახავ, მერე რა დამემართება, წარმომიდგენია ^_^

    Reply
  3. Pingback: სტამბული, დღე I | სიყვარულოვნას ბლოგი

  4. Pingback: სტამბული დღე II | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s