1 კვირა ლუდის ფესტივალამდე

მას შემდეგ რაც გავიგე რომ თსუ-ში გადაბარებები 17 ივნისიდან იწყება ვერ მოვიფიქრე რა უნდა გამეკეთებინა მინიმუმ 10 დღე თბილისში, სრულიად უსაქმურს. ხოდა, ერთადერთი რაც გამახსენდა თბილისის ლუდის ფესტივალია,

13-14 ივლისს ვარდების მოედანზე ლუდის ფესტივალი იქნება. არ მახსოვს რამდენი წელია ტარდება, მაგრამ მე შარშან და შარშან წინ ვესწრებოდი. შარშან წინ ლუდი თბილი იყო, უფრო სწორად, ქაფი და ლუდის რამდენიმე წვეთი და შესაბამისად კარგი მოგონებები არ მაკავშირებს.

შარშან – ყველაფერი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. გართობა – მშვენიერი, ლუდი – კარგი, ცივი და ნაკლები ქაფით, ფასი – 1 ლარი, ამინდი – მშვენიერი. მოკლედ, ყველაფერი იყო იმისთვის რომ მოკვდავი ადამიანები კარგად გართობილიყვნენ მეგობრებთან ერთად ლუდის ფესტივალზე.

რატომღაც, ხალხი ლუდის ფესტივალის გაგონებისთანავე პირველს რასაც კითხულობს ფასებია. უფრო სწორად, იქნება თუ არა ლუდი უფასო. საერთოდ, ვერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ლუდი უფასო, თუნდაც ლუდის ფესტივალზე. არსად, არც-ერთ ქვეყანაში, ისეთი კარგი რამ, როგორიც ლუდია, უფასო არ არის. ლუდის ფესტივალი ემსახურება ლუდის პოპულარიზაციას, ხალხის გართობას და ჯასთ იმის აღნიშვნას კიდევ ერთხელ, რომ კარგი სასმელია ლუდი. ბიერფესტის ბლოგზე (ლინკი) შეგიძლიათ იხილოთ 10 საუკეთო ლუდის ფესტივალი ფასებითურთ და დარწმუნდებით რომ თბილისის ლუდის ფესტივალზე ლუდი საკმაოდ იაფია.

შემდეგი კითხვები უკვე ლუდთან დაკავშირებით მოდის ხოლმე: “აუ ისევ მხოლოდ ნატახტარია?”, “აუ ქართული ბანძი ლუდები უნდა იყოს?”, “აუ მე მაგათ არ ვსვამ” და ა.შ.
ჯერ ერთი, ლუდის ფესტივალის ორგანიზატორი ნატახტარია და რატომ ითხოვს მასა რომ ყველა ლუდი იყოს ფესტივალზე ვერ ვხვდები. ყველა კომპანია ერთად რომ ატარებდეს კიდევ ჰო, მეორეც, თუ ცუდი ლუდია ნატახტარი და კაპიკის ფასი არ არის და ა.შ რატომ ყიდულობს ხალხი? სხვათაშორის, რამდენიმე დღის წინ ნატახტარის ქარხანაში ვიყავი და ბლაინდ ტესტი ჩაგვიტარეს, რაც მდგომარეობდა შემდეგში: დავლიეთ ორი ლუდი და წარმოდგენა არ გვქონდა რას ვსვამდით. დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ (7-კაციდან 6-მა) ვთქვით რომ #1 ლუდი იყო უკეთესი, ხოლო ერთმა კაცმა თქმა რომ #2 იყო კარგი. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ ის ლუდი, რომელიც უმრავლესობას მოგვეწონა ნატახტარი იყო, მეორე კი კონკურენტი ორგანიაციის, რომლის სახელწოდებაც არ გაგვიმხილეს. შესაბამისად, ვგონებ არც ისეთი ცუდი ლუდია როგორი დამოკიდებლებაც ხალხს აქვს. თანაც, ეს ის მომენტია როდესაც ყველაფერი გემოვნებაზეა დამოკიდებული, და ჰო, ცოტა პეროზეც : )

შარშან და იმის წინ, ლუდის გაყიდვა ხდებოდა პირდაპირ ბარიდან. ანუ, მიხვიდოდი, გადაიხდიდი ფულს, გაძლევდნენ ერთ კათხა ლუდს. წელს კუპუნებზეა დამოკიდებული თქვენი ლუდი. გაიყიდება კუპონები, რომლის საშუალებითაც გექნებათ მერე საშუალება იყიდოთ ლუდი, მარტივად რომ ვთქვათ, კუპონს გადაცცვლით ერთ კათხა ლუდზე. ერთი კუპონი 1,5 ლარი ღირს და ყველა ლუდს სხვადასხვა რაოდენობის კუპონი სჭირდება.  კუპონების გავრცელება მოხდება პრომო გოგონების მიერ, რომლებიც ივლიან ფესტივალზე და გაყიდიან კუპონებს, ანუ ერთ ადგილას სალარო და რიგი არ იქნება. პრინციპში, ძალიანაც კარგი ფასებია კარგი ლუდისთვის. ხალხი კარგ ლუდს ითხოვს, კარგი ლუდი კი იმაზე ძვირია ვიდრე 1 ლარი. ასე რომ, მასას მოუწევს იმის გააზრება რომ თუ უნდა კარგი ლუდი, კარგი ფესტივალი და ა.შ უნდა გადაიხადოს იმ ლუდის ექვივალენტი რასაც სვამს ^_^

1

წელს, გარდა იმისა რომ შეიცვალა გადახდის წესი, მრავალფეროვანი გახდა ლუდების ჩამონათვალიც. 13-14 ივლისს, ლუდის ფესტივალზე იქნება:  ნატახტარი, კოზელი, მთიელი, ეფესი და კაიზერი. ასე რომ, ცოტათი ნაკლები საწუწუნო აქვს ხალხის უმრავლესობას წელს🙂

უკვე დაიდო ლაინ აფიც, რაც მთავარია ლუდის ფესტივალს ფექგრაუნდად აღარ გაჰყვება მგზავრების ჰიტები🙂 ე.ი 13 ივლისს გამოვლენ: მელოუ, სვანსიხი, ლაუდსფიქერსი, სალიო
14 ივლისი – ზარები, ზურგი, ელენე კალანდაძე, შინი.

გული მიგრძნობს მშვენიერი ვიქენდი მელოდება წინ. მთავარია მალე მოიდეს 13 ივლისი და მე ამასობაში მოვიფიქრო რა შეიძლება გავაკეთო ამ ერთ კვირაში.

1

One thought on “1 კვირა ლუდის ფესტივალამდე

  1. Pingback: რამდენიმე საათი ლუდის ფესტივალამდე | სიყვარულოვნას ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s