სტამბული დღე II

მეორე დღე გვიან, 12 საათზე დაიწყო და გული დაგვწყდა ამდენი საათი რომ გავმაზეთ. სტამბულში ყველაზე ცოტა დრო ძილს უნდა დაუთმო როგორც წესი.

დღის გეგმაში აიასოფია და ტოპკაპი იყო. სეირნობისას აღმოვაჩინეთ რომ გალათას ხიდის ნაცვლად ათათურქის ხიდს მივადექით და გადავწყვიტეთ ბარემ მინიატურკიც გვენახა. გუგლ მეფს თუ დავუჯერებთ სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო. აღმა-დაღმა ვიარეთ, რაღაც სტრან უბნებში და მაინც ვერ მივაგენით. საბოლოო ჯამში გადავწყვიტეთ რომ გუგლ მეფი გვატყუებდა, და სწორებიც აღმოვჩნდით, და აიასოფიისკენ წავედით. მეგონა დიდი რიგი დაგვხვდებოდა, სულ იმას ამბობენ უზარმაზარი რიგებია ყველგანო, მაგრამ შევცდი. 25 ლირა ღირდა შესვლა და ვგონებ ძალიან ძვირია. გასაგებია რომ აია სოფიაა და დიდი ისტორია აქვს და ა.შ მაგრამ 25 ლირა, მაინც ძალიან ძვირია უბრალო მოკვდავებისთვის. იქვე სალაროსთან გავარკვიეთ რომ შეგვეძლო ფასდაკლების ბარათი გვეყიდა. ანუ, ყიდულობ ამ ბარათს 72 ლირად და აია-სოფიაში, ტოპკაპში, ჰარემში, არქეოლოგიურ მუზეუმში, მოზაიკის მუზეუმში, გათალას მუზეუმში და კიდევ რაღაცებში შედიხარ თავისუფლად. რეალურად საკმაოდ ბევრს ზოგავ მაგ pass-ით. უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

აია სოფია გარედან ხომ უზარმაზარია, მაგრამ შიგნიდან კიდევ უფრო დიდია. მარტო იმის მოვლაში მომტყდა ფეხები და სადაც სკამს ვხედავდი ტრაკი ყველგან დაჯე დაჯეს მეუბნებოდა😐 ძალიან კარგი ადგილია, მაგრამ მაინც მგონია რომ 25 ლირა ძვირია -_-

აია-სოფია

აია-სოფია

აია სოფიიდან გამოსულები მოზაიკის მუზეუმში შევედით. იმ ფასდაკლების ბარათით მანდ შესვლის შანსიც გვქონდა და გამოვიყენეთ. დიდი არაფერი, ძველი ნამუშევრებია და კი კაია, მაგრამ ალბათ ის ბარათი რომ არა მანდ არც შეიხედავდი და ნახვის სურვილიც არ გამიჩნდებოდა. უფრო თანამედროვე ნამუშევრები რომ ყოფილიყო კარგი იქნებოდა ^_^

Istanbul Mosaic Museum

შემდეგი ადგილი ტოპკაპის სასახლე იყო.  ტოპკაპი არის უუზარმაზარი. ოღონდ მართლა. დადიხარ დადიხარ და კიდევ უამრავი ადგილი გაქვს სანახავი. ვერ ასწრებ ვერაფერს. თოპკაპის სასახლის მშენებლობა სულთანი მეჰმედ II-ის ბრძანებით დაიწყეს 1459 წელს, რაც 1465 წელს დასრულდა. სასახლე სარაგლიოს კონცხზე მდებარეობს ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, ძალიან მაგარი ხედით ბოსფორზე. ის უამრავი მცირე ზომის შენობისგან და ოთხი დიდი მოედნისგან შედგება. იმისათვის რომ ეს სასახლე სრულყოფილად დაათვალიერო ერთი სრული დღე უნდა გამოჰყო მისთვის. ტოპკაპში არის ჰარემი, რომელიც ძალიან მაინტერესებდა. რამდენიმე ოთახში შეიძლება მხოლოდ შესვლა (მაგრამ ეგ რამდენიმე ოთახია საკმაოდ ბევრია) და გული დამწყდა, მაინც და მაინც ისინი მაინტერესებდა რომლებიც დახურული იყო😐  სასახლე 7 საათზე იკეტება და იმის დათვალიერება რაც ერთ საათში მოვასწარით არაფერი არ არის. შემდეგ ჩასვლაზე აუცილებლად გამოვყოფ ერთ დღეს ამ სასახლისთვის.

Topkapi Palace Museum

ტოპკაპში შესასვლელი ^_^

harem

საღამოს  7 საათი იყო და ჩვენ საშინლად დაღლილები ვიყავით. თანაც ამ დროისთვის ყველა მუზეუმი იკეტება და არქეოლოგიური მუზეუმი შემდეგი დღისთვის გადავდეთ. მანამდე ის გვქონდა მოსაფიქრებელი ყველაზე იაფად როგორ დავბრუნებულიყავით ტაქსიმზე. წინა დღის გამოცდილებით ვიცოდით რომ მეტროს არ უნდა გავკარებოდით, იმიტომ რომ 6 ლირა დაგვიჯდებოდა ტაქსიმზე მოხვედრა. საბოლოო ჯამში გაგვახსენდა რომ როდესაც ათათურქის ხიდიდან გალათას ხიდთან მოვდიოდით ავტობუსების გაჩერებაც შეგხვდა და გადავწყვიტეთ ბედი გვეცადა. ტაქსიმისკენ მიმავალი ავტობუსი ადვილად ვიპოვეთ. სულ რაღაც 2 ლირად სასურველ ადგილას მოვხვდით და ძლივს მივბობღდით ჰოსტელამდე. იმ დღეს ვგონებ ყველაზე ბევრი ვიარე. მთელი დღე, და მთელი დღეში მართლა მთელი დღე იგულისხმება, სულ დავდიოდით და მაქსიმუმ 5 წუთი შეგვესვენა. კი ვიცოდი რომ ბევრი სიარული მოგვიწევდა, მაგრამ ამდენსაც არ ველოდებოდი.

სტამბული part 1
სტამბული part 2
სტამბული დღე I

3 thoughts on “სტამბული დღე II

  1. LiLaC

    მუზეუმები კი დამრჩა ისე სანახავი, უმანკოების გარდა არსად არ ვყოფილვარ, მგონი… მარტო ლურჯ მეჩეთში შევედი, თან მერე ორშაბათი დაგვემთხვა, მაგ დღეს კიდევ მათი უმრავლესობა დაკეტილია…

    Reply
    1. siyvarulovna Post author

      ho, ორშაბათს ისვენებს ხოლმე მუზეუმების უმეტესობა. ლურჯ მეჩეთში მე ვერ შევედი😐 აიასოფიიდან რომ გამოვედი იქ ლოცვა დაიწყო და მაგ დროს ტურისტებს აღარ უშვებენ:/

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s